From Wikipedia, the free encyclopedia
დასავლეთი ავსტრალია (ინგლ. West Australia) — ავსტრალიის ყველაზე დიდი შტატია, რომელიც კონტინენტის ტერიტორიის მესამედია. 1829 წელს აქ პირველი დასახლებები გაჩნდა. 1890 წელს მიიღო თვითმმართველობა. 1901 წლიდან შტატია.
| |||
დევიზი: | |||
მეტსახელი: ველური ყვავილის შტატი | |||
დედაქალაქი | პერთი | ||
ფართობი * საერთო * ხმელეთი * წყალი |
2 645 615 კმ² (1-ლი ადგილი) 2 529 875 კმ² 115 740 კმ² (4,37%) | ||
მოსახლეობა (2011) * რაოდენობა * სიმჭიდროვე |
2 239 170 (მე-4 ადგილი) 0,89/კმ² (მე-7 ადგილი) | ||
დროის სარტყელი | UTC+08:00 | ||
პარლამენტი * წარმომადგენელთა რაოდენობა * სენატორების რაოდენობა |
15 12 | ||
აბრევიატურა * საფოსტო * ISO 3166-2 |
WA AU-WA | ||
ვებ-გვერდი |
{{{ვებ-გვერდი}}} |
შტატის ფართობი შეადგენს 2 529 875 კმ²-ს. აღმოსავლეთიდან შტატს ესაზღვრება ჩრდილოეთი ტერიტორია და სამხრეთი ავსტრალია. ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან შტატის ნაპირებს გარს ეკვრის ინდოეთის ოკეანე. საერთაშორისო გეოგრაფიული ორგანიზაცია კონტინენტიდან სამხრეთით მდებარე წყლებს აკუთნებს ინდოეთის ოკეანეს, თუმცა ავსტრალიაში მათ ოფიციალურად აკუთნებენ სამხრეთის ოკეანეს[3].
შტატის საზღვრების სიგრძე შეადგენს 1862 კილომეტრს[4], სანაპირო ხაზი — 12 889 კმ-ს[5].
ქალაქ პერთიდან სამხრეთით 250 კმ-ში, ქალაქ გრინბუშესთან სიახლოვეს, მდებარეობს უნიკალური ტანტალის და გრინბუშესის კალის საბადო.
დასავლეთ ავსტრალიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ძველ ილგარის და პილბარის პლატფორმებზე, რომლებიც ინდოეთის და სამხრეთ-აფრიკის პლატფორმებთან შეერთების გზით ჩამოყალიბდა ურის არქეული ეონის პერიოდში, ერთ-ერთი უძველესი სუპერკონტინენტი (3200 — 3000 მილიონი წლის წინ).
იმის გამო, რომ ამ დროის მთათაწარმოქმნის ერთადერთი შემთხვევა იყო ანტარქტიდის მხრიდან რიფტოგენეზის დახმარებით სტერლინგის ქედის წარმოქმნაში, მიწის ზედაპირი საკმაოდ ძველია და ეროდირებულია. უმაღლესი წერტილია — მთა მეჰარი ქედ ჰამერსლიზე პილბარის რეგიონში სიმაღლით 1245 მეტრი. შტატის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს საშუალო სიმაღლის დაბალ პლატოს 400 მეტრის ფარგლებში ძალიან დაბალი რელიეფით და ზედაპირული წყლის საწრეტების გარეშე. პლატო შედარებით მკვეთრად ეშვება სანაპირო დაბლობისკენ, ზოგიერთ შემთხვევაში ქმნის მკვეთრ ფერდობებს, რის მაგალითიცაა ქედი დარლინგი პერთთან სიახლოვეს.
ლანდშაფტის მნიშვნელოვანი ასაკი იმას ნიშნავს, რომ ნიადაგი მაღალი ხარისხით არანაყოფიერია და ხშირად დაფარულია ლატერიტებით. ის ნიადაგიც კი, რომელიც წარმოქმნილია გრანიტის კლდეებისაგან, შეიცავს შედარებით ნაკლებ ფოსფორს და ორჯერ ნაკლებ აზოტს, ვიდრე ზომიერი კლიმატის ნიადაგი სხვა კონტინენტებზე. ქვიშისგან და დანალექი ჯიშებისგან წარმოქმნილი ნიადაგი, უფრო ნაკლებად ნაყოფიერია, რადგანაც შეიცავს უფრო ნაკლებ ხსნად ფოსფატებს, ასევე განიცდიან თუთიის, სპილენძის, მოლიბდენის და ზოგჯერ კალიუმის და კალციუმის უკმარისობას.
