U2-ს ალბომი From Wikipedia, the free encyclopedia
The Joshua Tree — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს მეხუთე სტუდიური ალბომი. მისი პროდიუსერები არიან ბრაიან ინო და დენიელ ლანუა. ალბომი გამოიცა 1987 წლის 9 მარტს, ლეიბლზე Island Records. The Unforgettable Fire-ის ემბიენტურ ექსპერიმენტებთან შედარებით, ამ ალბომზე ჯგუფმა უფრო მტკიცე მიმართულება აიღო და სიმღერების შეზღუდულ სტრუქტურებს იყენებდა. ალბომზე გავლენა იქონია ამერიკულმა მუსიკამ და ირლანდიურმა ხალხურმა მელოდიებმა. მასში ასახულია ჯგუფის ამერიკისადმი დადებითი და უარყოფითი გრძნობები, სადაც სოციალური და პოლიტიკური თემატიკის ტექსტები სულიერს ერწყმის.
The Joshua Tree | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 9 მარტი, 1987 | |||
ჩაიწერა | იანვარი 1986 – იანვარი 1987, ირლანდია | |||
სტუდია |
| |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა | 50:11 | |||
ლეიბლი | Island | |||
პროდიუსერი | დენიელ ლანუა, ბრაიან ინო | |||
U2 — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან The Joshua Tree | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | |
The Austin Chronicle | [1] |
Chicago Sun-Times | [2] |
რობერტ კრისტგოუ | B[3] |
Houston Chronicle | |
The New Zealand Herald | |
NME | 8/10 (2007)[4] |
Orlando Sentinel | |
Q | |
Rolling Stone | (2007)[5] |
ამერიკული ტურნეთი, ლიტერატურითა და პოლიტიკით შთაგონებით, U2-მ ამერიკა აქცია ჩანაწერის მთავარ თემად. ჩაწერა 1986 წლის იანვარში, ირლანდიაში დაიწყო. უფრო მშვიდი და შემოქმედებითი ატმოსფერის ჩამოსაყალიბებლად ჯგუფი ორ სახლში განლაგდა და ორ დამატებით პროფესიონალურ სტუდიაში. სესიების მსვლელობისას რამდენიმე მოვლენამ იქონია გავლენა ალბომის იდეებზე, მათ შორის ჯგუფის მონაწილეობამ ტურნეში A Conspiracy of Hope, როუდ-მენეჯერ გრეგ კეროლის გარდაცვალებამ და ვოკალისტ ბონოს მოგზაურობამ ცენტრალურ ამერიკაში. ჩანაწერი დასრულებული იქნა 1986 წლის ნოემბერში. დამატებითი სამუშაოები გაგრძელდა 1987 წლის იანვრამდე. სესიების მსვლელობისას U2-მ ჩანაწერს შესძინა ერთგვარი კინემატოგრაფიული განწყობა, რომელსაც მსმენელში უნდა გაეღვიძებინა წარმოდგენები ამერიკის გაშლილ სივრცეებზე. ამას ხაზი გაუსვა ალბომის გარეკანის გაფორმებამ, ფოტოსურათებმა, გადაღებულმა ამერიკის უდაბნოებში.
The Joshua Tree-მ კრიტიკოსთა აღიარები დაიმსახურა, მოხვდა 20-ზე მეტი ქვეყნის ჩარტების სათავეებში და გაყიდული იქნა რეკორდული რაოდენობით. Rolling Stone-ის თანახმად, მან ჯგუფის სტატუსი გმირებიდან სუპერვარსკვლავებამდე გაზარდა. მასში შეტანილია სიმღერები, ქცეული ჰიტებად - "With or Without You", "I Still Haven't Found What I'm Looking For" და "Where the Streets Have No Name". ალბომმა 1988 წელს მიიღო გრემი წლის ალბომისა და ვოკალის თანხლებით დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო როკ-შესრულებისთვის. ჯგუფმა ჩანაწერის მხარდასაჭერად 1987 წელს გამართა ტურნე Joshua Tree Tour. კრიტიკოსების მიერ შედგენილ როკ-მუსიკის უდიდესი ჩანაწერების სიებში მოხვედრილი The Joshua Tree არის ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი ალბომი. სულ მისი 25 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. 2007 წელს, ოცწლიანი იუბილეს აღსანიშნავად გამოვიდა მისი საიუბილეო გამოცემაც.
დისკის The Unforgettable Fire ჩაწერის შემდეგ კოლექტივი მთლიანად გადაეშვა ამერიკულ ბლუზში, ქანთრი მუსიკაში და გოსპელში. ამან თავისი გავლენა იქონია მომავალ ალბომზე. ბობ დილანის, ვენ მორისონისა და კით რიჩარდსის შემოქმედების გავლენით ჯგუფი დაუბრუნდა როკ-მუსიკის დესვებს, ხოლო ბონომ აქცენტი გააკეთა ტექსტებზე.
