საშა ბარონ კოენი

From Wikipedia, the free encyclopedia

საშა ბარონ კოენი

საშა ნოემ ბარონ კოენი (ინგლ. Sacha Noam Baron Cohen; 13 ოქტომბერი, 1971, სარის საგრაფო, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი კომედიური ჟანრის მსახიობი, ცნობილია როლებით ალი ჯი (ინგლისელი ჯანგლისტი და კოკნი), ბორატ საგდიევი (ყაზახი რეპორტიორი), ადმირალ-გენერალი ალადინი (აფრიკული ქვეყნის - ვადიის დიქტატორი) და ბრუნო (ავსტრიელი მოდების შოუს ჰომოსექსუალი წამყვანი).

სწრაფი ფაქტები საშა ბარონ კოენი, დაბადების სახელი ...
საშა ბარონ კოენი
Thumb
დაბადების სახელი საშა ნოემ ბარონ კოენი
დაბადების თარიღი 13 ოქტომბერი, 1972 (1972-10-13) (52 წლის)
სარის საგრაფო, დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა მსახიობი
სიმაღლე 191 სმ
მეუღლე(ები) აილა ფიშერი (იქ. 2010)[1]
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: ჟერალდ ბარონ კოენი
დედა: დანიელა ნაომი ბარონ კოენი
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში

2006 — ბორატი
დახურვა

ბიოგრაფია

საშა ნოემ ბარონ კოენი დაიბადა 1971 წლის 13 ოქტომბერს, სარის საგრაფოს ევროპულ ოჯახში. მშობლები — ჯერალდ და დანიელ ბარონ კოენები იყვნენ. მისი დიდი ბაბუა წარმოშობით ლიტვიდან, ქალაქ კაუნასიდან იყო, ხოლო ბებია, – უკანასკნელი ებრაელი ბალერინა ფაშისტურ გერმანიაში და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, – ჰაიფაში გაიქცა. მამა – უელსელი ებრაელი, ჯერალდ ბარონ კოენი ლონდონის შუაგულში ძვირადღირებულ ტანსაცმლის მაღაზიას ფლობდა, დედა კი, დანიელა ვაიზერი, წარმოშობით ირანელი ებრაელია. საშა შუათანაა ძმებს შორის. ოჯახი ლონდონის პრესტიჟულ უბანში, ჰემფსთედ-გარდენში ცხოვრობდა. სასკოლო განათლება საშამ ესლტრის კერძო სკოლაში მიიღო და მისი დასრულების შემდეგ, სწავლა კემბრიჯის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო. ცნობილია მისი სადიპლომო ნაშრომის თემა, რომელიც ეხებოდა ებრაელების როლს სამოქალაქო უფლებების გაუმჯობესების საქმეში ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმავე პერიოდში ის გახდა ებრაული ახალგაზრდული მოძრაობის, „ჰაბონიმ დრორის” წევრი. სწორედ კემბრიჯის უნივერსიტეტში შედგა კოენის დებიუტი სცენაზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, საშამ საკუთარ ძმასთან ერთად კომედიური კლუბი ჩამოაყალიბა და სხვადასხვა ღამის კლუბში კომიკური შოუებით ართობდა მაყურებელს.

1995 წელს საშას სატელევიზიო დებიუტი შედგა ბრიტანულ არხ Channel 4-ზე კომედიურ შოუში - „ჯეკ დი და ჯერემი ჰარდი”, სადაც ის გამოგონილი ალბანელი ჟურნალისტის, კრისტოს როლში წარუდგა საზოგადოებას. 1998 წელს საშამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, რეპერი ალი ჯი წარუდგინა საზოგადოებას.

კოენის ყველაზე პოპულარული სასცენო როლი რეპერი ალი ჯია. მსახიობს MTV-ზე «ალი ჯის შოუს ერთად» უძღვებოდა, ამავდროულად მან მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა (მან გაახმოვანა ლემური ჯულიანა მულტიპლიკაციურ ფილმში „მადაგასკარი“) და მუსიკალურ კლიპებში, გადაიღეს მადონას კლიპში «Music».

