From Wikipedia, the free encyclopedia
სადახლო — სოფელი საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ხულდარა, მოლაოღლი, თაზაქენდი, ბურმა)[3]. მდებარეობს მდინარეების, დებედასა და ბანოშისწყლის შესართავთან, სომხეთის საზღვართან, ზღვის დონიდან 500 მ, მარნეულიდან 32 კმ. სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი. სოფლის ზემოთ, 3 კმ-ში სათავეს იღებს სადახლოს არხი.
სოფელი | |
---|---|
სადახლო | |
წოფის ციხე და სადახლო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
თემი | სადახლო |
კოორდინატები | 41°14′20″ ჩ. გ. 44°47′16″ ა. გ. |
პირველი ხსენება | 1771 |
ცენტრის სიმაღლე | 500 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 7337[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | აზერბაიჯანელები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 3000[2] |
საბჭოთა პერიოდში სადახლოს სასოფლო საბჭოში შედიოდა აგრეთვე სოფლები დამია, დამია-გიაურარხი, მამაი, ახლო ლალალო. მოქმედებდა მეთამბაქოეობის მეურნეობა.
სოფლის დასავლეთით 7 კმ-ზე, მდ. ბანოშისწყლის (ძვ. ხოჟირნა) მარცხენა ნაპირზე მდებარეობს შუა საუკუნეების ციხესიმაგრე. ციხე ფუნქციონირებდა VI-XIII საუკუნეებში. სიმაგრე კლდოვან მთაზეა აგებული. შემორჩენილია ზედა ციხის ნანგრევები და გალავნის ფრაგმენტები. აქვეა საცხოვრებელი კომპლექსების ნაშთები და მცირე ეკლესიის ნანგრევები. წოფის ციხესთან ნასოფლარია. შემორჩენილია ორი დარბაზული ტიპის საყდარი, რომლებიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება. ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 7337 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.