ავქსენტი ცაგარელის პიესა From Wikipedia, the free encyclopedia
„ხანუმა“ — ავქსენტი ცაგარელის მიერ 1882 წელს დაწერილი კომედიური პიესა, რომელის მთავარი მოქმედება ხდება XIX საუკუნის ძველ ტფილისში.
„ხანუმა“ | |
---|---|
| |
ავტორი | ავქსენტი ცაგარელი |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
თემა | ტფილისური ისტორიები |
ჟანრი | პიესა, კომედია |
გამოცემის თარიღი | 1882 |
მოქმედება ხდება ტფილისის ერთ-ერთ უბანში, ავლაბარში, XIX საუკუნის მიწურულს. ქართველი მებატონე ვანო ფანტიაშვილი დაქორწინებას აპირებს, ამიტომაც დახმარებისთვის მიმართავს მაჭანკალს სახელად ხანუმა, რომელიც მას უპოვის საცოლეს. მეორეს მხრივ, სხვა მაჭანკალი - ქაბატუაც ცდილობს დააქორწინოს მებატონე ფანტიაშვილი ნასწავლ გოგონაზე სახელად სონა, რომლის მამა მდიდარი მოიჯარადრე - მიკიჩ ტყუილ-კოტრიანცია. მიკიჩს ეს ქორწინება ძალიან აწყობს, ვინაიდან ის ოცნებობს თავადის ტიტულის მიღებაზე.
ორი მაჭანკლის კონკურენციას კიდევ უფრო ხლართავს სიუჟეტში ვანო ფანტიაშვილის ძმისწულის, კოტეს გამოჩენა, რომელიც თავის მხრივ შეყვარებულია სონაში...
პიესის მოქმედი პირები არიან:
პიესაზე დადგმული სპექტაკლები თავიდანვე სარგებლობდნენ დიდი პოპულარუბით, თუმცა ისინი ჩვენ დღესაც შეგვიძლია ვიხილოთ საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. „ხანუმას“ პირველი ეკრანიზაცია შედგა 1926 წელს, ფილმი გადაღებული იქნა ალექსანდრე წუწუნავას მიერ.
ამავე პიესის მიხედვით 1919 წელს პირველად დაიდგა ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“. 1948 წელს შალვა გედევანიშვილმა და ვახტანგ ტაბლიაშვილმა გადაიღეს ფილმი „ქეთო და კოტე“, ხოლო 2011 წელს დაიდგა თანამოსახელე მიუზიკლიც.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.