პინკ ფლოიდის სიმღერა From Wikipedia, the free encyclopedia
„Goodbye Blue Sky“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის რიგით მეშვიდე სიმღერა 1979 წლის კონცეპტუალური ალბომიდან The Wall. მისი ავტორია როჯერ უოტერსი.[1][2]
„Goodbye Blue Sky“ | ||
---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||
ალბომიდან The Wall | ||
გამოსვლის თარიღი |
30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი) 8 დეკემბერი 1979 (აშშ) | |
ჩაიწერა | აპრილი-ნოემბერი, 1979 | |
ჟანრი | პროგრესული როკი | |
ხანგრძლივობა | 2:45 | |
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest Records (ბრიტანეთი) Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ) | |
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი | |
The Wall – სიმღერები | ||
ამ სიმღერის შესავალში ჟღერს ჩიტების ხმები. ახლოვდება სამხედრო თვითმფრინავები, რაც იქცევს ბავშვის ყურადღებას (ჰარი უოტერსის ხმა). იგი წარმოთქვამს: Look mummy, there's an aeroplane up in the sky (შეხედე, დედა, ცაში თვითმფრინავია).
შემდეგ ჟღერს დევიდ გილმორის ვოკალი და გიტარები. სიმღერის ტექსტში ასახულია მოგონებები ელვისებური ომის შესახებ.
სიმღერის ვერსია შეტანილია ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“, სადაც მას ახლავს ჯერალდ სკარფის მიერ შექმნილი ანიმაციური კადრები, ომის კოშმარებით.
სიმღერის დასაწყისში ფრაზას წარმოთქვამს ჰარი უოტერსი, როჯერის შვილი. მისი და მისი დის, ინდიას ხმები აგრეთვე ჟღერს ჯგუფის კომპოზიციაში „Two Suns in the Sunset“.
The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით. ამ სიმღერის ტექსტში აღწერილია მოგონებები ომზე.
2010-2013 წლის ტურნეში The Wall Live უოტერსი ამ კომპოზიციაში იყენებდა ვიდეოპროექციას, სადაც თვითმფრინავიდან, სხვა სიმბოლოებთან (დოლარი, მერსედესის ნიშანი, ფაშისტური სვასტიკა) იყრებოდა დავითის ვარსკვლავებიც, რამაც ერთ-ერთი ებრაული ორგანიზაცია გაანაწყენა და გამოიწვია უოტერსის დადანაშაულება ანტისემიტიზმში, თუმცა მუსიკოსმა მოგვიანებით განმარტა, რომ მსგავსი არაფერი ჰქონდა ჩაფიქრებული და ოდნავ შეცვალა პროექციაში სიმბოლოთა თანმიმდევრობა. ამ კონცერტებზე უფრო ვრცელი იყო იმპროვიზაცია ძირითად თემაზე, რომელიც სხვადასხვა ხანგრძლივობის ნომერს შეადგენდა - ამ დროს ეკრანზე ჩანდა სისხლიანი ზღვა ზემოთ აღნიშნული სიმბოლოებით.
უოტერსის 1990 წლის კონცერტზე The Wall Live In Berlin სიმღერა შესრულდა ჯონი მიტჩელის მიერ. სხვა კონცერტებზე (გარდა ჯგუფის 1980-1981 წლის ტურნეს თარიღებისა) ნომერი არ შესრულებულა. ორიგინალურ კონცერტებზე, სიმღერის ბოლოს რიჩარდ რაიტი ასრულებდა ვრცელ სოლოს კლავიშებიან საკრავებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.