სოფელი საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში. From Wikipedia, the free encyclopedia
გელათი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში (კურსების თემი). მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, ოკრიბის ქვაბულში, მდინარე წყალწითელას მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 400 მეტრი, ტყიბულიდან 33 კილომეტრი. სოფელში არის საექიმო ამბულატორია და საჯარო სკოლა.[2] სოფელში არის რკინიგზის სადგური რიონი-ტყიბულის ხაზზე.
სოფელი | |
---|---|
გელათი | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
თემი | კურსები |
კოორდინატები | 42°17′49″ ჩ. გ. 42°46′03″ ა. გ. |
დაარსდა | 1106 |
პირველი ხსენება | XII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 400 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 408[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 408 ადამიანი.
სოფელში ადამიანი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყო დასახლებული. 1106 წელს დავით აღმაშენებლის ბრძანებით სოფლის ტერიტორიაზე აშენდა გელათის მონასტერი, რომელიც 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იყო ბაგრატის ტაძართან ერთად, ხოლო 2011 წლიდან საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაშია შესული. მონასტერთან მოქმედებდა გელათის აკადემია, რომელიც ასევე 1106 წელს დაარსდა. გელათის მონასტერი XVI-XIX საუკუნეებში გელათის საეპისკოპოსოს ცენტრი იყო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.