პინკ ფლოიდის სიმღერა From Wikipedia, the free encyclopedia
„Nobody Home“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი შეტანილია 1979 წლის ორმაგ ალბომში The Wall.[1][2]
„Nobody Home“ | ||
---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||
ალბომიდან The Wall | ||
გამომცემელი | Pink Floyd Music Publishers Ltd | |
გამოსვლის თარიღი |
30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი) 8 დეკემბერი 1979 (აშშ) | |
ჩაიწერა | აპრილი-ნოემბერი 1979 | |
ჟანრი | პროგრესული როკი, არტ-როკი | |
ხანგრძლივობა | 3:26 | |
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest (ბრიტანეთი) Columbia (აშშ) | |
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი | |
The Wall – სიმღერები | ||
სიმღერაში პერსონაჟი პინკ ფლოიდი აღწერს გამოგონილი კედლის მიღმა განმარტოვების მდგომარეობას.[3] არავინ ჰყავს, რომ ესაუბროს და ირგვლივ მხოლოდ თავისი სამფლობელოა. სიმღერაში აღწერილია გრძნობა, რომელიც ჯგუფის ვოკალისტ, ბასისტ და სიმღერების ავტორ როჯერ უოტერსს დაეუფლა 1977 წლის ტურნეს დროს, როდესაც პინკ ფლოიდი კონცერტებს სტადიონებზე ატარებდა. გარდა ამისა, სიმღერაში არის მინიშნებები პინკ ფლოიდის ყოფილ წევრ სიდ ბარეტზე.[3] კომპოზიცია დაიწერა დევიდ გილმორის, როჯერ უოტერსის და თანაპროდიუსერ ბობ ეზრინის კამათის შემდეგ, როდესაც ეზრინმა და გილმორმა უოტერსს მოსთხოვეს სტუდიაში კიდევ ერთი სიმღერის მოტანა. ორი დღის შემდეგ როჯერმა „Nobody Home“ მოიტანა, რომელიც The Wall-ისთვის დაწერილი უკანასკნელი სიმღერა იყო. ალბომის 30 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად მომზადებულ გადაცემა In the Studio with Redbeard-ის სპეციალურ გამოშვებაში გილმორმა ახსენა, რომ "Nobody Home" ალბომზე მისი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო.
სიმღერაში უკანა ფონზე ჟღერს ფრაზები ამერიკული სიტკომიდან „Gomer Pyle, U.S.M.C.“[3], რაც კავშირშია სტრიქონთან:
I got thirteen channels of shit on the TV to choose from
მე მაქვს ასარჩევად 13 სულელური ტელეარხი
სიმღერის დიდი ნაწილი აღწერს სიდ ბარეტის შეშლილობას, რომელიც 1967 წელს დაიწყო.[3] დოკუმენტურ ფილმში Behind The Wall დევიდ გილმორი ამბობს, რომ იგი აღწერს ტურნეს დროს მრავალი როკ-მუსიკოსის მდგომარეობას. თუმცა აღსანიშნავია ტექსტი:
I got nicotine stains on my fingers
I got a silver spoon on a chain
Got a grand piano to prop up my mortal remains
ჩემს თითებზე ნიკოტინის ლაქებია
ვერცხლის კოვზი პატარა ჯაჭვზე მიკიდია
მე მაქვს როიალი, რათა ჩემი მკვდარი ნარჩენები შევაკავო
რაც, როგორც ამბობენ, ეხება პინკ ფლოიდის კლავიშისტ რიჩარდ რაიტს, რომელიც იმ პერიოდში კოკაინის მომხმარებელი იყო.[4]
სიმღერა მოულოდნელად მთავრდება უკანასკნელი სტრიქონებით:
I got a pair of Gohill's boots
and I've got, fading roots
მე „გოჰილზის“ ფეხსაცმლის წყვილი მაქვს
და ჩემი ფესვები ხმება...
პინკ ფლოიდის 1980-1981 და როჯერ უოტერსის 2010-2013 წლების ტურნეების (და კონცერტის The Wall Live in Berlin) დროს სცენაზე აგებულ კედელში ჩანდა სასტუმროს ნომერი, რომელშიც როჯერი (რომელიც პინკს განასახიერებდა) იჯდა და სატელევიზიო არხებს რთავდა.
კონცერტზე The Wall Live in Berlin შესრულებული ვერსია განსხვავდება ყველა დანარჩენისგან იმით, რომ მეორე სტროფთან ერთად კომპოზიციას დასარტყმელი საკრავების რიტმი დაემატა, ისევე, როგორც სოლო ელექტრონულ გიტარაზე.
აგრეთვე:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.