ნიადაგის უმეტესობის უნაყოფობამ მოითხოვა მასში საკმაო რაოდენობის ქიმიური სასუქების შეტანა, კერძოდ სუპერფოსფატების, ინსექტიციდების და ჰერბიციდების, რამაც უხერხემლო ცხოველების და ბაქტერიების შემდგომი განადგურებასთან, ასევე მძიმე ტექნიკის მეშვეობით ნიადაგის დატკეპნასთან ერთად ნიადაგს მოუტანა კიდევ უფრო დიდი ზიანი.
მიწის დიდმასშტაბიანმა წმენდამ სოფლის მეურნეობისათვის და სატყეო მეურნეობისათვის დიდი ზიანი მიაყენა ადგილობრივ მცენარეულ საფარს და ცხოველებს. შედეგად შტატის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი იშვიათი ან განადგურების ზღვარზე მისული ფლორის და ფაუნის კონცენტრაციაში უსწრებს ბევრ სხვა ავსტრალიის რეგიონს, რაც ქმნის მას მსოფლიოში ერთ-ერთ «ცხელ წერტილად» ბიომრავალფეროვნებაში. შტატის მარცვლეულის მსხვილ ტერიტორიებს აქვთ პრობლემები ნიადაგის მარილიანობაში და წყლის რეზერვების გაქრობაში.
სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მძლავრობს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი. ადრე ეს ტერიტორიები იყო უღანი ტყით დაფარული, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხეების მრავალფერა ევკალიპტის მინდვრების ჩათვლით[6]. დასავლეთ ავსტრალიის სასოფლო სამეურნეო რეგიონი გამოირჩევა დიდი ბიომრავალფეროვნებით და ენდემების მაღალი წილით. ზღვის დინების დახმარებით სანაპირო წყლები ასევე მდიდარია მრავალფეროვანი მცენარეებით და ცხოველებით, მსოფლიოში ყველაზე სამხრეთი მარჯნის რიფების ჩათვლით.
ნალექების წლიური საშუალო დონე მერყეობს 300 მილიმეტრიდან მარცვლეულის სარტყლის რეგიონში 1400 მილიმეტრამდე ყველაზე ტენიან რაიონებში, მაგრამ ნოემბრიდან მარტამდე, როდესაც აორთქლება ასწრებს ნალექებს, როგორც წესი ძალიან მშრალი კლიმატია. მცენარეები ეჩვევიან ასეთ კლიმატს და ნიადაგს. ზამთრის ნალექების საერთო შემცირება შეიმჩნევა 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან, ამასთან ერთად ზაფხულის თვეებში იზრდება ძლიერი წვიმების რაოდენობა[7].
შტატის ტერიტორიის ცენტრალური ნაწილის ოთხი მეხუთედი დაკავებული აქვს უდაბნოებს და ნახევარუდაბნოებს, რომლებიც იშვიათადაა დასახლებული, ხოლო ერთდადერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა აქ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაა. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 200—250 მილიმეტრს, რომელთა დიდი ნაწილი მოდის მოულოდნელი თავსხმა წვიმების სახით, რომელიც დაკავშირებულია ციკლონის გადავლით ზაფხულის თვეებში.
ამის საწინააღმდეგოა შტატის ჩრდილოეთი ტროპიკული რეგიონი. კიმბერლიში საკმაოდ ცხელი მუსონური კლიმატია ნალექების საშუალო წლიური დონით 500-დან 1500 მილიმეტრამდე აპრილიდან ნოემბრამდე გრძელი მშრალი სეზონით. შტატის ზედაპირული საწრეტის 85 % მდებარეობს კიმბერლიში, მაგრამ წყლის დინების სტიქიური ბუნებისა და ნიადაგის უნაყოფობის გამო განვითარდა მხოლოდ მდინარე ორდის გასწვრივ არსებული ტერიტორია.