1986 წელს, დისკის ჩაწერის პერიოდში ჯგუფი გამოვიდა საქველმოქმედო ტურის A Conspiracy of Hope ფარგლებში, რომელიც ორგანიზაციის საერთაშორისო ამნისტია მიერ იყო მოწყობილი . სალ სალვადორისა და ნიკარაგუას მონახულების შემდეგ იქაური კონფლიქტების შესახებ დაიწერა სიმღერები „Bullet the Blue Sky“ და „Mothers of the Disappeared“.
ამერიკისადმი სიმპატიების პარალელურად, ჯგუფი უკმაყოფილებას გამოხატავდა რონალდ რეიგანის პოლიტიკით. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ შემდეგი სტუდიური დისკის გავლენად იქცა უფრო ქვეყნის გეოგრაფიული ნაწილი, ვიდრე მოსახლეობა. მუსიკალურად აქ ყველაზე მეტი გავლენა ბლუზის მხრიდან იქცევა.
დისკის პირველი სინგლი იყო „With or Without You“, რომელიც U2-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნომერია.
ალბომის გარეკანზე გამოყენილი ფოტოსურათები გადაღებული ანტონ კორბეინის მიერ.
The Joshua Tree გამოსვლისთანავე აღიქვეს, როგორც ამერიკისადმი მიძღვნა. იგი მოექცა ბრიტანული და ამერიკული ჩარტების სათავეში. მას ხშირად უწოდებენ საუკეთესო როკ-ალბომს მუსიკის ისტორიაში. საკონცერტო ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ ყველა შოუზე დასასწრები ბილეთი იქნა გაყიდული და იგი იმ დროისათვის იქცა ყველაზე მასშტაბურ ტურნედ.
The Joshua Tree-მ ჯგუფს მოუტანა ორი გრემი - წლის ალბომისთვის და როკ-შესრულებისათვის ჯგუფისა თუ დუეტის სახით. 1989 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნი იგი დაასახელა #3 ადგილის მფლობელად 80-იანების 100 საუკეთესო ალბომის სიაში.
დისკი გაიყიდა 11 მილიონი ასლის სახით მხოლოდ აშშ-ში.
ალბომიდან ყველაში ქვეყანაში სინგლების სახით გამოვიდა With or Without You, I Still Haven't Found What I'm Looking For და Where the Streets Have No Name. დამატებითი სინგლების სახით, აშშ-შჳ გამოიცა In God's Country, ხოლო ახალ ზელანდიაში - One Tree Hill. Red Hill Mining Town ასევე გამოიცა სინგლის სახით ჯგუფის საკონცერტო ტურნეს დროს, მაგრამ ტურნეზე არ შესრულებულა.
ყველა ტექსტის ავტორი — ბონო; მუსიკა — U2.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Where the Streets Have No Name“ | 5:38 |
2. | „I Still Haven't Found What I'm Looking For“ | 4:38 |
3. | „With or Without You“ | 4:56 |
4. | „Bullet the Blue Sky“ | 4:32 |
5. | „Running to Stand Still“ | 4:18 |
6. | „Red Hill Mining Town“ | 4:54 |
7. | „In God's Country“ | 2:57 |
8. | „Trip Through Your Wires“ | 3:33 |
9. | „One Tree Hill“ | 5:23 |
10. | „Exit“ | 4:13 |
11. | „Mothers of the Disappeared“ | 5:12 |
საერთო ხანგრძლივობა: | 50:11 |
ოცწლიანი იუბილეს აღსანიშნავი რემასტერი - დელუქს-გამოცემა/ბოქს-სეტი - დამატებითი CD | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | პროდიუსერ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Luminous Times (Hold on to Love)“ (B-მხარე სინგლიდან With or Without You) | U2, ინო | დენიელ ლანუა, ბრაიან ინო, U2 | 4:35 |
2. | „Walk to the Water“ (B-მხარე სინგლიდან With or Without You) | U2 | ლანუა, ინო, U2 | 4:49 |
3. | „Spanish Eyes“ (B-მხარე სინგლიდან I Still Haven't Found What I'm Looking For) | U2 | U2 | 3:16 |
4. | „Deep in the Heart“ (B-მხარე სინგლიდან I Still Haven't Found What I'm Looking For) | U2 | U2 | 4:31 |
5. | „Silver and Gold“ (B-მხარე სინგლიდან Where the Streets Have No Name) | ბონო | U2, ლანუა, ინო | 4:38 |
6. | „Sweetest Thing“ (B-მხარე სინგლიდან Where the Streets Have No Name) | U2 | U2, ლანუა, ინო | 3:05 |
7. | „Race Against Time“ (B-მხარე სინგლიდან Where the Streets Have No Name) | U2 | U2, ლანუა, ინო | 4:03 |
8. | „Where the Streets Have No Name“ (სინგლის ვერსია) | A-გვერდი სინგლიდან Where the Streets Have No Name | 4:50 | |
9. | „Silver and Gold“ (Sun City) | ალბომიდან Sun City | 4:43 | |
10. | „Beautiful Ghost/Introduction to Songs of Experience“ | კრებულიდან Unreleased & Rare | 3:56 | |
11. | „Wave of Sorrow (Birdland)“ | დაუმთავრებელი დემო ალბომის The Joshua Tree სესიებიდან. დასრულებული იქნა 2007 წელს. | 4:06 | |
