From Wikipedia, the free encyclopedia
Shine On (ქართ. ანათე) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომების ბოქს-სეტი, რომელიც გამოვიდა 1992 წელს. მასში შეტანილია ჯგუფის სტუდიური ალბომები, 1968-1987 წლამდე. ყველა ჩანაწერი იქნა ციფრულად აღდგენილი.
Shine On | ||||
---|---|---|---|---|
ბოქს-სეტი — | ||||
გამოცემის თარიღი | 24 ნოემბერი, 1992 | |||
ჩაიწერა | 1967–1987 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, ფსიქოდელიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 6:20:15 | |||
ლეიბლი | EMI | |||
პროდიუსერი |
| |||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
|
ყუთში არ არის შეტანილი ალბომები: The Piper at the Gates of Dawn, More, Ummagumma, Obscured by Clouds, Atom Heart Mother და The Final Cut. ამან გამოიწვია მოყვარულთა უკმაყოფილება. თავად დისკები კი, ერთად შეტყუპების შემდეგ წარმოადგენენ ცნობილ პრიზმას ალბომიდან The Dark Side of the Moon
ყუთს თან ახლავს წიგნი ჯგუფის კარიერის მიმოხილვით და მრავალი საინტერესო ფოტოსურათით.
The Early Singles გამოვიდა 1992 წელს,Shine On-თან ერთად. ეს არის ჯგუფის პირველი ხუთი სინგლისგან შემდგარი დისკი. სინგლები აღსანიშნავია იმით, რომ მათ შემდეგ ბრიტანეთში 1979 წლამდე „პინკ ფლოიდს“ არცერთი სინგლი არ ჰქონდა გამოცემული.
კომპოზიციების „The Scarecrow“ (ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn) და „Careful with That Axe, Eugene“ გარდა (ამ უკანასკნელის საკონცერტო ვერსია შეტანილია დისკში Ummagumma) მანამდე თითქმის არცერთი სიმღერა არ გამოცემულა სხვა ალბომებზე. გამონაკლისია ალბომებში Relics და Works შეტანილი სინგლები.
კომპილაციის გამოსვლამდე სიმღერები „Apples and Oranges“ და „Point Me at the Sky“ აშშ-ში არ გამოცემულა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.