2012 წელს გადაიღეს ფილმში დიქტატორი, სადაც კოენი აფრიკული ქვეყნის - ვადიის დიქტატორის როლში მოგვევლინა.

კოენი დაქორწინებულია აილა ფიშერზე და ჰყავს ორი ქალიშვილი : ოლივი, რომელიც დაიბადა 2007 წლის 19 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, და ენულა, რომელიც ქვეყანას 2010 წლის ზაფხულში მოევლინა.

2010 წლის 15 მარტს საშა ბარონ კოენი ავსტრალიელ მსახიობზე, აილა ფიშერზე დაქორწინდა, რომელთანაც 2005 წლიდან სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრობდა. სპეციალურად ქორწინებისთვის, აილამ იუდაიზმი მიიღო და შემდგომ საშას მშობლების ნებართვით, მისი ცოლობის უფლებაც მიიღო. საშას და აილას ორი ქალიშვილი ჰყავთ.[2]

პერსონაჟები

ბორატი

Thumb
საშა ბარონ კოენი ბორატ საგდიევის როლში
  • 2000-იანი წლების დასაწყისში საშა ამერიკის შეერთებულ შტატებში საკაბელო ტელევიზია HBO-ში გადავიდა სამუშაოდ, სადაც მას საკუთარი შოუს „ალი ჯი შოუს” გაკეთების უფლება მისცეს. სწორედ ამ შოუში შედგა მისი კიდევ ერთი გამოგონილი პერსონაჟის, ყაზახი ბორატ საგდიევის დებიუტი. საშამ მთავარი აქცენტი ბორატზე გააკეთა და მხატვრულ ფილმზე დაიწყო მუშაობა, რომელიც ბორატის პერსონაჟს პოპულარულს გახდიდა. 2006 წელს ფილმი ეკრანებზე გამოვიდა და უმალ სკანდალური გახდა. ფილმის ჩვენება უამრავ ქვეყანაში აიკრძალა, მათ შორის ყაზახეთსა და რუსეთში. პრემიერას დაემთხვა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი ყაზახეთში და პრეზიდენტობის კანდიდატმა ნურსულთან ნაზარბაევმა ფილმს სამარცხვინო უწოდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს კი, ფილმის ჩვენების აკრძალვა დაავალა. ფილმის ძირითადი არსია, რომ იდიოტი ყაზახი ჟურნალისტი, ბორატ საგდიევი ამერიკაში მიემგზავრება პამელა ანდერსონთან სექსისთვის. ამერიკაშიც ფილმი ძალიან ცოტა კინოთეატრში აჩვენეს, მაგრამ ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მას დიდი ფინანსური მოგება მოეტანა. ყაზახეთში დღემდე აქტუალურია ბორატის გარშემო ატეხილი აურზაური. ასტანაში ცნობილმა მუსიკოსმა, ჟანტიარ ბაიმუჰამედოვმა განაცხადა, რომ ის ბორატ საგდიევის ნამდვილი ძმაა და ფილმის შემოსავლიდან მიღებული წილიც კი მოითხოვა.

ბრუნო

  • საშას კიდევ ერთი სკანდალური როლი ფილმ „ბრუნოს” უკავშირდება, სადაც მან ავსტრიელი „ცისფერი” ფეშენ-ჟურნალისტის, ბრუნოს როლი შეასრულა. პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ამერიკელ კინომწარმოებელთა ასოციაციამ ფილმს NC-17 რეიტინგი მიაკუთვნა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ფილმის შინაარსი პორნოგრაფიასთან იყო მიახლოებული და მისი ჩვენება ფართო ეკრანზე არ შეიძლებოდა. ამის მიუხედავად, ფსევდოდოკუმენტურ ჟანრში გადაღებულმა ბრუნომ, ბარონ კოენს დიდი წარმატება მოუტანა. ფილმის სკანდალურობაზე რამდენიმე ფაქტი მეტყველებს: ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს საშა ალაბამის სამხედრო აკადემიაში შეიპარა უბრალო ჟურნალისტის სახელით და იქ თითქოს ამერიკელი სამხედროების მომზადებაზე აკეთებდა სიუჟეტს. სინამდვილეში კი, საშას თავისი ჰომოსექსუალი პერსონაჟისთვის რეალობასთან მიახლოებული სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მიღება ჰქონდა ჩაფიქრებული. მეორე სკანდალური ეპიზოდი მილანში მოხდა. ესპანელი დიზაინერის, აგათა რუის-დე-ლა-პრადას ჩვენების დროს, საშა სცენაზე გამოვარდა და ნასვამი „ცისფერი” ადამიანის გამომეტყველებით ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას. ჩვენების ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, არ იყვნენ საქმის კურსში, რომ ეს ყველაფერი გათამაშებული იყო და ფარული კამერით მიმდინარეობდა ფილმის სცენის გადაღება.