12. | „Desert of Our Love“ | დემო ალბომის The Joshua Tree ჩაწერიდან | 4:59 | |
13. | „Rise Up“ | დემო ალბომის The Joshua Tree ჩაწერიდან | 4:08 | |
14. | „Drunk Chicken/America“ | დემო ალბომის The Joshua Tree ჩაწერიდან | 1:31 | |
საერთო ხანგრძლივობა: | 57:10 |
30-წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემა - დელუქს/სუპერ დელუქს გამოცემა - The Joshua Tree Live at Madison Square Garden – 28 სექტემბერი 1987 (CD 2) | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Where the Streets Have No Name“ | |
2. | „I Will Follow“ | |
3. | „Trip Through Your Wires“ | |
4. | „I Still Haven't Found What I'm Looking For“ | |
5. | „MLK“ | |
6. | „Bullet the Blue Sky“ | |
7. | „Running to Stand Still“ | |
8. | „In God's Country“ | |
9. | „Sunday Bloody Sunday“ | |
10. | „Exit“ | |
11. | „October“ | |
12. | „New Year's Day“ | |
13. | „Pride (In the Name of Love)“ | |
14. | „With or Without You“ | |
15. | „Party Girl“ | |
16. | „I Still Haven't Found What I'm Looking For“ (Choir Version) | |
17. | „40“ |
30-წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემა - დელუქს/სუპერ დელუქს გამოცემა - რემიქსები (CD 3) | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „One Tree Hill“ (St Francis Hotel Remix) | |
2. | „Bullet the Blue Sky“ (ჯეკნაიფ ლის მიქსი) | |
3. | „Running to Stand Still“ (დენიელ ლანუას რემიქსი) | |
4. | „Red Hill Mining Town“ (სტივ ლილიუაიტის 2017 წლის რემიქსი) | |
5. | „With or Without You“ (დენიელ ლანუას რემიქსი) | |
6. | „Where the Streets Have No Name“ (Flood-ის რემიქსი) |
30-წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემა - დელუქს/სუპერ დელუქს გამოცემა - B-მხარეები და გამოუცემელი სიმღერები (CD 4) | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | პროდიუსერი | ხანგრძლივობა |
1. | „Luminous Times (Hold on to Love)“ | U2, ინო | დენიელ ლანუა, ბრაიან ინო, U2 | 4:35 |
2. | „Walk to the Water“ | U2 | ლანუა, ინო, U2 | 4:49 |
3. | „Spanish Eyes“ | U2 | U2 | 3:16 |
4. | „Deep in the Heart“ | U2 | U2 | 4:31 |
5. | „Silver and Gold“ | ბონო | U2 | 4:38 |
6. | „Sweetest Thing“ | U2 | U2 და ლანუა, ინო | 3:05 |
7. | „Race Against Time“ | U2 | U2 და ლანუა, ინო | 4:03 |
8. | „I Still Haven't Found What I'm Looking For“ (ლილიუაიტის 1987 წლის ალტერნატიული მიქსი) | U2 | 4:15 | |
9. | „One Tree Hill Reprise“ (ბრაიან ინოს 2017 წლის მიქსი) | U2 | 2:10 | |
10. | „Silver and Gold“ (Sun City) | ბონო | ლიტლ სტივენი, ართურ ბეიკერი | 4:42 |
11. | „Beautiful Ghost/Introduction to Songs of Experience“ | U2, უილიამ ბლეიკი | U2 | 3:56 |
12. | „Wave of Sorrow (Birdland)“ | U2 | ლანუა, ინო | 4:06 |
13. | „Desert of Our Love“ | U2 | ლანუა, ინო | 4:59 |
14. | „Rise Up“ | U2 | ლანუა, ინო | 4:08 |
15. | „Drunk Chicken/America“ | U2, ალენ გინზბერგი | ლანუა, ინო | 1:31 |
საერთო ხანგრძლივობა: | 58:45 |
ყოველკვირეული ჩარტები
|
წლის საბოლოო ჩარტები
ათწლეულის საბოლოო ჩარტი
|
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
არგენტინა (CAPIF)[23] | პლატინა | 60 000x |
ავსტრალია (ARIA)[24] | 5× პლატინა | 350 000^ |
ავსტრია (IFPI Austria)[25] | 3× ოქრო | 75 000x |
კანადა (Music Canada)[26] | ალმასი | 1 000 000^ |
ფინეთი (Musiikkituottajat)[27] | ოქრო | 27,965[27] |
საფრანგეთი (SNEP)[28] | 2× პლატინა | 600 000* |
გერმანია (BVMI)[29] | 2× პლატინა | 1 000 000^ |
იტალია (FIMI)[24] | 9× პლატინა | 900 000* |
ახალი ზელანდია (RMNZ)[30] | 14× პლატინა | 210 000^ |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[31] | 8× პლატინა | 2,800,000[32] |
აშშ (RIAA)[33] | ალმასი | 10 000 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
*ოცწლიანი იუბილეს აღსანიშნავმა გამოცემამ ბრიტანეთში მიიღო ვერცხლის დამატებითი სტატუსი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.