From Wikipedia, the free encyclopedia
„Apples and Oranges“ (ქართ. ვაშლები და ფორთოხლები) — ინგლისურ როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მესამე ბრიტანული და უკანასკნელი სინგლი, რომელიც სიდ ბარეტმა დაწერა.
„Apples And Oranges“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Early Singles | ||||
B-მხარე | Paint Box | |||
გამოსვლის თარიღი | 18 ნოემბერი, 1967 | |||
ჩაიწერა | ოქტომბერი, 1967 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:08 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia (EMI) (ბრიტანეთი) | |||
პროდიუსერი | ნორმან სმითი | |||
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
An Introduction to Syd Barrett — სიმღერების სია | ||||
|
სინგლის B-გვერდზე იყო რიჩარდ რაიტის დაწერილი „Paint Box“. სიმღერა არის გოგოს შესახებ, რომელსაც მთხრობელი ხვდება სუპერმარკეტში. ეს არის ერთ-ერთი პინკ ფლოიდის ცოტაოდენი სიმღერიდან, რომლებიც უშუალოდ სიყვარულს ეხება.
ეს იყო ჯგუფის პირველი სინგლი, რომელიც ვერ მოხვდა ბრიტანულ ჩარტებში და მათმა ამერიკულმა ლეიბლმა Tower Records-მა სანაცვლოდ გამოსცა სინგლი „Flaming“/„The Gnome“, რომელიც მხოლოდ აშშ-ში გამოვიდა. „Apples and Oranges“-ის წარუმატებლობას ხშირად ასახელებენ 1967 წელს ბარეტის მზარდი ფსიქიკური არასტაბილურობის ერთ-ერთ მიზეზად. უოტერსი სინგლის გაყიდვების დაბალ მაჩვენებელს აბრალებდა ნორმან სმითს:„Apples and Oranges გაანადგურა წარმოებამ. ეს ძალიან კარგი სიმღერაა.“[1]
სინგლის ორივე მხარე დამუშავებული იყო სტერეოსთვის, მაგრამ Columbia-მ არჩია მონო ვერსიების გამოშვება, რადგან იმ დროისთვის სტერეო სინგლები ბრიტანეთში არ ითვლებოდა სტანდარტად. Apples and Oranges-ის მონო ვერსია განსხვავდება სტერეოსაგან, ეს უკანასკნელი შეიცავს დამატებით დაუმუშავებელ მასალას. Paintbox-ის სტერეო ვერსია პირველად გამოჩნდა 1971 წლის კრებულში Relics. ორივე სიმღერის სტერეო ვერსია კი გამოჩნდა 1974 წლის კრებულში Masters of Rock. დანარჩენი ოთხი ადრეული ბრიტანული სინგლი თავიდანვე მონოს სახით ჩაიწერა. „Arnold Layne“, „See Emily Play“, „It Would Be So Nice“, და „Point Me at the Sky“ არსებობს მხოლოდ მონოს ან ყალბი სტერეოს სახით, ხოლო „Julia Dream“ და სავარაუდოდ „Careful With That Axe, Eugene“ მოგვიანებით გადაამუშავეს სტერეოდ, Relics-ზე შესატანად. Apples and Oranges-ის მონო და სტერეო ვერსიები და „Paintbox“-ის მონო ვერსია შეტანილია The Piper at the Gates of Dawn-ის 40-ე საიუბილეო გამოცემაში.
პინკ ფლოიდმა, ბარეტთან ერთად, თავის პირველ ამერიკულ სატელევიზიო გამოსვლაზე, გადაცემაში American Bandstand, შეასრულა ეს სიმღერა ფონოგრამით. ბარეტის დევიდ გილმორით ჩანაცვლების შემდეგ, ჯგუფმა გადაიღო პრომო კლიპი ბელგიაში, ხილეულის მაღაზიაში, სადაც უოტერსი ვოკალური ნაწილის შესრულებას განასახიერებს.
„ეს მხიარული სიმღერაა და მას გარკვეული შეხება აქვს შობასთან. სიმღერა არის გოგოზე, რომელიც მე დავინახე რიჩმონდში, ქალაქში სეირნობისას“ | |
(სიდ ბარეტი[2]) |
.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.