შტატის ტერიტორიაზე თოვლი მოდის იშვიათად და ტიპიურია მხოლოდ ერთადერთ საკმაოდ მაღალ და სამხრეთით მდებარე ქედ სტერლინგზე ქალაქ ოლბანთან ახლოს. კიდევ უფრო იშვიათად თოვლი შეიძლება მოვიდეს მეზობელ ქედზე პორონგურუპზე. თოვლის მოსვლა ამ რაიონების გარეთ ექსტრაორდინალური შემთხვევაა და შეიძლება მოხდეს მთაგორიან სამხრეთ-დასავლეთ ზონაში. ყველაზე დიდი ტერიტორია დაიფარა თოვლით 1956 წლის 26 ივნისს, როდესაც მისი მოსვლა აღინიშნა პერტ ჰილსში და უფრო ჩრდილოეთით ვონგან ჰილსამდე და აღმოსავლეთში სალმონ ჰამსამდე. მაგრამ ქედ სტერლინგზეც კი თოვლის სისქე 5 სანტიმეტრზე მეტი იშვიათადაა და ერთ დღეზე მეტ ხანსაც არ ჩერდება[8].
მაქსიმალური ტემპერატურაა 50,5 °C აღინიშნა მარდიში, ოლქი პილბარი, 61,6 კილომეტრში კუნძულ ბაროუდან 1998 წლის 19 თებერვალს. მინიმალური ტემპერატურა −7,2 °C აღინიშნა აირ-ბიორდის ობსერვატორიაზე 2008 წლის 17 აგვისტოს[9].
დასავლეთ ავსტრალიაში ბინადრობს დაახლოებით 540 ფრინველთა სახეობა, აქედან 15 შტატის ენდემებია. ფრინველთათვის საუკეთესო ტერიტორიებია შტატის სამხრეთ-დასავლეთი კუთხე, რაიონი ბრუმის ირგვლივ და კიმბერლის ოლქი.
დასავლეთ ავსტრალიის ფლორა მოიცავს უმაღლესი მცენარეების 9437 ადგილობრივ სახეობას, რომლებიც გაერთიანებულია 1543 გვარში 226 ოჯახში, ასევე 1171 ნატურალიზირებულ და ინვაზიურ სახეობაში. ყველაზე დიდი სახეობების რიცხვი იზრდება სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში.
დასავლეთ ავსტრალიის სპეციფიკური ეკორეგიონი მოიცავს (ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე): კიმბერლის ქვიშაქვოვანი გამოქვაბული ჩრდილოეთ სანაპიროზე; მშრალი სტეპების რაიონი (ვიქტორიის ორდის დაბლობი) და ნახევარუდაბნო (დასავლეთ-ავსტრალიური მალგა შრაბლენდსი) ტანამის უდაბნოთი; სამხრეთ-დასავლეთ ავსტრალიური სავანა; სანაპიროს დაბლობი სვანი პერთის გარშემო; ვარენი სანაპიროს სამხრეთ-დასავლეთ დაბოლოებაში ღვინის მწარმოებელ მდინარე მარგარეტის რაიონში; ოლქი გოლდფილს-ესპერანსი ესპერანსის სტეპებით.
პირველი მოსახლეები ავსტრალიაში ჩრდილოეთიდან მოვიდნენ, დაახლოებით 40-60 ათასი წლის წინათ. ათასწლეულების მანძილზე ისინი დასახლდნენ მატერიკის მთელ ტერიტორიაზე. ავსტრალიელი აბორიგენები საკმაოდ კარგად დასახლდნენ დასავლეთ ავსტრალიის ტერიტორიაზე იმ დრომდე, სანამ XVII საუკუნის დასაწყისში იქ დაიწყეს ჩამოსვლა პირველმა ევროპელმა მკვლევარებმა.
