22 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 112-ე დღე (ნაკიან წლებში – 113-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 253 დღე.
- 1500 : პორტუგალიელმა მოგზაურმა პედრო ალვარეს კაბრალმა ბრაზილიას მიაღწია, როგორც პირველმა ევროპელმა.
- 1509 : ჰენრი VIII ინგლისის ტახტზე ავიდა.
- 1913 : პეტერბურგში გამოიცა გაზეთ „პრავდას“ პირველი ნომერი.
- 1915 : პირველი მსოფლიო ომი - ფრანგების წინააღმდეგ იპრთან ბრძოლისას გერმანელებმა პირველად გამოიყენეს ქლორის გაზი, როგორც მასიური განადგურების იარაღი.
- 1941 : გერმანული ჯარები შეიჭრნენ იუგოსლავიასა და საბერძნეთში.
- 2010 :
- პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რეზა გილანმა ახალი ენერგოპოლიტიკა გამოაცხადა, რომლითაც ენერგოკრიზისის დასაძლევად გაიზარდა უქმეები და აიკრძალა ნეონის მანათობელი ნიშნები.
- ბანგკოკში მომხდარი აფეთქებათა სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 86 დაშავდა.
- 2011 : სირიაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების უდიდეს დღეს, დაახლოებით 70 ადამიანი დაიღუპა შეტაკებებში.
- მოწამე ევფსიქი
- წმიდა მოწამენი: დისან ეპისკოპოსი, მარიავა ხუცესი, ავდიესი და სხვა 270 სპარსთაგან წამებული
- ვადიმი არქიმანდრიტი