მაქსიმილიანო რუბენ „მაქსი“ როდრიგესი (ესპ. Maximiliano Rubén "Maxi" Rodríguez; დ. 2 იანვარი, 1981, როსარიო, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. თამაშობდა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. მეტსახელად La Fiera. 2014 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 2006 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[1][2]

სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
მაქსი როდრიგესი
Thumb
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მაქსიმილიანო რუბენ როდრიგესი
დაბადების
თარიღი
2 იანვარი, 1981 (1981-01-02) (43 წლის)
დაბადების
ადგილი
როსარიო, არგენტინა
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1998–1999 ნიუელს ოლდ ბოისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999–2002 ნიუელს ოლდ ბოისი 57 (20)
2002–2005 ესპანიოლი 111 (26)
2005–2010 ატლეტიკო მადრიდი 121 (32)
2010–2012 ლივერპული 57 (15)
2012–2017 ნიუელს ოლდ ბოისი 138 (48)
2017–2018 პენიაროლი 43 (15)
2019–2021 ნიუელს ოლდ ბოისი 33 (9)
ეროვნული ნაკრები
2001 არგენტინა 20-წლ. 7 (4)
2003–2014 არგენტინა 57 (16)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
დახურვა

საკლუბო კარიერა

ნიუელს ოლდ ბოისი

როდრიგესის პირველი კლუბი არგენტინის პირველ დივიზიონში მოასპარეზე „ნიუელს-ოლდ-ბოისი“ იყო, სადაც მან სამი სეზონი გაატარა.

ესპანიოლი

2002 წელს ის გადაბრგდა ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ესპანიოლში“. იმავე წლის 2 სექტემბერს სადებიუტო მატჩში მისი გუნდი მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ დამარცხდა, ანგარიშით 0-2. კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 37 მატჩი და გაიტანა 15 გოლი.

ატლეტიკო მადრიდი

2005–06 წლების საფეხბურთო სეზონის დასაწყისში როდრიგესი გადავიდა მადრიდის „ატლეტიკოში“ 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ.[3] მეორე სეზონში მან მიიღო ტრავმა, რის შედეგადაც მხოლოდ 10 მატჩის გამართვა შეძლო სეზონის განმვალობაში.[4]

2007 წელს ფერნანდო ტორესის „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ, როდრიგესი გახდა „ატლეტიკოს“ კაპიტანი.

ლივერპული

2010 წლის 13 იანვარს როდრიგესი გადავიდა „ლივერპულში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით, მოაწერა ხელი სამწლინახევრიან კონტრაქტს[5] და გადასცეს 17-ნომრიანი მაისური.

მან სადებიუტო მატჩი გამართა „სტოკ სიტის“ წინააღმდეგ, სადაც მეორე ნახევარში შევიდა მოედანზე. სასტარტო მატჩებში როდრიგესმა ორი შედეგიანი გადაცემა გაუკეთა ფერნანდო ტორესს. პირველი გოლი გაიტანა „ბარნლისთან“ 4-0 მოგებულ შეხვედრაში, 2010 წლის 25 აპრილს.[6]

2010–11 წლების სეზონი ნაყოფიერი აღმოჩნდა როდრიგესისთვის, გაიტანა 10 გოლი.

2011 წლის 8 ივლისს როდრიგესმა 17 ნომრიანი მაისური შეიცვალა 11 ნომრიანით.

სანაკრებო კარიერა

როდრიგესმა 2001 წელს არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც იმართებოდა არგენტინაში. 7 მატჩში გაიტანა 4 გოლი.

არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2003 წლის 8 ივნიის, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ, სადაც ის გოლით გამოირჩა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული აქვს 41 მატჩი და გატანილი აქვს 12 გოლი.

საკლუბო სტატისტიკა

მეტი ინფორმაცია კლუბი, სეზონი ...
კლუბი სეზონი ლიგა თასი კონტ. ჯამში
დივიზიონიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
ნიუელს ოლდ ბოისი
დროშა: არგენტინა არგენტინა
1999–2000 არგენტინის
პრიმერა
დივიზიონი
60000060
2000–01 1850000185
2001–02 331500003315
სულ 572000005720
ესპანიოლი
დროშა: ესპანეთი ესპანეთი
2002–03 ესპანეთის
პრიმერა
დივიზიონი
3770000377
2003–04 3740000374
2004–05 371500003715
სულ 11126000011126
ატლეტიკო
დროშა: ესპანეთი ესპანეთი
2005–06 ესპანეთის
პრიმერა
დივიზიონი
291020003110
2006–07 1060000106
2007–08 358301024810
2008–09 33620844310
2009–10 1422581248
სულ 121329526715644
ლივერპული
დროშა: ინგლისი ინგლისი
2009–10 ინგლისის
პრემიერლიგა
1710000171
2010–11 281010603510
2011–12 1249200216
სულ 5715102607317
ნიუელს ოლდ ბოისი
დროშა: არგენტინა არგენტინა
2012–13 არგენტინის
პრიმერა
დივიზიონი
28510113408
2013–14 22910522811
2014 171110001811
2015 291000002910
2016 1641300177
2016–17 2691000279
სულ 138485316515956
პენიაროლი
დროშა: ურუგვაი ურუგვაი
2017 ურუგვაის
პრიმერა
დივიზიონი
1560000156
2018 2465350349
სულ 391253504915
ნიუელს ოლდ ბოისი
დროშა: არგენტინა არგენტინა
2018–19 არგენტინის
პრიმერა
დივიზიონი
733200105
2019–20 23613300369
2020[7] 0013231163
2021 30000030
სულ 339297316517
სულ ჯამში 55616258205613670195
დახურვა

წყარო: BDFA · FootballDatabase.eu · Soccerway · Transfermarkt.

მიღწევები

საკლუბო

ინგლისის დროშა ლივერპული
არგენტინის დროშა ნიუელს-ოლდ-ბოისი
ურუგვაის დროშა პენიაროლი
  • ურუგვაის პრიმერა დივიზიონი: 2017, 2018
  • ურუგვაის სუპერთასი: 2018

სანაკრებო

არგენტინის დროშა არგენტინა 20-წლამდე
არგენტინის დროშა არგენტინა

ინდივიდუალური

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა
სოციალური ქსელები
Twitter
თემატური საიტები
AFS · BDFA · BDFutbol · FBref.com დაარქივებული 2021-11-09 საიტზე Wayback Machine. · FootballDatabase.eu · Fussballdaten.de · Kooora · L’Équipe · National Football Teams.com · Olympedia · Soccerbase · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
EsportpèdiaCat — Enciclopèdia de l’esport català

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.