პირველი ევროპელი, რომელმაც ფეხი დაადგა დასავლეთ ავსტრალიის მიწას, იყო ნიდერლანდელი ზღვაოსანი დერკ ჰარტოგი, რომელიც 1616 წლის 26 ოქტომბერს გადაჯდა კუნძულ დერკ-ჰარტოგის ინსკრიპშენის კონცხთან. XVII საუკუნის დანარჩენ პერიოდში ბევრი ჰოლანდიელი მოგზაური მიცურდა ნაპირზე. XVIII საუკუნის ბოლოს ბრიტანელმა და ფრანგმა მეზღვაურებმა დაიწყეს დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროს გამოკვლევა.
თანამედროვე შტატის ჩამოყალიბება დაიწყო 1832 წელს ბრიტანული დასახლების დაფუძნებით მეფე გიორგის ყურეში (1832 წლიდან დაერქვა ოლბანი). ბრიტანელებმა დასახლება დააარსეს იმის შიშით, რომ ფრანგებს არ შეექმნათ საკუთარი კოლონია დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე.
1829 წელს კაპიტანმა ჯეიმზ სტერლინგმა მდინარე სუონზე დააარსა კოლონია სუონ-რივერი. 1832 წლისთვის კოლონიის ბრიტანელ მოსახლეთა რიცხვმა მიაღწია 1500 ადამიანს. კოლონიის ორი ცალკეული დასახლება ნელ-ნელა გაიზარდა და ჩამოყალიბდა საპორტო ქალაქ ფრიმანტლად და შტატის დედაქალაქ პერთად.
მოსახლეობის რიცხვი 1890-იან წლებში იზრდებოდა დაბალი ტემპით კალგურლის რაიონში ოქროს მნიშვნელოვანი საბადოების აღმოჩენამდე.
1887 წელს მომზადდა დასავლეთ ავსტრალიის ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა თვითმმართველობის უფლებას. 1890 წელს ბრიტანეთის თემთა პალატამ მიიღო კანონი, რომლითაც მიანიჭა კოლონიას ეს უფლება. ჯონ ფორესტი გახდა დასავლეთ ავსტრალიის პირველი პრემიერ-მინისტრი.
1896 წელს დასავლეთ ავსტრალიის პარლამენტმა თანხმობა განაცხადა დღეში ხუთი მილიონი გალონი წყლის ტრანსპორტირებისთვის მილსადენის მშენებლობის დასაფინანსებლად მოეზიდა კრედიტი დასავლეთ ავსტრალიის ოქროს მაღაროებზე. მილსადენის მშენებლობა დამთავრდა 1903 წელს. მილსადენის მშენებლობისას ჩარლზ ო’კონორი, დასავლეთ ავსტრალიის პირველი მთავარი ინჟინერი, აწარმოებდა პროექტირებასა და ზედამხედველობას. მილსადენი აერთებს პერთს კალგურლთან, რომლის სიგრძეა 530 კილომეტრი და ისტორიკოსების მიერ განიხილება, როგორც შტატის ეკონომიკისა და მოსახლეობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი[10].
ჯონ ფორესტის მიერ ჩატარებული კამპანიის შემდეგ სუონ-რივერის კოლონიის მაცხოვრებლებმა ხმა მისცეს ფედერაციაში შესვლას, რის შედეგადაც დასავლეთ ავსტრალია 1901 წლის 1 იანვრიდან ოფიციალურად გახდა ავსტრალიის შტატი.
თვითმმართველობა დასავლეთ ავსტრალიას მიენიჭა 1889 წელს. ამასთან ერთად შეიქმნა ორპალატიანი პარლამენტი, რომლის სხდომები იმართება პერთში და შედგება საკანონმდებლო ასამბლეისაგან (ქვედა პალატა), რომელშიც შედის 59 წევრი, და საკანონმდებლო საბჭოსაგან (ზედა პალატა), რომელშიც შედის 36 წევრი. საარჩევნო უფლება საყოველთაო და სავალდებულოა 18 წელზე უფროსი მოქალაქეებისათვის.
1901 წელს ავსტრალიის კოლონიების გაერთიანებით დასავლეთ ავსტრალია გახდა შტატი ავსტრალიურ ფედერაციულ სტრუქტურაში. ამან გამოიწვია კონსტიტუციის შესაბამისად ზოგიერთი განსაზღვრული უფლებამოსილების გადაცემა ფედერალური მთავრობისათვის. დანარჩენი უფლებამოსილებები, დარჩა შტატის ფუნქციებში, მაგრამ დროთა მსვლელობისას თანამეგობრობამ გაიფართოვა თავისი უფლებამოსილებები საგადასახადო და საბიუჯეტო თანხების გადანაწილების კონტროლის გზით.
