From Wikipedia, the free encyclopedia
დინო ძოფი (იტალ. Dino Zoff; დ. 28 თებერვალი, 1942, მარიანო დელ ფრიული, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1970 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და 1968 წლის ევროპის ჩემპიონი იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1974 და 1978 წლების მსოფლიო ჩემპიონატების, ასევე, 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მეკარედ. იგი ერთადერთი ფეხბურთელია ვინც, ნაკრების კაპიტნის რანგში შეძლო არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, არამედ ტურნირის საუკეთესო მეკარის ტიტულის მოპოვება — 40 წლის, 4 თვის და 13 დღის ასაკში. ამასთან, ერთადერთი იტალიელი ფეხბურთელია, ვისაც მოგებული აქვს როგორც მსოფლიო, ასევე, ევროპის ჩემპიონატი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 41-ე ადგილზე დასახელდა.[1][2][3][4][5][6][7][8]
დინო ძოფი 1972 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დინო ძოფი | ||
დაბადების თარიღი | 28 თებერვალი, 1942 | ||
დაბადების ადგილი |
მარიანო დელ ფრიული, იტალია | ||
სიმაღლე | 185 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1961–1963 | უდინეზე | 38 | (0) |
1963–1967 | მანტოვა | 131 | (0) |
1967–1972 | ნაპოლი | 143 | (0) |
1972–1983 | იუვენტუსი | 330 | (0) |
სულ | 642 | (0) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1968–1983 | იტალია | 112 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1988–1990 | იუვენტუსი | ||
1990–1994 | ლაციო | ||
1996–1997 | ლაციო | ||
1998–2000 | იტალია | ||
2001 | ლაციო | ||
2005–2006 | ფიორენტინა | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.