Remove ads
ორგანიზაცია From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო რაგბი (ინგლ. World Rugby) (1998-დან 2014 წლის ნოემბრამდე ცნობილი როგორც რაგბის საერთაშორისო საბჭო [1] და მანამდე რაგბი ფეხბურთის საერთაშორისო საბჭო).
1985 წელს ბრიტანეთის ქვეყნების რაგბი-ფეხბურთის კავშირებმა გადაწყვიტეს შეექმნათ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიმუშვებდა ერთიან წესებს და უღელმძღვანელებდა რაგბის განვითარებას. ჩანაფიქრში ყველა ქვეყანას ამ ორგანიზაციაში თანაბარი წარმომადგენელი უნდა ყოლოდა. ამას ინგლისელები არ დაეთანხმნენ. ისინი მეტ ადგილს ითხოვდნენ რადგან მათ მეზობლებზე გაცილებით მეტი კლუბი ჰყავდათ. მაშინ ირლანდიის (ლაილი და მაკალისთერი), უელსის (მალოქი და ლაინი) და შოტლანდიის (ქერიქი და გარდნერი) წარმომადგენლები 1886 წელს შეიკრიბნენ დუბლინში და დააარსეს რაგბი-ფეხბურთის საერთაშორისო საბჭო (International Rugby-football Board) – IRFB. მხოლოდ 1890 წელს შეუერთდა ორგანიზაციას ინგლისი. 1893 წელს მკაცრად გაილაშქრა რაგბიში პროფესიონალიზმის წინააღმდეგ როდესაც მუშა მორაგბეებს კლუბების მეპატრონენი უხდიდნენ ვითომ გაცდენილი სამუშო საათების ანაზღაურებას ან ინგლისური კლუბები იწვევდნენ შოტლანდიელ, ირლანდიელ და უელსელ მორაგბეებს. ამის გამო საბჭოს შემადგენლობიდან გამოვიდა 22 კლუბი, რომლებმაც დააარსეს რაგბი-ლიგა.
საბჭო თავიდანვე გამოირჩა თავისი კონსერვატიზმით. მიუხედავად რაგბის გავრცელებისა და განვითარებისა (განსაკუთრებით) ბრიტანეთის დომინიონებში (ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა), სადაც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს შეიქმნა სარაგბო კავშირები, საბჭო მათ კავშირში მიღებას არ ჩქარობდა. აფრიკელთა, ზელანდიელთა და ავსტრალიელთა მაღლმა სათამაშო კლასმა აიძულა საბჭოს წევრები ეთმაშათ ამ ქვეყნების ნაკრებებთან, დანარჩენ მსოფლიოს კი ბრიტანელები ზემოდან უყურებდნენ და თავს არ უყადრებდნენ. მაშინდელი საბჭოს მთავარი შეჯიბრი ბრიტანული გუნდების ყოველწლიური ტურნირი იყო. მხოლოდ 1910 წელს დაუშვეს ამ ტურნირში საფრანგეთი. სამხრეთ ნახევარსფეროსთან კი ბრიტანელები მხოლოდ ტესტ-მატჩებით და ტურნეებით ურთიერთობდნენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შეიტანეს და ოთხ ოლიმპიადაზე (1990, 1908, 1920 და 1924 წლებში) რაგბის თამაშობდნენ კიდეც. მაგრამ შემდეგ საერთაშორისო საბჭო ვერ (და არც ცდილობდა ამას) აკმაყოფილებდა ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნებს და რაგბი პროგრამიდან ამოიღეს. მხოლოდ 1949 წელს გაუღო საბჭომ თავისი კარები ზელანდიას, ავსტრალიას და სამხრეთ აფრიკას, ხოლო საფრანგეთი საერთოდ 1978 წლამდე აყურყუტეს. საბჭო არც რაიმე საერთაშორისო ტურნირის მოწყობას ეშურებოდა და მხოლოდ ტესტ-მატჩებით და ტურნეებით იფარგლებოდნენ.