დასავლეთ ავსტრალიის სუვერენია ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III. ნომინალურად აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მის წარმომადგენელს — შტატის გუბერნატორს. რეალურად აღმასრულებელი ხელისუფლების მთელი ძალაუფლება ხელში უკავია პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს, რომელსაც ნიშნავს საკანონმდებლო ასამბლეაში უმრავლესობაში მყოფი პარტია ან კოალიცია.
სეპარატიზმი გახდა მუდმივი სენი დასავლეთ ავსტრალიის პოლიტიკური ცხოვრებისა 1826 წელს ევროპული დასახლებების გაჩენისთანავე. დასავლეთ ავსტრალია დიდი აღტაცებით არ შესულა ავსტრალიის თანამეგობრობაში და არ მიუღია მონაწილეობა პირველ ფედერალურ კონფერენციებში[11]. დასავლეთ ავსტრალიის უხუცესები ერთობლივად განწყობილი იყვნენ ფედერაციის წინააღმდეგ, მაგრამ ოქროს აღმოჩენამ მოიტანა მიგრანტების მნიშვნელოვანი მოზიდვა ავსტრალიის სხვა ნაწილებიდან. ამ მიგრანტებმა, ძირითადად კალგურლიდან და ოლბანიდან დაუჭირეს მხარი ავსტრალიის თანამეგობრობაში შესვლას. განიხილებოდა წინადადება ამ რაიონების ცალკე რეგიონად გამოყოფისა, რომელსაც სახელად დაერქმეოდა აურალია.
1933 წლის აპრილის რეფერენდუმზე მონაწილეთა 68 %-მა ხმა მისცა თანამეგობრობიდან გამოსვლას ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში დაბრუნების მიზნით ავტონომიური ტერიტორიის უფლებით. შტატის ხელისუფლებამ გააგზავნა დელეგაცია ვესტმინსტერში, მაგრამ ბრიტანეთის მთავრობამ უარი განაცხადა საქმეში ჩარევაში და გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
დასავლეთ ავსტრალია იყოფა ათ ოლქად:
პერთის საქალაქო ტერიტორია არ შედის არც ერთ ოლქში. ოლქებად დაყოფა გამოიყენება ეკონომიკური მართვის განვითარების მიზნებისთვის. ადგილობრივი მმართველობა ხდება ადგილობრივი სარაიონო მმართველობის დონეზე.
დასავლეთ ავსტრალიის ტერიტორიის პირველი მაცხოვრებლები იყვნენ სხვადასხვა ენისა და ტომის ავსტრალიელი აბორიგენები, მაგალითად, ნუნგარები სამხრეთ-დასავლეთში, ვანგაი ცენტრალურ უდაბნოში, მალკანა შარკის ყურეში. ეს ჯგუფები დღესაც აგრძელებენ ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ფორმირებას შტატის შორეულ რაიონებში, მაგალითად კიმბერლიში.
ევროპელებმა შტატის ტერიტორიაზე დასახლება დაიწყეს 1826 წლიდან, როდესაც კონტინენტის დასავლეთით მდებარე ტერიტორიის მესამედზე საფრანგეთის პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად ბრიტანელებმა დააარსეს ოლბანი. თავდაპირველად კოლონიის მოსახლეობის რაოდენობის გასაზრდელად იყენებდნენ პატიმრებს. 1890-იან წლებში შიდა მიგრაციამ, რომელიც გამოწვეული იყო ოქროს ციებ-ცხელებით გოლდფილს-ესპერანსის რეგიონში, მოიტანა მოსახლეობის სწრაფი ზრდა.
დასავლეთ ავსტრალიას არ განუცდია მიგრანტთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოზღვავება დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და ბრიტანეთის იმპერიის სხვა ნაწილებიდან, იქამდე სანამ XX საუკუნის დასაწყისში არ მოხდა ზოგიერთი ადგილობრივი პროექტების რეალიზება, რომლებიც მიმართული იყო ავსტრალიის კონტინენტის დასავლეთი მესამედი ნაწილის უკეთ გასაცნობად, როგორც კოლონისტების დასახლების პოტენციური მიმართულება.
