Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
„Careful with That Axe, Eugene“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ინსტრუმენტული იმპროვიზაციული კომპოზიცია[1], გამოცემული სინგლზე „Point Me at the Sky“. იგი აგრეთვე შეტანილია ჯგუფის კრებულში Relics. მისი საკონცერტო ვერსიები ჟღერს ალბომში Ummagumma და ფილმში Pink Floyd: Live at Pompeii. კომპოზიციის კიდევ ერთი ვერსია, „Come in Number 51, Your Time Is Up“, შეტანილია მიქელანჯელო ანტონიონის ფილმში „ზაბრისკი პოინტი“ და მის საუნდტრეკში.[2]
„Careful with That Axe, Eugene“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — პინკ ფლოიდი | ||||
A-მხარე | Point Me at the Sky | |||
გამოსვლის თარიღი | 17 დეკემბერი 1968 | |||
ჩაიწერა | 4 ნოემბერი 1968 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, პროგრესული როკი, სპეის როკი | |||
ხანგრძლივობა |
5:45 (სინგლის ვერსია) 8:49 (Ummagumma-ს საკონცერტო ვერსია) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia (EMI) (ბრიტანეთი) | |||
ავტორ(ებ)ი |
დეივიდ გილმორი როჯერ უოტერსი რიჩარდ რაიტი ნიკ მეისონი | |||
პროდიუსერი | ნორმან სმითი | |||
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
კომპოზიციის მუსიკალური ნაწილი ეფუძნება მსუბუქ, ორგანზე აგებულ ჯემს და ბას-გიტარის თანმხლებ პარტიას, რომელიც მონოტონურია. სიმღერას ტექსტი არ აქვს, თუმცა როჯერ უოტერსი ჩურჩულებს მის სათაურს, რასაც მოჰყვება მისივე კივილი, Candy and a Currant Bun-ის მსგავსი. მუსიკა უფრო და უფრო ხმაურიან ტონს იძენს, შემდეგ კი თანდათან მშვიდდება. დაძაბული სექციების დროს დეივიდ გილმორის გიტარა და სკეტ-ვოკალი ჟღერს. კონცერტების დროს ამ ნაწილს დეივიდი ვოკალურად გიტარასთან უნისონში ასრულებდა.
ფილმისთვის „ზაბრისკი პოინტი“ კომპოზიციას გადაერქვა სახელწოდება და ეწოდა „Come In Number 51, Your Time Is Up“. მას დაემატა ბევრი ჩურჩული და გუნდის ვოკალები. ძირითად ვოკალებს ამ ვერსიაში ასრულებენ დეივიდ გილმორი და როჯერ უოტერსი, ხოლო უოტერსის კივილი შესამჩნევად ხმამაღალია. თუკი ორიგინალური ვერსია რე მინორში სრულდებოდა, ეს ვერსია მი მინორში სრულდება. ფილმში იგი ჟღერს ფინალური სცენის დროს, როდესაც შენელებული მოძრაობით არის ნაჩვენები დიდი აფეთქება.
ჯგუფი კომპოზიციას ასრულებდა 1968-1973 წლების ყველა კონცერტზე, ერთხელ კი 1977 წელსაც შეასრულა. ადრეული ვერსიის წარდგენა შედგა 1968 წლის 31 მაისს, სათაურით „Keep Smiling People“. სათაურით „Murderistic Woman“ კომპოზიცია ჯონ პილის გადაცემაში Top Gear, 1968 წლის 11 აგვისტოს გადაიცა, ხოლო ჩაიწერა მანამდე, BBC-ს სტუდიაში Piccadilly, 1968 წლის 25 ივნისს.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.