From Wikipedia, the free encyclopedia
რაფაელ ჩიმიშკიანი (დ. 23 მარტი 1929, თბილისი — გ. 25 სექტემბერი, 2022) — ქართველი და საბჭოთა ძალოსანი (50, 60 კგ). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 1955) და ორგზის მეორე პრიზიორი (1950, 1953), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950, 1951, 1954–1957) და მეორე პრიზიორი (1953), მსოფლიო უნივერსიადების ჩემპიონი (1951). საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი (1949, 1951, 1954, 1955, 1960 — პირად შეჯიბრებაში, 1948–1952 — გუნდურ ჩათვლაში). ხუთგზის მეორე (1950, 1952, 1953, 1957, 1958) და მესამე (1956) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის ხალხთა I სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1956). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. საპატიო ნიშნის ორდენის (1957),[1] ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სრული სახელი | რაფაელ არკადის ძე ჩიმიშკიანი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 23 მარტი, 1929 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | ტფილისი, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრ კავშირი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გარდ. თარიღი | 25 სექტემბერი, 2022 (93 წლის) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 158 სმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წონა | 56–60 კგ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა |
სსრ კავშირი საქართველო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სახეობა | ძალოსნობა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კლუბი | „დინამო“ (თბილისი) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მწვრთნელი |
პავლე გუმაშიანი იზრაილ მეხანიკი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
დავით ციმაკურიძე, მედეა ჯუღელი და რაფაელ ჩიმიშკიანი იყვნენ პირველი სპორტსმენები საქართველოდან, რომლებმაც ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვეს.[2][3][4][5]
2012 წლის 23 მარტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[6]
დაიბადა 1929 წლის 23 მარტს თბილისში. მამა, არკადი ჩიმიშკიანი, რკინიგზის სამმართველოში ცვლის უფროსად მუშაობდა, დედა, ნინო ბერიძე — დიასახლისი, ოჯახს უძღვებოდა. ძმა სურენი რაფაელზე სამი წლით იყო უფროსი.[7]
მერვე კლასის მოსწავლემ ბესიკის ქუჩაზე № 4 „დინამოს“ დარბაზში პავლე გუმაშიანის ჯგუფში დაიწყო ვარჯიში. იმ დროს ამ დარბაზში ვარჯიშობდნენ ისეთი სახელოვანი ძალოსნები, როგორებიც იყვნენ საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები — მოისეი კასიანიკი, ვლადიმერ სვეტილკო და მამია ჟღენტი.[8]
სამი თვის ვარჯიშის შემდეგ საკავშირო პირველობაზე ქალაქ გორკში გაემგზავრა. მის წონაში სამ ათეულზე მეტი ძალოსანი გამოდიოდა, რომელთა შორის მე-9 ადგილი დაიკავა.
1948 წლის მიწურულს ლენინგრადში საკავშირო ჩემპიონატზე სახელოვან სპორტსმენებს — ევროპის მაშინდელ ჩემპიონ ივან აზდაროვსა და საკავშირო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულ დიმიტრი დონსკოის აჯობა და მჩატე წონაში (56 კგ) პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.[9]
ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ჰელსინკიში მსოფლიო რეკორდით მოიგო: სამჭიდის ჯამში 337,5 კგ დაძლია.[10][11]
1952–1957 წლებში 10-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი: სამჭიდში 5-ჯერ, ატაცში — 3-ჯერ, აკვრაში — 2-ჯერ.
1955 წლის ივნისში, მოსკოვში საბჭოთა კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ძალოსანთა ნაკრები გუნდების შეხვედრა გაიმართა. თავის წონით კატეგორიაში (60 კგ) 340 კგ დაძლია და მეტოქე დაამარცხა.
რაფაელ ჩიმიშკიანი არის ძალოსნობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. დასახელებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ძალოსნად. 2003 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა დავით ჭელიძის წიგნი „რაფაელ ჩიმიშკიანი“.
2021 წლის 23 მარტს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ძალოსნობაში საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის თბილისის ღია პირველობა დაარსდა.[12]
გარდაიცვალა 2022 წლის 25 სექტემბერს, 93 წლის ასაკში.[13]
წელი | ტურნირი | მასპინძელი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
1950 | ევროპის ჩემპიონატი | საფრანგეთი, პარიზი | -56 კგ | |
1950 | მსოფლიო ჩემპიონატი | საფრანგეთი, პარიზი | -56 კგ | |
1952 | ევროპის ჩემპიონატი | ფინეთი, ჰელსინკი | -60 კგ | |
1952 | ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები | ფინეთი, ჰელსინკი | -60 კგ | |
1953 | ევროპის ჩემპიონატი | შვედეთი, სტოკჰოლმი | -60 კგ | |
1953 | მსოფლიო ჩემპიონატი | შვედეთი, სტოკჰოლმი | -60 კგ | |
1954 | ევროპის ჩემპიონატი | ავსტრია, ვენა | -60 კგ | |
1954 | მსოფლიო ჩემპიონატი | ავსტრია, ვენა | -60 კგ | |
1955 | ევროპის ჩემპიონატი | გერმანია, მიუნხენი | -60 კგ | |
1955 | მსოფლიო ჩემპიონატი | გერმანია, მიუნხენი | -60 კგ | |
1956 | ევროპის ჩემპიონატი | ფინეთი, ჰელსინკი | -60 კგ | |
1957 | ევროპის ჩემპიონატი | პოლონეთი, კატოვიცე | -60 კგ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.