ბრიტანეთის კუნძულებიდან მიგრაციის ზრდამ გამოიწვია დასავლეთ ავსტრალიის მოსახლეობის ზრდის ტემპის მომატება XX საუკუნეში. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას, როგორც აღმოსავლეთ შტატებში, ასევე დასავლეთ ავსტრალიაშიც დაიწყო მიგრანტების ჩამოსვლა იტალიიდან, ხორვატიიდან და საბერძნეთიდან. მიუხედავად ამისა დღეს-დღეისობით მიგრანტთა ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის ბრიტანეთზე. დასავლეთ ავსტრალიას, განსაკუთრებით პერტს, აქვს ბრიტანეთიდან ჩამოსულთა ყველაზე დიდი წილი სხვა შტატებთან შედარებით: 2006 წელს 10,6 % 5,3 %-თან შედარებით საშუალოდ ქვეყანაში. ეს ჯგუფი კონცენტრირებულია ცალკეულ რაიონებში, სადაც ის შეადგენს მოსახლეობის მეოთხედს.
2001 წლის აღწერის მიხედვით დასავლეთ ავსტრალიის მოსახლეობის 77,5 %-ს აქვთ ევროპული წარმოშობა: უმსხვილეს ჯგუფს წარმოადგენენ ინგლისელები (733 783 ადამიანი ანუ 32,7 %), შემდეგ მოდიან ავსტრალიელები (624 259 ადამიანი ანუ 27,8 %), ირლანდიელები (171 667 ადამიანი ანუ 7,6 %), იტალიელები (96 721 ადამიანი ანუ 4,3 %), შოტლანდიელები (62 781 ადამიანი ანუ 2,8 %), გერმანელები (51 672 ადამიანი ანუ 2,3 %) და ჩინელები (48 894 ადამიანი ანუ 2,2 %). ამასთან ერთად, 58 496 ავსტრალიელი აბორიგენი შეადგენს შტატის მოსახლეობის 3,1 %-ს.
2006 წლის აღწერის მიხედვით[12] შტატის მოსახლეობის 27,1 % დაიბადა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ავსტრალიის საშუალო მაჩვენებელზე (22,2 %) მაღალია. მოსახლეობის 8,9 % დაიბადა ინგლისში, 2,4 % — ახალ ზელანდიაში, 1,2 % — შოტლანდიაში, 1,1 % — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და 1,1 % — იტალიაში.
მეგაპოლის პერტის მოსახლეობა 2007 წლის შეფასებით შეადგენს 1,55 მილიონ ადამიანს (შტატის მოსახლეობის 75 %). სხვა მსხვილ დემოგრაფიულ ცენტრებს მიეკუთვნება მონდურაჰი (78 612 ადამიანი), ბანბერი (32 499 ადამიანი), ჯერალდტონი (31 553 ადამიანი), კალგურლი (28 242 ადამიანი), ოლბანი (25 196 ადამიანი), ბრუმი (14 436 ადამიანი) და პორტ-ჰედლანდი (14 000 ადამიანი)[13].
დასავლეთ ავსტრალიის ეკონომიკა ძირითადად დამოკიდებულია ნავთობისა და მინერალური სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე და გადამუშავებაზე. ეკონომიკის სტრუქტურა მჭიდროდ დაკავშირებულია შტატის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სასარგებლო წიაღისეულის სიუხვეზე, რომელიც უზრუნველყოფს შედარებით უპირატესობას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში და გადამუშავებაში. ამის შედეგია:
დასავლეთ ავსტრალიის წილი ეროვნულ ექსპორტში შეადგენს 36 %-ს[16]. ძირითადი საექსპორტო საქონელია: რკინის მადანი, ალუმინი, ნავთობი და ნავთობში შერეული გაზი, ნიკელი, ოქრო, ამიაკი, ხორბალი, მატყლი, ცოცხალი ცხვარი და მსხვილი რქოსანი პირუტყვი.
