From Wikipedia, the free encyclopedia
ბანბერი (ინგლ. Bunbury) — ქალაქი დასავლეთი ავსტრალიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 64 385 კაცს[1], ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით მას 27-ე ადგილი უკავია. ფართობი — 138,7 კმ², სიმჭიდროვე — 464,20 ადამიანი/კმ²-ზე. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ პერტიდან დაშორებულია 175 კილომეტრით, ქალაქ მონდურაჰიდან 108 კილომეტრით. ბანბერი საპორტო ქალაქია, რომელიც გაშენებულია ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. დაარსდა 1836 წელს.
ქალაქი | |
---|---|
ბანბერი ინგლ. Bunbury | |
ქვეყანა | ავსტრალია |
შტატი | დასავლეთი ავსტრალია |
კოორდინატები | 33°21′00″ ს. გ. 115°39′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1836 |
ფართობი | 138,7 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 5 მ |
მოსახლეობა | 64 385 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 464,20 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
საფოსტო ინდექსი | 6230 |
ოფიციალური საიტი | bunbury.wa.gov.au/index.php |
ქალაქის ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და აგვისტო. ატმოსფერული ნალექების ყოველწლიური რაოდენობა უდრის 737.9 მმ-ს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.