From Wikipedia, the free encyclopedia
Radio K.A.O.S. — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის მეორე სოლო-ალბომი, რომელიც გამოვიდა 1987 წლის 15 ივნისს. იგი წარმოადგენს კონცეპტუალურ ნაშრომს. სიუჟეტით, სავარძელზე მიჯაჭვული ბილი საკუთარ თავში ავითარებს დიდ მანძილზე ელექტრონულ მოწყობილობათა მართვის თვისებას. როგორც რადიოს დიდი მოყვარული, იგი ხშირად რეკავს წამყვან ჯიმ ლედის ეთერში და სხვადასხვა თემაზე თავისი ელექტრონულ-სინთეზირებული ხმით ესაუბრება. მაგრამ მოულოდნელად იგი მიიღებს გადაწყვეტილებას - მოქმედებაში მოიყვანოს ღილაკი, რომელიც გამოიწვევს დიდ კატასტროფას. მიუხედავად ამისა, იგი გადაწყვეტილებას ცვლის. დადებითი დასასრულის სახით ჩნდება სიმღერა „The Tide Is Turning (After Live Aid)“.
Radio K.A.O.S. | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 15 ივნისი, 1987 | |||
ჩაიწერა | ოქტომბერი - დეკემბერი, 1986 | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 41:24 | |||
ლეიბლი |
EMI (ბრიტანეთი), Columbia Records (აშშ) | |||
პროდიუსერი | როჯერ უოტერსი, იენ რიჩი, ნიკ გრიფითსი | |||
როჯერ უოტერსი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
როჯერ უოტერსის სტუდიური ალბომების — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Radio K.A.O.S. | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [1] |
Los Angeles Times | [2] |
The Village Voice | B[3] |
ალბომის სახელწოდება გამოგონილი რადიოსადგურის სახელწოდებაა. თავად ჯიმ ლედი მუშაობდა რადიოსადგურ KMET-ში. ციკლის სამუშაო სახელწოდება იყო „Home“.
მასალა იწერებოდა პროდიუსერ იენ რიჩის დახმარებით, რომელიც გვიანდელ წლებში როჯერის ტურნეებში მონაწილეობდა, საქსოფონისტის სახით. გარდა ამისა, ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო კლერ ტორიმ. ალბომი იწყება და მთავრდება მორზეს ანბანის ხმებით - ისევე როგორც The Wall, რომელიც წყვეტილი ფრაზით იწყება და მთავრდება. მუსიკა ძირითადად ელექტრონული ჟღერადობით არის გაჯერებული - დრამ-მანქანით. ტექსტებით უოტერსი აკრიტიკებს თანამედროვე სამყაროს წყობას.
ბრიტანეთში 1987 წელს მხოლოდ რადიოსადგურებისთვის გავრცელდა ალბომის პრომო გამოცემა კატალოგის ნომრით KAOS DJ1. ამ ვერსიაში არ ჟღერს ჯიმ ლედის საუბრები სიმღერებს შორის და სხვა კომენტარები.
ალბომში მოთხრობილია 23 წლის, ინვალიდის სავარძელზე მიჯაჭვულ უელსელ ბილიზე.
ითვლება, რომ ბილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. მაგრამ სინამდვილეში, იგი თავის თავში ავითარებს ელექტრონული მოწყობილობების დისტანციურად მართვის ნიჭს. ალბომის სიუჟეტის მსვლელობისას, იგი ესაუბრება ჯიმ ლედს, რადიოსადგურის K.A.O.S. წამყვანს და მოუთხრობს, თუ როგორ დაიჭირეს მისი ძმა ბენი, როგორ გადავიდა იგი საცხოვრებლად შტატებში, როგორ შეუძლია ნივთების მართვა. ალბომის თითქმის ბოლოს იგი განასახიერებს გლობალურ განგაშს და ბირთვული ომის დასაწყისს. თუმცა ეს მხოლოდ მისი ოინები აღმოჩნდება, რომლებიც გამოწვეულია მისივე პოზიციით - იგი თვლის, რომ მასმედია საშიშ თამაშს ჰკიდებს ხელს, როდესაც თავის საკუთარ პრინციპებს აყენებს ოჯახსა და საზოგადოებაზე უფრო მაღლა.
