პორნოგრაფია

From Wikipedia, the free encyclopedia

პორნოგრაფია

პორნოგრაფია (ბერძ. πόρνη — მეძავი და γράφω — წერა, ხატვა, აღწერა; სალაპ.: პორნო) — სასქესო ორგანოების ან სქესობრივი აქტის სიტყვიერი ან ნატურალისტური აღწერა სექსუალური აღგზნების მიზნით. პორნოგრაფია დიდი ხნის განმავლობაში იკრძალებოდა სახელმწიფოს და რელიგიური მოღვაწეების მიერ, ზოგ სახელმწიფოში კი დღემდე აკრძალულია.

Thumb
იაპონური ქანდაკება, რომელიც სექსს ასახავს

ფეტიშიზმის ნაირსახეობას, რომლის დროსაც სექსუალური მიდრეკილება ჩნდება პორნოგრაფიული საგნების მიმართ, ხოლო სექსუალური დაკმაყოფილება კი პორნოგრაფიის ყურების ან შექმნის დროს, პორნოგრაფომანიას ან პორნომანიას უწოდებენ.

პორნოგრაფია განსხვავდება ეროტიკის, ნუდიზმის და ნატურიზმისგან. მისი რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს, მათ შორის არის მსუბუქი პორნო, უხეში, გეი, ლესბოსური, საშინაო და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.