From Wikipedia, the free encyclopedia
Call of Duty 3 — პირველი პირის შუტერი ვიდეო თამაში, შემუშავებული კომპანია Treyarch-ის და გამოცემული Activision-ის მიერ 2006 წლის 7 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო სამი დღის შემდეგ ევროპაში Xbox 360, Wii, PlayStation 3, PlayStation 2 და Xbox-ის[1] პლატფორმებისთვის. ეს არის რიგით მესამე ნაწილი და ერთადერთი „Call of Duty“-ის ვიდეო თამაშების სერიიდან, რომელიც არ გამოსულა პერსონალურ კომპიუტერებზე. ის აგრეთვე მეორე თამაშია სერიიდან, რომელიც შექმნა Treyarch-მა. 2016 წლის 22 სექტემბერიდან თამაშის Xbox 360-ის ვერსია უკუთავსებადია Xbox One-თან.[2]
Call of Duty 3 | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Treyarch |
გამომცემელი | Activision |
სერია | „Call of Duty“ |
ძრავა | Treyarch NGL |
პლატფორმ(ებ)ი | Xbox 360, Xbox, PlayStation 2, Wii, PlayStation 3 |
გამოსვლის თარიღი | |
ჟანრ(ებ)ი | პირველი პირის შუტერი |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | რიჩარდ ფარელი |
პროდიუსერ(ებ)ი |
|
მხატვარი |
|
სცენარისტი | მარკ გუგენჰაიმი |
კომპოზიტორი | ჯოელ გოლდსმითი |
მის შექმნაზე ინფორმაცია გამჟღავნდა 2006 წლის E3-ის კონფერენციამდე. ცნობილი გახდა, რომ პროექტზე პასუხისმგებელი იქნებოდა კომპანია Treyarch. თამაში აგებულია Treyarch NGL-ის ძრავზე.[3]
მასში ვირტუალური კამერა წარმოჩენილია პირველი პირის ხედვით, ხოლო თამაში შესაძლებელია როგორც ერთმოთამაშიან რეჟიმში, ასევე მრავალმოთამაშიან რეჟიმშიაც. ერთმოთამაშიან რეჟიმში წარმოდგენილია 15 დავალება, რომელიც დაყოფილია 4 კამპანიად: ამერიკული, ბრიტანული, კანადური და პოლონური. სიუჟეტი სწორხაზოვანია. პირველი დავალება იწყება სასწავლო ბანაკში ჯარისკაცის გაწვრთნით. რაც შეეხება მრავალმოთამაშიან რეჟიმს, გააჩნია 24 მომხმარებლის მხარდაჭერა Xbox 360-ისა და PlayStation 3-ისთვის, ხოლო 16 მომხმარებლის - Xbox-ისა და PlayStation 2-ისთვის. მოთამაშეებს შეუძლია მოირგონ ქვეითის როლი, ან მართონ ტექნიკა, მაგალითად - ტანკი, ავტომობილი ან მოტოციკლი. მოთამაშეები დაყოფილია კლასებად - სნაიპერებად ან სანიტარებად. თითოეულ კლასს გააჩნია გამორჩეული მახასიათებლები. მაგალითად, სანიტარი ცუდად ისვრის, მაგრამ დარბის სწრაფად და კარგად ურტყამს კონდახს.
პროექტი დადებითად შეაქო სათამაშო პრესამ. თამაშს გადაეცა რამდენიმე ჯილდო სხვადასხვა გამოცემებისგან. 2007 წელს ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიისგან მიიღო ჯილდო გამორჩეული ხმის დიზაინისთვის.[4] საერთ განხილვების საიტ Metacritic-ზე XBOX-ის ვერსია ფლობს 83/100,[5] X360 - 82/100,[6] PS2 — 82/100,[7] PS3 - 80/100,[8] Wii - 69/100.[9]
ის აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, 2006 წლის დასასრულისთვის გაყიდული იყო თამაშის 1.1 მილიონი ასლი.[10] 2007 წლის თებერვალში ეს ციფრი 2 მილიონამდე გაიზარდა.[11] 2013 წლის ნოემბერის მონაცემით, თამაშის გაყიდვების სრული რაოდენობა 7.2 მილიონ ეგზემპლარს აღწევს.[12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.