From Wikipedia, the free encyclopedia
მედეა (მზია) ნიკოლოზის ასული ჯუღელი (დ. 1 აგვისტო, 1925, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი — გ. 8 იანვარი, 2016, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, სპორტული ტანმოვარჯიშე, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი,[1] საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი, ბერლინისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1946), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952), საქართველოს სსრ ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1979).[2][3]
პირადი ინფორმაცია | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მედეა (მზია) ნიკოლოზის ასული ჯუღელი | ||
ეროვნება | ქართველი | ||
დაბ. თარიღი | 1 აგვისტო, 1925 | ||
დაბ. ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდ. თარიღი | 8 იანვარი, 2016 (90 წლის) | ||
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 158 სმ | ||
სპორტი | |||
ქვეყანა |
სსრ კავშირი საქართველო | ||
სპორტი | ტანვარჯიში | ||
კლუბი | „დინამო“ (თბილისი) | ||
ჯილდოები |
|
დაიბადა ქუთაისში თერაპევტ ნიკოლოზ ჯუღელისა და სტომატოლოგ თამარ ღამბაშიძის ოჯახში. 8 წლის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად განაწილებით ქუთაისიდან გურჯაანში გადავიდა. 1938 წლის 23 თებერვალს მამა, ნიკოლოზ ჯუღელი საბჭოთა უშიშრობამ დააპატიმრა და მოგვიანებით დახვრიტა. მამის დაკავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დააკავეს და გადაასახლეს დედა.[4]
1959 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის წევრი (1947–1954), საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი (1946, 1947, 1952–1955 — ბჯენით ხტომაში, 1953 — რგოლებზე), მსოფლიო სტუდენტთა სპორტული თამაშების (1951), XV ოლიმპიური თამაშების (1952, ჰელსინკი) ჩემპიონი (გუნდურში). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების (1953) ოქროს და ვერცხლის მედალოსანი, მრავალი საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრების პრიზიორი, მოპოვებული აქვს 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.
1962–1965 წლებში წვრთნიდა საქართველოს ტანმოვარჯიშე გოგონათა ნაკრებს. 1965–1970 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ტანმოვარჯიშე გოგონათა ნაკრების მწვრთნელი. 1971 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელის წოდება. 1972–1991 წლებში საქართველოს უმაღლესი სპორტული დაოსტატების რესპუბლიკური სკოლის დირექტორი. 1973 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1991–2005 წლებში იყო საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
1992 წლიდან იყო საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. 1996 წელს მზია ჯუღელი ატლანტის საიუბილეო ოლიმპიურ თამაშებზე საპატიო ოლიმპიელი ქალის სტატუსით მიიწვიეს, სადაც ქალ ოლიმპიელთა მუზეუმში მისი ფოტოებიც იყო გამოფენილი. 1999 წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესდა მედეა ჯუღელის სახელობის სტიპენდია. 2002 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
2005 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ მას ქალთა სპორტში გაწეული წვლილისთვის დიპლომი გადასცა; იმავე წელს გახდა საქართველოს ეროვნული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი.
2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა თენგიზ გაჩეჩილაძის წიგნი „მზია ჯუღელი“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.