პინკ ფლოიდის სიმღერა From Wikipedia, the free encyclopedia
„Outside the Wall“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი შეტანილია 1979 წლის ალბომში The Wall[1][2]. სიმღერის ავტორია როჯერ უოტერსი.
„Outside the Wall“ | ||
---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||
ალბომიდან The Wall | ||
გამოსვლის თარიღი |
30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი) 8 დეკემბერი 1979 (აშშ) | |
ჩაიწერა | აპრილი - ნოემბერი 1979 | |
ჟანრი | არტ-როკი, პროგრესული როკი | |
ხანგრძლივობა | 1:41 | |
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest Records (ბრიტანეთი) Columbia Records/Capitol Records (აშშ) | |
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი, როჯერ უოტერსი | |
The Wall – სიმღერები | ||
The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით.
ალბომის სხვა სიმღერებისგან განსხვავებით, აქ პინკი არ არის ცენტრალური პერსონაჟი. საუბარია იმაზე, რომ კედელი დაინგრა და განიხილება აზრი იმის შესახებ, რომ მრავალ ადამიანს აქვს სოციალური ბარიერი და ეს მოვლენა განმეორბადია. იმ დროს, როდესაც ერთი პიროვნება უბრუნდება საზოგადოებას, მეორე მას ტოვებს.
სიმღერაში კიდევ ერთხელ არის ნახსენები „ნაზი გულები“ (The Bleeding Hearts). მნიშვნელოვანია, რომ როჯერი საკუთარ 1986-1987 წლების სესიურ და ტურნეს ბენდს უწოდებდა The Bleeding Heart Band. სწორედ ამ შემადგენლობით ჩაიწერა საუნდტრეკი „When the Wind Blows“ და ალბომი Radio K.A.O.S..
სიმღერის ბოლოს ჟღერს ფრაზა, რომელიც უერთდება ალბომის პირველ კომპოზიციას „In the Flesh?“. იგივე შეიძლება ითქვას საბოლოო წყვეტილ მელოდიაზე. 8 ფირიან აუდიოკარტრიჯზე, რომელიც ავტომატურად უკრავდა პირველ სიმღერას, ფრაზა „Isn't This Where We Came In“ საერთოდ ამოვარდა.
ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ შეტანილია სიმღერის განსხვავებული ვერსია, ორკესტრის მონაწილეობით. მისი ერთ-ერთი სეგმენტი კომპოზიის „Southampton Dock“ მონაკვეთის აკორდებს იმეორებს. იგივე ვერსია ჟღერს The Wall Live In Berlin-ის ფინალში.
ცალკე აღსანიშნავია სიმღერის საკონცერტო ვერსია, რომელიც სრულდებოდა The Wall-ის ყველა შოუს მიწურულს, გარდა როჯერის კონცერტისა The Wall Live in Berlin (იგი ჩაანაცვლა ჯგუფურმა The Tide Is Turning (After Live Aid)-მა, რომელიც, უოტერსის, აზრით, უფრო დადებითი მუხტის მატარებელი იყო და უფრო მოერგო საერთო სანახაობას). როგორც წესი, ყოველი შოუს ბოლოს სცენაზე გამოდიოდა მთელი მონაწილე ბენდი. ყოველ მუსიკოსს ეკავა ინსტრუმენტი, რომელიც მის ძირითად ინსტრუმენტს არ წარმოადგენდა (მაგალითად, რიჩარდ რაიტს - აკორდეონი). შემდეგ ყველა გადიოდა სცენიდან, მაგრამ ოთხი ძირითადი მუსიკოსი ბრუნდებოდა და ემშვიდობებოდა მსმენელს, კედლის ნანგრევების ფონზე.
მსგავსი სახით სიმღერა სრულდებოდა როჯერის 2010-2013 წლების ტურნეს ფარგლებშიც. 2011 წლის 12 მაისს, მას შემდეგ, რაც უოტერსთან მოწვეულმა დევიდ გილმორმა შეასრულა მხოლოდ „Comfortably Numb“, როჯერმა იგი სცენაზე იხმო, ისევე როგორც ნიკ მეისონი (რომელიც ამ დროს დარბაზში იმყოფებოდა). დევიდი უკრავდა მომცრო ზომის გიტარაზე, ხოლო ნიკი - დაირაზე. მათ კიდევ ერთხელ შეასრულეს ეს ნომერი და მას შემდეგ, რაც სცენაზე მხოლოდ სამნი დარჩნენ, დაემშვიდობნენ მსმენელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.