From Wikipedia, the free encyclopedia
ჯემალ ღაღანიძე (დ. 21 აპრილი, 1933, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 3 თებერვალი, 2023) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980).
ჯემალ ღაღანიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | ჯემალ ღაღანიძე |
დაბადების თარიღი |
21 აპრილი, 1933 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
3 თებერვალი, 2023 (89 წლის) თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები |
![]() ![]() |
დაიბადა 1933 წლის 21 აპრილს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“);
გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974). 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“.
გარდაიცვალა 2023 წლის 3 თებერვალს 89 წლის ასაკში.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.