დიქტატორი

ფილმოგრაფია

მეტი ინფორმაცია წელი, ქართული დასახელება ...
წელი ქართული დასახელება ორიგინალი სახელწოდება როლი შენიშვნა
1995 ჯეკისა და ჯერემის პოლიცია 4 Jack and Jeremy's Police 4 ჯალათი
1995 Pump TV წამყვანი დიდი ბრიტანეთის რეგიონული საკაბელო მაუწყებელი
1996 Punch უსახელო პერსონაჟი მოკლემეტრაიანი ფილმი
1998 Live from the Lighthouse ალი ჯი
1998–99 The 11 O'Clock Show ალი ჯი სცენარის ავტორი
2000 ჯოლის ბიჭები: უკანასკნელი წინააღმდეგობა Jolly Boys Last Stand ვინი
2000 ალი ჯის შოუ Da Ali G Show ალი ჯი / ბორატ საგდიევი / ბრუნო ნაწილი მეექვსე
სცენარის ავტორი
2002 Ali G Indahouse ალი ჯი/ბორატ საგდიევი სცენარის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი
2003 Spyz ჯეიმზ ბონდი (ალი ჯი) მოკლემეტრაჟიანი ფილმი
სცენარის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი
2003–2004 Ali G Show ალი ჯი / ბორატ საგდიევი / ბრუნო მეთორმეტე ნაწილი
სცენარის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი
2005 მოკალი შენი ენთუზიაზმი Curb Your Enthusiasm ლარის გზამკვლევი მეზუთე სეზონი 5, მეათე ნაწილი: "დასასრული"
2005 მადაგასკარი Madagaskar მეფე ჯულიენი XIII გამხმოვანებელი
2006 ტალადეგას ღამეები: თქმულება რიკი ბობიზე Talladega Nights: The Ballad of Ricky Bobby ჟან ჟირარი
2006 Night of Too Many Stars: An Overbooked Event for Autism Education ბორატ საგდიევი
2006 ბორატი Borat ბორატ საგდიევი სცენარის ავტორი და პროდიუსერი ოქროს გლობუსი - საუკეთესო მსახიობი – მიუზიკლი ან კომედიური ფილმი
2007 სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან Sweeney Todd: The Demon Barber of Fleet Street სინიორ ადოლფო პირელი
2008 მადაგასკარი: გაქცევა აფრიკაში 2 მეფე ჯულიენ XIII გამხმოვანებელი
2009 ბრუნო Brüno ბრუნო სცენარის ავტორი და პროდიუსერი
2010 სიმფსონები The Simpsons ჯაკობი[3] 21-ე სეზონი, 16-ე ნაწილი: "დიოჰედის ბრწყინვალე ისტორიები"
გამხმოვანებელი
2011 ჰიუგო Hugo ინსპექტორი გუსტავი
2012 დიქტატორი The Dictator გენერალ-ადმირალ ჰაფაზ ალადინი სცენარის ავტორი და პროდიუსერი
2012 მადაგასკარი 3 Madagascar 3: Europe's Most Wanted მეფე ჯულიენ XIII გამხმოვანებელი
2012 საბრალონი Les Misérables ტენარდიე
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.