სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
შუა სურები — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი შუა სურები). მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 440 მ., ჩოხატაურიდან 18 კმ, საჯავახოდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 38 კმ. სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ლომისკარელის ეკლესია. სოფელში არის საჯარო სკოლა. 1920 წელს გამოეყო სურების თემს და ჩამოყალიბდა ცალკე თემად.[2]
სოფელი | |
---|---|
შუა სურები | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | შუა სურები |
კოორდინატები | 41°58′18″ ჩ. გ. 42°24′24″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 440 მ |
მოსახლეობა | 178[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,9 %, სომხები 1,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 178 ადამიანი.
შუა სურებში იდგა წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ლომისკარელად იწოდებოდა. ტაძარი ერისთავ-შარვაშიძეების კუთვნილებას წარმოადგენდა. დავით შარვაშიძემ და მისმა ძმამ, ზაალმა წმინდა გიორგი ლომისკარელის სამწყსო უბოძა ტრაპაიძეებს. ანიზდარ ტრაპაიძეს განუახლებია ლომისკარელის ჯვარი. ტაძარში დაცული იყო ადგილობრივთა წარმოდგენით სასწაულმოქმედი ლომისკარელის ხატი. თუ ვინმე რაიმეს დაკარგავდა, ან მოჰპარავდნენ, დამნაშავეს ამ ხატზე გადასცემდა. შემდგომ ლომისკარელის ხატი სოფელ ბუკისციხეში იყო დასვენებული, საიდანაც ის გაიტაცეს 1905 წლის რევოლუციის დროს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.