მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
ფშავის არაგვი, (თეთრი არაგვი — ისტორიულ წყაროებში) — მდინარე საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2895 მ-ზე. სიგრძე 56 კმ, აუზის ფართობი 946 კმ². ჟინვალთან ერთვის არაგვს მარცხნიდან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის წლის თბილ პერიოდში, წყალმცირობა — სექტემბრიდან მარტამდე, ოქტომბერში — წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 22,5 კმ³/წმ.
ფშავის არაგვი | |
---|---|
სხვა სახელი | თეთრი არაგვი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | დუშეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
სათავე |
თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთი კალთა 42°25′03″ ჩ. გ. 45°12′48″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2895 მ |
შესართავი |
არაგვი 42°12′11″ ჩ. გ. 44°49′24″ ა. გ. |
სიგრძე | 56 კმ |
აუზის ფართობი | 946 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 22,5 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ფშავის არაგვი ვიკისაწყობში |
ფშავის მთავარი მდინარე არის ფშავის არაგვი. იგი სათავეს იღებს დიდი ბორბალოსა (3135 მ) და ბოთანას მთებიდან. არაგვის სათავეს წარმოადგენს სამი ხევის შენაკადი: ბოთანას წყალი, ასისხევი და ბოგონჩარის ხევი. ბორბალოდან დაქანებული არაგვი ფშავის ხეობაზე თანდათანობით ივაკებს და მას სოფელ ახადთან უერთდება მდ. წაწადა და მდ. ვარეულა; დამასტეს ხატთან - მათურხევი (მათურის წყალი), სოფ. შუაფხოში თეთრახევა, ნაროულა და ხატისხევა. შუაფხოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით (ორწყალი - 1154 მ.) ფშავის არაგვს უერთდება ხევსურეთის არაგვი. ორწყლიდან არაგვი სამხრეთისაკენ იღებს გეზს და გზადაგზა იერთებს მცირე ზომის ხევებს. არაგვის მარჯვენა შენაკადებია: ბეტიჩდილის წყალი, აფშოს წყალი, კაწალხეურა, ვანხევი, ჩარგლულა და სხვ.
ჟინვალში ფშავის არაგვი ჩაედინება ჟინვალის წყალსაცავში. წყალსაცავის აშენებამდე (XX საუკუნის 80-იანი წლები) იგი ამ ადგილას უერთდებოდა მთიულეთის არაგვს. ჟინვალიდან არაგვი მიემართება სამხრეთით და მცხეთასთან უერთდება მდინარე მტკვარს.
არაგვი, განსაკუთრებით უკანაფშავის ტერიტორიაზე, საკმაოდ სწრაფი მდინარეა. მისი ტემპერატურა ზაფხულში 16-17 °С-ს არ აღემატება. სიგანე მერყეობს 5-15 მ-ის დიაპაზონში, ხოლო სიღრმე ორწყლამდე, როგორც წესი, არ აღემატება 1 მ-ს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იშვიათ მორევებს.
ვახუშტი ბატონიშვილი თავის თხზულებაში „საქართველოს გეოგრაფია“ ფშავის არაგვს ბორბალოდან ჟინვალამდე უწოდებს „თეთრ არაგვს“, ხოლო მთიულეთის არაგვს კი „შავ არაგვს“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.