From Wikipedia, the free encyclopedia
„Up the Khyber“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი არის რიგით მეოთხე კომპოზიცია 1969 წლის ალბომზე More.[1][2]
„Up the Khyber“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან More | ||||
გამომცემელი | Lupus Music Co. Ltd | |||
გამოსვლის თარიღი |
13 ივნისი 1969 (ბრიტანეთი) 9 აგვისტო 1969 (აშშ) | |||
ჩაიწერა | მარტი 1969 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, ექსპერიმენტული როკი, ინსტრუმენტული როკი, ჯემ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 2:12 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
EMI Columbia (ბრიტანეთი) Tower (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
More – სიმღერები | ||||
|
კომპოზიცია წარმოადგენს ვრცელ სოლოს დასარტყმელ საკრავებზე, ფორტეპიანოზე დაძაბული და ორგანზე აკვიატებული შესრულებით და ფირის არატიპიური ეფექტებით. იგი გრძელდება დაახლოებით 2 წუთს და 12 წამს. ეს არის პინკ ფლოიდის ერთადერთი სიმღერა, რომლის ავტორებად მითითებულები არიან მხოლოდ მეისონი/რაიტი.
კომპოზიციის სახელწოდება ერთგვარი ხუმრობაა, ვინაიდან Khyber კოკნის რითმული სლენგის ნაწილია, სადაც ხაიბერის გასასვლელი დუნდულს ნიშნავს.[3]
სიმღერა სრულდებოდა ცოცხლად ოდნავ შეცვლილი ფორმით The Man and The Journey-ის ფარგლებში, სადაც „Doing It“ ეწოდებოდა. იგი აგრეთვე სრულდებოდა „Interstellar Overdrive“-ის ნაწილის სახით.
„Up the Khyber“ შეადგენდა „Doing It“-ის ნაწილს. სხვა მსგავსი კომპოზიციებია „Syncopated Pandemonium“, „The Grand Vizier's Garden Party (Entertainment)“, „Party Sequence“ და „Skins“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.