From Wikipedia, the free encyclopedia
კეთრინ (კეიტ) ენ მოსი (ინგლ. Katherine „Kate“ Ann Moss; 16 იანვარი 1974, კროიდონი, გაერთიანებული სამეფო) — ბრიტანელი სუპერმოდელი, „Forbes“-ის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მოდელია მსოფლიოში.[1]
კეიტ მოსი Kate Moss | |
---|---|
ნამდვილი სახელი |
კეთრინ ენ მოსი ინგლ. Katherine Ann Moss |
დაბ. თარიღი | 16 იანვარი, 1974 |
დაბ. ადგილი | კროიდონი, დიდი ბრიტანეთი |
სიმაღლე | 168 სმ |
წონა | 48 კგ |
მკერდი | 86 სმ |
წელი | 66 სმ |
თეძო | 90 სმ |
თმის ფერი | შავგრემანი |
თვალები | მწვანე |
ეროვნება | ბრიტანელი |
1990 წელს კეიტ მოსი გადაიღეს სარეკლამო რგოლში, ხოლო უკვე 1992 წელს მოდურმა ბრენდმა „Calvin Klein“-მა შესთავაზა მოდელს კონტრაქტი 4 მილიონ დოლარზე. 90-იანიების შუა წლებში ვარსკლავის ჰონორარი დღეში 10 ათას აშშ დოლარს აღემატებოდა. გასული საუკუნის დასასრულისთვის კეიტ მოსი შემოუერთდა სუპერმოდელთა პლეადას, რომელშიც შედიოდნენ ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი. კეტრინის სახე მსოფლიო მნიშვნელობის მოდური ჟურნალების ყდებზე მოხდა, მის შესახებ წერდნენ წიგნებს, კინოში გადაღებას სთავაზობდნენ.
მთელი თავისი კარიერის მანძილზე კეიტ მოსი მონაწილეობდა სხვადასხვა მოდური სახლების ჩვენებებში, მათ შორის იყვნენ Gucci, Dolce & Gabbana, Louis Vuitton, Versace, Chanel, Missoni, Dior, Longchamp, David Yurman და ა.შ.
ჟურნალ „Forbes“-ის მიხედვით კეიტ მოსი არის მეორე ადგილზე ჟიზელ ბუნდჰენის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელთა შორის.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.