ცხოვრებამ მაინც თავისი გაიტანა და 1985 წელს საბჭომ როგორც იქნა გადაწყვიტა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება. ამას მთელი რიგი რეფორმები და ქვეყნების საბჭო ში ტოტალური გაწევრიანება მოყვა. ამჟამად საბჭოში 116 ქვეყანა არის გაწევრიანებული. საბჭოში შედის 6 რეგიონული ფედერაციაც, რომლებიც თავ-თავიანთ კონტინენტზე წარმართავენ სარაგბო ცხოვრებას.
ირბ-ს უმაღლესი ორგანოა 26 კაციანი საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის პრეზიდენტი, 2-2 წარმომადგენელი ინგლისიდან, შოტლანდიიდან, უელსიდან, ირლანდიიდან, საფრანგეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ავსტრალიიდაბ და ზელანდიიდან. ამ საბჭოში თითო-თითო წარმომადგენელი ყავთ არგენტინას, იაპონიას, იტალიას, კანადას . დანარჩენი ხუთი ევროპის, ამერიკის, აზიის, აფრიკისა და ოკეანეთის ფედერაციებს წარმოადგენენ. ეს საბჭო წელიწადში ორჯერ იკრიბება. ირბ-ს ყოველდღიურ მუშობას კი წარმართვს 10 კაციანი აღმასრულებელი კომიტეტი. მის გარდა ფუნქციონირებს კომერციული, კომუნიკაციების, საფინანსო, იურიდიული, განვითარების, ტექნიკური, საერთაშორისო ურთიერთობების და მსოფლიოს თასის კომიტეტები.
1997 საბჭოს სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვა „football“ და საბჭომ მიიღო დღევანდელი სახელი - რაგბის საერთაშორისო საბჭო - ირბ.
საბჭოს შტაბ-ბინა მდებარეობს დუბლინში
სამუშო ენებია ინგლისური და ფრანგული.
ამჟამად საბჭოს პრეზიდენტია ბერნარ ლაპასე (საფრანგეთი)
სამოყვარულო რაგბის საერთაშორისო ფედერაცია - ევროპული რაგბის ასოციაცია (FIRA – AER) | ||||
---|---|---|---|---|
ავსტრია | აზერბაიჯანი | ანდორა | ბელგია | ბელარუსი |
ბოსნია და ჰერცეგოვინა | გერმანია | დანია | ესპანეთი | ინგლისი |
ირლანდია | ისრაელი | იტალია | ლატვია | ლიეტუვა |
ლუქსემბურგი | მალტა | მოლდოვა | მონაკო | ნორვეგია |
პოლონეთი | პორტუგალია | რუმინეთი | რუსეთი | საბერძნეთი |
საფრანგეთი | საქართველო | სერბეთი | სლოვენია | სომხეთი |
უელსი | უკრაინა | უნგრეთი | ფინეთი | შვედეთი |
შვეიცარია | ჩეხეთი | ხორვატია | ნიდერლანდები | შოტლანდია |
ჩრდილოეთ ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის რაგბის ასოციაცია (NAWIRA) | ||||
---|---|---|---|---|
აშშ | ბაჰამის კუნძულები | ბარბადოსი | ბერმუდის კუნძულები | გაიანა |
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები | იამაიკა | კაიმანის კუნძულები | კანადა | მექსიკა |
სენტ-ლუსია | სენტ-ვინსენტი და გრენადინები | ტრინიდადი და ტობაგო | ||
ოკეანეთის რაგბის კავშირი (FORU) | ||||
---|---|---|---|---|
ავსტრალია | ამერიკის სამოა | ახალი ზელანდია | ვანუატუ | კუკის კუნძულები |
ნიუე | პაპუა-ახალი გვინეა | სამოა | სოლომონის კუნძულები | საფრანგეთის პოლინეზია |
ტონგა | ფიჯი | |||
საბჭო თავისი ეგიდით ატარებს:
გარდა ამისა ირბ თავისი პატრონაჟით ატარებდა ან ატარებს სხვადასხვა ტურნირებს:
ზემოთ ჩამოთვლილი ტურნირების გარდა არის ორი სანაკრებო ტურნირი რომლებიც მართლია ირბ-ს უშუალო ეგიდით არ ტარდება მაგრამ უდიდესი ინტერესით სარგებლობს რაგბის სამყაროში. ესენია:
ასევე ორი უაღრესად საინტერესო ტურნირია საკლუბო დონეზეც:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.