სოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
ჭყვიში — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, შუამთის თემში. მდებარეობს მდინარეების რიონისა და ყუმურის შეერთების ადგილას. ზღვის დონიდან 60 მეტრი. ვანიდან 10 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ჭყვიში | |
ტაბიძეების მუზეუმი სოფელ ჭყვიშში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი |
თემი | შუამთა |
კოორდინატები | 42°07′31″ ჩ. გ. 42°26′01″ ა. გ. |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ადრეული სახელები | ჭყუში |
ცენტრის სიმაღლე | 60 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 376[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში ჭყუშერის, ჭყუშის სახელით და შედიოდა მიქელაძეების სათავადოში. XIX საუკუნეში სოფელი შედიოდა საჯავახოს გამოჩინებულის საბლაღოჩინო ოლქში. სოფელში იდგა უფლის ჯვარცმის, ღვთისმშობლის შობის, წმინდა გიორგის, წმინდა მთავარანგელოზთა და კოსიეთის მთავარანგელოზთა ეკლესიები.[2]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 376 ადამიანი.
ჭყვიშში დაიბადნენ გალაკტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე. სოფელში არის მათი სახლ-მუზეუმი.[4] სოფელში ყოველწლიურად იმართება „გალაკტიონობა“ და „ტიციანობა“. სოფელში აგრეთვე დაიბადა სასულიერო მოღვაწე, დიდსქემოსანი მღვდელმონაზონი სიმონი (ბაღდავაძე), ათონის ივერთა მონასტრის უკანასკნელი ქართველი ბერების მეთაური.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.