From Wikipedia, the free encyclopedia
ნეძიხი — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჟინვალის სადაბო თემი.[1] მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 21 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ნეძიხი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჟინვალი |
კოორდინატები | 42°11′25″ ჩ. გ. 44°48′25″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
მოსახლეობა | 32[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 32 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 48[2] |
2014 | 32 |
ნეძიხში, ადგილ ბზიანაზე, მდებარეობს წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი (ტოპონიმი „ბზიანა“ ბზის სიმრავლით ჩანს წარმოქმნილი). გათხარეს 1977 წელს (რ. რამიშვილი). კომპლექსი წარმოადგენს გალავნით შემოზღუდულ ეზოს, რომელშიც განლაგებულია 2 ეკლესია და რამდენიმე სამეურნეო და საცხოვრებელი სათავსი. ერთი ეკლესია განეკუთვნება ორნავიანი ბაზილიკის ტიპს, ნაგებია ნატეხი ქვის კლდით, კონსტრუქციულ ადგილებში შირიმის კვადრებია ჩართული, აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებზე ჯვრის რელიეფურგამოსახულებიანი 2 ფილაა. ბაზილიკა VI-VII სს. განეკუთვნება. მეორე ნაგებობა ერთნავიანია, სამხრეთით და ჩრდილოეთით აქვს მინაშენები, რაც გეგმაში ჯვრის გამოსახულებას ქმნის. აგებული უნდა იყოს X საუკუნეში.
სოფლის მახლობლად, მის სამხრეთ-დასავლეთით, მდებარეობს განვითარებული შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო და სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები — გაგუთო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.