დასავლეთ ავსტრალია ბოქსიტების ძირითადი მწარმოებელია, რომლებიც გადამუშავდება ალუმინად სამ მეტალურგიულ კომბინატში, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიო წარმოების 20 %-ზე მეტს. დასავლეთ ავსტრალია ასევე მსოფლიოში მესამე მწარმოებელია რკინის მადნისა (მსოფლიოში მოპოვებულის 15 %) და უზრუნველყოფს 75 %-ს ავსტრალიაში მოპოვებული 240 ტონა ოქროდან. ალმასი მოიპოვება არგაილის კარიერში კიმბერლის ჩრდილოეთით. კოლიში მოპოვებული ქვანახშირი ძირითადი საწვავია შტატის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე საბაზო ელექტროსადგურებისთვის.
სოფლის მეურნეობა რჩება დასავლეთ ავსტრალიის ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად სექტორად. 2006-07 სეზონში ხორბლის წარმოებამ დასავლეთ ავსტრალიაში შეადგინა 10 მილიონი ტონა, მიაღწია რა საერთო ეროვნული წარმოების თითქმის ნახევარს[17] და მოიტანა 1,7 მილიარდი დოლარის საექსპორტო შემოსავალი[18]. სხვა მნიშვნელოვანი სასოფლო სამეურნეო პროდუქტებია ქერი, ბარდა[17], მატყლი, ცხვრის ხორცი და საქონლის ხორცი. საზღვარგარეთიდან არსებობს მაღალი მოთხოვნა დასავლეთ ავსტრალიიდან ცოცხალი საქონლის მიწოდებაზე. ავსტრალიის საექსპორტო ცოცხალი მსხვილი რქოსანი პირუტყვის დაახლოებით ნახევარი მოდის დასავლეთ ავსტრალიაზე[19].
ბოლო წლებში მომპოვებელი სექტორის ზრდამ გამოიწვია მუშა ძალის და კვალიფიკაციური კადრების მნიშვნელოვანი დანაკლისი, რამაც აიძულა შტატის მთავრობა ხელი შეეწყო ქვეყნის შიგნითა და საერთაშორისო მიგრაციისთვის[20]. 2006 წლის აღწერის მიხედვით[12], საშუალო ინდივიდიალურმა შემოსავალმა დასავლეთ ავსტრალიაში შეადგინა 500 დოლარი კვირაში ნაცვლად 466 დოლარისა მთელ ავსტრალიაში. ოჯახის საშუალო შემოსავალმა შეადგინა 1246 დოლარი კვირაში ნაცვლად 1171 დოლარისა მთელ ავსტრალიაში. ეკონომიკური ზრდა ასევე შეეტყო უძრავ ქონებაზე ფასების მნიშვნელოვან მატებას 2006 წელს, თუმცა 2007 წელს ფასების მატება შეწყდა. ავსტრალიაში უძრავ ქონებაზე ფასები პერტში რჩება მეორე სიდნეის შემდეგ.
პერტიდან სამხრეთით მდებარეობს მძიმე მრეწველობის ზონა კუინანა, რომელშიც ფუნქციონირებენ ქვეყანაში უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც აწარმოებენ ბენზინს და დიზელის საწვავს ადგილობრივი მოხმარებისათვის,[21] მეტალურგიული, ალუმინის და ნიკელის კომბინატები, პორტები ხორბლის ექსპორტისათვის, ასევე ნავთობისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი ინჟინერინგული და ლითონგადამამუშავებელი საწარმოები. გემთმშენებლობა (კომპანია აუსტალი) და მისი შესაბამისი დარგები განვითარებულია ჰენდერსონის რაიონში ფრემანტლიდან სამხრეთით. გადამამუშავებელ წარმოებაში სხვა განვითარებულ დარგებს შორისაა ცემენტისა და სამშენებლო მასალების საწარმოები, ფქვილისა და საკვების საწარმოები, ცხოველთა საკვების საწარმოები, ავტომობილთა კორპუსების დამზადება და ტიპოგრაფიული საქმიანობა.
