From Wikipedia, the free encyclopedia
ევა ჰესე (დ. 1936 წლის 11 იანვარს — გ. 1970 წლის 29 მაისს) — წარმოშობით გერმანელი, ამერიკელი მოქანდაკე, რომელიც ცნობილი იყო თავისი პიონერული მოღვაწეობით ისეთ მასალებში, როგორებიცაა ლატექსი, მინა ბოჭკო და პლასტმასის მასალები. ის ერთ – ერთი მხატვარია, რომელმაც 1960-იან წლებში შექმნა პოსტმინიმალური ხელოვნების მოძრაობა.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ევა ჰესე | |
---|---|
დაიბადა | 11 იანვარი, 1936 წელი |
დაბადების ადგილი | ჰამბურგი[1] [2] |
გარდაიცვალა | 29 მაისი, 1970 წელი |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი[1] [2] |
ეროვნება | ამერიკელი |
სფერო | ქანდაკება |
მიმდინარეობა | პოსტმინიმალიზმი |
ჟანრი | მინიმალიზმი და აბსტრაქციონიზმი[2] |
პარტნიორები | ტომ დოილი |
1936 წლის 11 იანვარს ჰესე დაიბადა გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში, ებრაელების ოჯახში. [3] როდესაც ჰესე ორი წლის იყო, მისმა მშობლებმა, ნაცისტური გერმანიიდან გაქცევის იმედით, თავის უფროს დასთან, ჰელენ ჰესე ჩარაშთან ერთად ნიდერლანდებში გაგზავნეს.
თითქმის ექვსი თვის განცალკევების შემდეგ, გაერთიანებული ოჯახი, საცხოვრებლად ჯერ ინგლისში გადავიდა და შემდეგ, 1939 წელს, ემიგრაციაში ნიუ-იორკში წავიდა. [4] 1944 წელს ჰესეს მშობლები დაშორდნენ; მამა, 1945 წელს ხელმეორედ დაქორწინდა, ხოლო დედამ 1946 წელს თავი მოიკლა. 1962 წელს ჰესე შეხვდა და დაქორწინდა მოქანდაკე, ტომ დოილთან (1928–2016); ისინი განქორწინდნენ 1966 წელს. [5]
1969 წლის ოქტომბერში ჰესეს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ერთი წლის განმავლობაში, სამი უშედეგო ოპერაციის შემდეგ, იგი 1970 წლის 29 მაისს გარდაიცვალა. 34 წლის ასაკში, ჰესეს გარდაცვალებასთან ერთად, დასრულდა მისი ხანმოკლე მაგრამ უაღრესად გავლენიანი კარიერა.[6]
16 წლის ასაკში, ჰესემ დაამთავრა ნიუ იორკის School of Industrial Art და 1952 წელს ჩაირიცხა Pratt Institute-ში, საიდანაც გაირიცხა ერთი წლის თავზე.[7] 18 წლის ასაკში, მან სტაჟირება გაიარა ჟურნალ Seventeen-ში. ამ პერიოდის განმავლობაში მან გაიარა სასწავლო კურსი სტუდენტთა სამხატვრო ლიგაში.[8] 1954—57 წლებში სწავლობდა Cooper Union-ში და 1959 წელს მიიღო იელის უნივერსიტეტის, ბაკალავრის ხარისხი. იელში ჰესეს ხელმძღვანელი იყო ჯოზეფ ალბერსი და მასზე დიდ გავლენას ახდენდა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი. [9] [10]
იელის შემდეგ, ჰესე დაბრუნდა ნიუ–იორკში [11], სადაც იგი დაუმეგობრდა ბევრ სხვა ახალგაზრდა მინიმალისტ მხატვარს, მათ შორის იყვნენ სოლ ლევეტ, დონალდ ჯუდი, იაოი კუსამა და სხვები.[12] მისი მჭიდრო მეგობრობა სოლ ლევიტთან სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.[13] მათ ხშირი მიწერ-მოწერა ჰქონდათ ერთმანეთთან. ერთ-ერთი წერილი, რომელიც 1965 წელს, ლევიტმა ჰესეს მიწერა, სადაც ის ახალგაზრდა ევას ურჩევს, რომ შეწყვიტოს ფიქრი, უბრალოდ ადგეს და საქმე გააკეთოს, გახდა საკმაოდ ცნობილი და ის ბენედიქტ კამბერბეჩმა, ღონისძიებაზე Letters Live, წაიკითხა.[14]
მეთოდი, მასალა და პროცესი
ჰესეს ადრეულ ნამუშევრებს (1960–65), ძირითადად აბსტრაქტული ნახატები და ფერწერა შეადგენდა. [7] ეს ნამუშევრები მიჩნეულია მისი ძირითადი ნამუშევრების, ქანდაკებების წინა ეტაპად, და ამიტომ ნაკლებად ცნობილია. თუმცა, ნახატების უმეტესი ნაწილი მან შექმნა, როგორც ცალკეული ნაშრომი. მისი თქმით, "ნამუშევრები დაკავშირებულები იყვნენ ჩემთან, რადგან ისინი მე შევქმენი, მაგრამ ისინი, ერთი მეორეს არ ავსებენ. [15]
მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს ევა ჰესეს ქანდაკებები. მინაბოჭკოვანი ქანდაკებების გამოკლებით, მისი ნამუშევრების, უმეტესობა დაძველდა. მათი შენარჩუნება კონსერვატორებს უზარმაზარი გამოწვევის წინაშე აყენებს.
ზოგიერთ შემთხვევაში, ნამუშევარები გამოფენამდე ვერ აღწევს და ზიანდება. მაგალითად, Sans III–ის გამოფენა შეუძლებელია, რადგან ლატექსის ყუთები თავისით დეფორმირდა და დაიმსხვრა. ჰესეს ახლო მეგობარი სოლ ლევეტი ამტკიცებდა, რომ გადასადგმელი იყო აქტიური ნაბიჯები კონსერვაციისთვის: "მას სურდა, რომ მის ნამუშევრბს ეარსებათ... რა თქმა უნდა, იგი მოიმოქმედებდა რამეს და არ შეეგუებოდა ნამუშევრების დაძველებას და განადგურებას"[16] ლევიტის მოსაზრებას ჰესეს ბევრი სხვა მეგობარი და კოლეგა მხარს უჭერს, თუმცა ჰესეს მიერ ნამუშევრებისთვის მასალის შერჩევა და პროცესის წარმართვა ეწინააღმდეგება განზრახვას, რომ ამ ნამუშევრებმა სამუდამოდ უნდა იარსებონ. კოლექციონერებზე ფიქრისას, მან ერთხელ დაწერა: "თავს ცოტა დამნაშავედ ვგრძნობ, როდესაც ვიგებ რომ ხალხს ჩემი ნამუშევრების შეძენა სურს. ვფიქრობ, რომ მათ ეს იციან, თუმცა მე მინდა მათ მივწერო წერილი, რომ ეს ნამუშევარი სამუდამოდ არ იარსებებს. დარწმუნებული არ ვარ, რას ნიშნავს ეს სამუდამოდ არსებობა ჩემთვის. ჩემი ნაწილი გრძნობს, რომ ეს სამუდამოება ზედმეტია და თუ მე მჭირდება რეზინის გამოყენება, ის უნდა გამოვიყენო, ეს უფრო მნიშვნელოვანია. ცხოვრება არ გრძელდება; ხელოვნება არ არის სამუდამო."[17]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.