Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
„The Village Voice“ („გრინვიჩ-ვილიჯის ხმა“) — ნიუ-იორკის ყოველკვირეული გაზეთი, რომელიც უპირატესად აშუქებს აშშ-ის უდიდესი ქალაქის კულტურული ცხოვრების მოვლენებს.
გაზეთის ოფისი ლაფაიეტ-სტრიტზე | |
მედიის სახეობა: | ყოველკვირეული გაზეთი |
---|---|
დაფუძნდა: | 26 ოქტომბერი, 1955 |
მფლობელი: | პიტერ ბარბი |
შტაბ-ბინა: | 80 მეიდენ ლეინი ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი 10038, აშშ[1] |
ფორმატი: | ტაბლოიდი |
მკითხველი: | 120 000 (2016) |
საიტი: | villagevoice.com |
დაარსდა 1955 წელს ნორმან მეილერის მონაწილეობით კერძო ბინაში გრინვიჩ-ვილიჯზე.
1956 წლიდან „Obie Award-ის“ პრემიით აჯილდოებს იმ თეატრალურ დადგმებს, რომლებიც Tony Awards-ის თვალსაწიერის გარეთ რჩებიან. სხვადასხვა დროს გაზეთში იბეჭდებოდა ისეთი დიდი ლიტერატორები, როგორებიც არიან ეზრა პაუნდი, ედვარდ ესტლინ კამინგსი, ალენ გინზბერგი, ტომ სტოპარდი. გამოცემის ჟურნალისტები სამჯერ დაჯილდოვდნენ პულიცერის პრემიით.
Village Voice-ის კინომიმომხილველებს დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდნენ „ამერიკული კინოავანგარდის ნათლიმამა“ ჯონას მეკასი და ენდრიუ სარისი — ომისშემდგომი დროის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი კინოკრიტიკოსები.
დღეისათვის კინოზე წერენ ჯიმ ჰობერმანი და მაიკლ ეტკინსონი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.