From Wikipedia, the free encyclopedia
ისლა ფიშერი (დ. 3 თებერვალი, 1976)[1] — არის ავსტრალიელი მსახიობი და მწერალი. ისლამ კარიერა დაიწყო ავსტრალიის ტელევიზიაში. ფიშერის ოჯახი ომანიდან საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა მაშინ როდესაც ისლა 6 წლის იყო. ისლა ბავშვობის ასაკიდანვე მონაწილეობდა სატელევიზიო რეკლამებში. ახალგაზრდა ისლა ფიშერი გამოჩნდა ავსტრალიურ საპნის ოპერაში Home and Away სადაც ასრულებდა Shannon Reed-როლს, როლით რომელსაც ისლა 1994-დან 1997-მდე ასრულებდა მოახერხა რომ მოეპოვებინა Logie Awards -ის ჯილდო.
ისლა ფიშერი | |
---|---|
ისლა ფიშერი 2013 წელს | |
დაბადების თარიღი | 3 თებერვალი, 1976 |
მოქალაქეობა | დასავლეთი ავსტრალია |
საქმიანობა | მსახიობი |
ფიშერმა წარმატებით მოახერხა გადასვლა ჰოლივუდში. ისლა გამოჩენდა ფილმში Scooby-Doo (2002), აღნიშნულმა ფილმა ისლას დიდი წარმატება მოუტანა, ამას მოჰყვა როლები ფილმებში: Wedding Crashers (2005), Hot Rod (2007), Confessions of a Shopaholic (2009), The Great Gatsby (2013), and Now You See Me (2013). I Heart Huckabees (2004), The Lookout (2007), Definitely, Maybe (2008), Burke & Hare (2010), Bachelorette (2012), Visions (2015), Grimsby, Nocturnal Animals, Keeping Up with the Joneses (2016 ), Tag (2018), Horton Hears a Who! (2008), Rango (2011), Rise of the Guardians (2012) და სერიალ Arrested Development-ში (2013, 2018)
ფიშერი დაიბადა მუსკატში, ომანში, ელსსეთ რიდისა და ბრაიან ფიშერის ოჯახში, ისლას მშობლები შოტლანდიური წარმოშობის არიან [2]. ისლას მამა ისლას დაბადების დროისთვის ომანში ბანკირად მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში[3]. როდესაც ისლა ფიშერი ბავშვი იყო, ფიშერი და მისი ოჯახი საცხოვრებლად დაბრუნდნენ შოტლანდიაში მდებარე ქალაქ ბეტგეტში[4]. როდესაც ისლას 6 წელი შეუსრულდა ისლას ოჯახი საცხოვრებლად პერტში, დასავლეთ ავსტრალიაში გადავიდა[5]. ისლას ოთხი და-ძმა ჰყავს. ისლა თავს ფემინისტად მიიჩნევს. მისი დედა და და-ძმები ცხოვრობენ ათენში, საბერძნეთში, ხოლო მამამისი სამსახურის გამო ცხოვრობს ფრანკფურტში. ისლა ფიშერმა დაამთავრა Swanbourne-ის დაწყებით სკოლა . ბავშვობიდან ისლა წამყვან როლებს ასრულებდა სასკოლო სპექტაკლებში, სპეკტაკლებიდან გამორჩეულია როლი პიესაში Little Shop of Horrors .[6]
ფიშერმა პირველად გაიცნო ბრიტანელი კომიკოსი საჩა ბარონ კოენი 2002 წელს, ავსტრალიაში სიდნეიში გამართულ წვეულებაზე[7]. ფიშერმა კოეინთან ურთიერთობა 2004 წელს დაიწყო და 6 წლის შემდეგ 2010 წლის 15 მარტს წყვილი დაქორწინდა საფრანგეთში პარიზში[8][9][10]. წყვილს სამი შვილი ჰყავს, დაბადებულნი 2007, 2011 და 2015 წლებში. ახლა ოჯახი ისლას კარიერის გამო ცხოვრობს ლონდონში და ლოს ანჯელესში.[11][12]
სანამ დაქორწინდებოდნენ ფიშერი და კოენი, ფიშერმა მიიღო იუდაიზმი. ისლა ფიშერი რამდენიმე წლის მანძილზე სწავლობდა იუდაიზმის, საბოლოოდ 2007 წელს დაამთავრა. და მან მიიღო ებრაული სახელი აიალა (איילה).[13]
2015 წლის დეკემბერში ფიშერმა და მისმა მეუღლემ ბარონ კოენმა ქველმოქმედებაში გაიღეს 500,000 აშშ დოლარი ბავშვების გადასარჩენად,ასევე წყვილი დახმარებას უწევდა ჩრდილოეთ სირიაში ბავშვების ვაქცინების დამზადებას წითურას საწინააღმდეგოდ, და იგივე თანხა გაიღეს სირიელი ლტოლვილების დახმარებისთვის[14][15][16].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.