ყველა სიმღერის ავტორია როჯერ უოტერსი
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Radio Waves“ | 4:58 |
2. | „Who Needs Information“ | 5:55 |
3. | „Me or Him“ | 5:23 |
4. | „The Powers That Be“ | 4:36 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Sunset Strip“ | 4:45 |
2. | „Home“ | 6:00 |
3. | „Four Minutes“ | 4:00 |
4. | „The Tide Is Turning (After Live Aid)“ | 5:43 |
ალბომისთვის აგრეთვე დაიწერა სამი სიმღერა, რომელიც არ იქნა მასში შეტანილი, მაგრამ მოხვდა სხვადასხვა სინგლებზე. ესენია: Going to Live in L.A. (ისტორია იმაზე, თუ როგორ ჩასვეს ბენი ციხეში და იმაზე, თუ როგორც გაემგზავრა ბილი შტატებში); Get Back to Radio - სიმღერა ბენიზე; Molly's Song (რომლის რამდენიმე სტრიქონიც გამოყენებულია სიმღერაში Four Minutes) - სიმღერა იმაზე, თუ როგორც იყენებდა ბილი სატელიტურ ანტენებს, რათა მოლისათვის თვალი ედევნებინა.
ალბომიდან გამოვიდა რამდენიმე სტანდარტული და პრომოსინგლი - „Sunset Strip“, „Radio Waves“, „The Tide Is Turning (After Live Aid)“ და „Who Needs Information“. სინგლზე „Who Needs Information“ აგრეთვე წარმოდგენილია დამატებითი სიმღერა „Molly's Song“, რომელიც 1987 წლის კონცერტებზე სრულდებოდა. „The Tide Is Turning (After Live Aid)“-ის b-მხარეებია „Money“ (პოლ კერაკის ვოკალით) და „Get Back To Radio“ (დემო-ვერსია) - კიდევ ერთი სიმღერა იგივე ციკლიდან. „Radio Waves“-ის მეორე გვერდზე წარმოდგენილია დამატებითი სიმღერა „Going To Live In L.A.“ ინფორმაცია ყველა ამ ნომერზე შეტანილია შესაბამისი სიმღერების სტატიებში (დააწკაპეთ მათ სახელწოდებებზე).
გარეკანის წინა მხარეს გამოსახულია მორზეს კოდი. გრამფირფიტაზე ალბომის სათაური და ავტორი მითითებული არ არის, თუმცა CD-ზე წარმოდგენილი იყო. იაპონური CD-ის დამატების სახით წარმოდგენილია პოსტერი, რომელზეც გამოტანილია მსოფლიო რუკა და ალბომის რამდენიმე სიმღერის ფოტოილუსტრირება (მათ შორის, ჯიმ ლედის მონაწილეობით). CD-ის ყველა სახის გამოცემას ახლავს სიმღერების ტექსტები - შავ ფონზე მწვანე ფერის ასოებით.
1987 წლის აგვისტოში დაიწყო თანმხლები საკონცერტო ტურნე, რომელშიც მონაწილეობდა ჯიმ ლედიც. ეს იყო მასშტაბური ტურნე, გიგანტური ეკრანით, რომელსაც მსმენელი პინკ ფლოიდის პერიოდიდან იცნობდა. შოუ ერთგვარი ინტერაქტიული შუალედებით ივსებოდა, ითვალისწინებდა რეკლამების პაროდიების დემონსტრირებას, საუბრებს ბილისა და ჯიმს შორის, აგრეთვე დარბაზთან (დარბაზში დამონტაჟებული იყო პატარა სატელეფონო ჯიხური, სადაც მსმენელები შედიოდნენ და როჯერს ესაუბრებოდნენ).
მუსიკალური პროგრამა შედგენილი იყო ალბომის სიმღერებისა და b-მხარეებისგან, შუალედებში კი სრულდებოდა პინკ ფლოიდის შემოქმედება. კლერ ტორი მიწვეული შემსრულებლის სახით გამოჩნდა უემბლიზე (ლონდონი), სადაც შეასრულა „The Great Gig in the Sky“.
ალბომისა და ტურნეს შემდეგ გამოვიდა მოკლემეტრაჟიანი ფილმი Radio KAOS EP, რომელშიც შეტანილია ოთხი სიმღერა ალბომიდან და სატირული ნომერი „The Fish Report with a Beat“, რომელშიც თევზების ნაირსახეობათა სახელებია აღრეულია ეროტიკულ თემებთან. ნომერი აგრეთვე სრულდებოდა 1987 წლის კონცერტებზე.
ჩარტი (1987) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი | 25 |
აშშ Billboard 200[4] | 50 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.