სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
მატანი — სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე მატნისხევის (ალაზნის სისტემა) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 570 მ, ახმეტიდან 5 კმ.
სოფელი | |
---|---|
მატანი | |
სოფლის ხედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
თემი | მატანი |
კოორდინატები | 42°04′39″ ჩ. გ. 45°11′52″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 570 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 4451[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4451 ადამიანი.
სოფლის მიდამოები V-VI საუკუნეებიდან ყოფილა დასახლებული. სახელწოდება სოფელს ერწო-თიანეთიდან კახეთში მოსახლეობის ინტენსიური მიგრაციის დროს უნდა შერქმეოდა. თვით ერწოში ტოპონიმი „მატანი“ XII-XIII საუკუნეებშია დადასტურებული.
ქართულ საისტორიო წყაროებში სოფელი პირველად XVI საუკუნეში ლევან კახთა მეფის დროს (1518/1520–1574 წწ.) იხსენიება. XVII–XVIII საუკუნეებში მატანი კახეთის თავადებს ჩოლოყაშვილებს ეკუთვნოდათ.
1798 წელს სოფელში დაბანაკებულმა დავით ბატონიშვილმა 100 კაცით სასტიკად დაამარცხა ლეკთა 500-კაციანი რაზმი და ალაფი დაატოვებინა.
1812 წლის აჯანყების დროს მატნელებმა და ახმეტელებმა დაამარცხეს მატანში მდგარი რუსების სამხედრო ნაწილი.
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოფელი თიანეთის მაზრაში შევიდა.
სოფლის დასავლეთით, 3-4 კმ-ზე, დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო კომპლექსი „ცხრაკარა“. თვით სოფელში რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები წმ. ნიკოლოზის ეკლესია (XVI ს.) და შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევებია. სოფლის მახლობლად შემორჩენილია ჩოლოყაშვილთა სასახლის ნანგრევები და სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები. 2012 წელს სოფელთან აღმოაჩინეს „დევების ნასადგომარი“ - ციკლოპური ნაგებობების ნაშთები[3]
სოფელში ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება რამდენიმე რელიგიური ხასიათის ფესტივალი, მათ შორის აღსანიშნავია დიდბატონობა (წმ. გიორგის დღის აღნიშვნა 23 ნოემბერს), ყეინობა (დიდმარხვის პირველ დღეს), ლაშარობა (შემოდგომით) და ციხეგორობა (აღდგომის სამშაბათს).
მატანში დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი (1888-1930).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.