ბოლო წლებში გაიზარდა ტურიზმის მნიშვნელობა. ძირითადი მათი რაოდენობა ჩამოდის დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან (28 %), სხვა ევროპული ქვეყნებიდან (14 %), სინგაპურიდან (16 %), იაპონიიდან (10 %) და მალაიზიიდან (8 %)[18]. ტურიზმიდან შემოსავალი არსებითი ეკონომიკური ფაქტორია ბევრ პატარა ქალაქებში, განსაკუთრებით სანაპირო ზოლში.
დასავლეთ ავსტრალიას აქვს მნიშვნელოვანი თევზსაჭერი და თევზის გადამამუშავებელი საწარმოები. ადგილობრივი მოხმარებისა და საექსპორტო პროდუქციაში შედის კიბორჩხალები, ზვიგენები, თინუსები, ასევე მარგალიტის თევზი კიმბერლის ოლქში. გადამამუშავებელი სიმძლავრეები მდებარეობენ დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ. ვეშაპზე ნადირობა თამაშობდა მნიშვნელოვან როლს, მაგრამ შეწყდა 1978 წელს.
სკოლაში სწავლება დასავლეთ ავსტრალიაში იწყება 5 წლის ასაკიდან მოსამზადებელ კლასებში და გრძელდება 7 წელიწადი დაწყებით სკოლაში. 13 წლის ასაკიდან მოსწავლეები გადადიან საშუალო სკოლაში, სადაც სწავლება გრძელდება 5 წლის განმავლობაში. ბოლო ორი წელი საშუალო სკოლაში მალე გახდება სავალდებულო. დღეისათვის მოსწავლეებისათვის სავალდებულოა სკოლა დაამთავრონ იმ წელს, როდესაც ისინი გახდნენ 16 წლის (როგორც წესი მე-11 კლასი).
დასავლეთ ავსტრალიაში მდებარეობენ შემდეგი უნივერსიტეტები: კერტინის უნივერსიტეტი, მერდოკის უნივერსიტეტი, ედიტ კოუენის უნივერსიტეტი, ნოტრ-დამის უნივერსიტეტი და დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტი.
დასავლეთ ავსტრალიაში გამოიცემა ორი ყოველდღიური გაზეთი: დამოუკიდებელი ტაბლოიდი The West Australian და Kalgoorlie Miner. ასევე გამოიცემა საკვირაო გაზეთი The Sunday Times და 17 ყოველკვირეული მუნიციპალური გაზეთი. ინტერნეტის გამოჩენამ ადგილობრივი უფასო ახალი ამბების საიტები, მაგალითად, WAtoday, გახადა პოპულარული ალტერნატიული საინფორმაციო წყარო.
პერტში არსებობს ექვსი ადგილობრივი სატელევიზიო არხი, რომლებიც ახორციელებენ, როგორც ანალოგიურ, ასევე ციფრულ მაუწყებლობას.
პერტიდან მაუწყებლობს სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის რამდენიმე არხი Australian Broadcasting Corporation (ABC), ასევე ექვსი კომერციული რადიოსადგური. რეგიონებში მაუწყებლობენ მუნიციპალური რადიოსადგურები.
მეღვინეობის რაიონები თითქმის მთლიანად კონცენტრირებულია შტატის ყველაზე ცივ სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. დასავლეთ ავსტრალიაზე მოდის ქვეყანაში წარმოებული ღვინის 5 %-ზე ნაკლები, მაგრამ ის გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით[22][23][24][25]. მეღვინეობის ძირითადი რეგიონებია: მარგარეტ რივერი, გრეიტ საუფერნი, სვან ვალეი. ღვინის წარმოების შედარებით მცირე რაიონებიდან გამოირჩევა ბლეკვუდ ვალეი, მანჯიმაპი, პემბერტონი, პილი, პერტ ჰილსი და ჯეოგრაფ ბეი[24].
შტატში ბაზირებულია შემდეგი პროფესიონალური გუნდები სხვადასხვა სპორტის სახეობებში:
დასავლეთ ავსტრალიაში ჩატარებული საერთაშორისო შეჯიბრებებიდან გამოირჩევა ჰოლმანის თასი (ჩოგბურთი), ტომ ჰოადის თასი (წყალბურთი), პერტის თასი (ცხენოსნობა), ეტაპი Red Bull Air Race (აერობატიკა), გრავიტი გეიმსი (ექსტრემალური სპორტი).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.