The Nile Song

From Wikipedia, the free encyclopedia

The Nile Song

The Nile Song“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა და სინგლი, რომელიც გამოვიდა ევროპაში 1969 წელს. იგი ჩაიწერა იმავე წლის მარტის სტუდიური სესიების დროს და ჟღერს რეჟისორ ბარბეტ შროდერის ფილმში „მეტი“. კომპოზიცია აგრეთვე შეტანილია ალბომში More.[2][3] მსმენელები თანხმდებიან, რომ ეს არის ჯგუფის ცდა მძიმე როკის ჟანრში[1]. სიმღერის ავტორია როჯერ უოტერსი. ეს ერთ-ერთია იმ სიმღერებიდან, რომლებშიც არ არის გამოყენებული კლავიშებიანი საკრავები. „Ibiza Bar“ იმავე ალბომიდან იგივე ტიპის სიმღერაა.

სწრაფი ფაქტები სინგლი — პინკ ფლოიდი, ალბომიდან More ...
დახურვა

სხვა ვერსიები

„The Nile Song“-ის საკუთარი ვერსია შეასრულა ჯგუფმა Necros. იგი შეტანილია მათ 1986 წლის ალბომში Tangled Up. აგრეთვე იგი შეასრულა ჯგუფმა Dreadnaught (2002 წლის EP One Piece Missing) და Voivod-მა, 1993 წლის ალბომში The Outer Limits.

პერსონალი

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.