ნაომი ელეინ კემპბელი (ინგლ. Naomi Elaine Campbell; დ. 22 მაისი, 1970) — ინგლისელი სუპერმოდელი, მსახიობი, მომღერალი, სიმღერების ავტორი.
ნაომი კემპბელი სთრითემში, ლონდონში დაიბადა. დედამისი ვალერი კემპბელი (ქალიშვილობის გვარით მორისი) იამაიკური წარმოშობის ყოფილი ბალერინაა. დედის სურვილის თანახმად, ნაომის თავისი უცნობი მამა არასდროს უნახავს, რომელმაც 18 წლის ვალერი, ორი თვის ნაომით ხელში, სამუდამოდ მიატოვა. ნაომის არა მხოლოდ იამაიკური, არამედ ჩინური წარმოშობაც აქვს, კერძოდ კი, მამამისის დედის ხაზით (მინგის გვარის წარმომადგენლები). საკუთარ გარეგნობაზე ნაომი ამბობს: „ჩემი ნაკვთები სრულიად ეთნიკურია და მე ამით ვამაყობ“.
ბავშვობაში ნაომი ძიძასთან დიდ დროს ატარებდა, როდესაც დედამისი ევროპის გარშემო საცეკვაო ტურნეთი იმყოფებოდა ხოლმე კორდებალეტ „ფანტასტიკასთან“ ერთად. 10 წლისა „იტალიის კონტის საბალეტო აკადემიაში“ ჩაირიცხა. ის დანრეივენის მოწინავე სკოლაში დადიოდა, რომელიც ლონდონში, სთრითემის ლონდონის შიდა საგანმანათლებლო დაწესებულებად იწოდება.
ნაომის პირველი გამოჩენა საზოგადოების წინაშე 1978 წელს მოხდა, როდესაც 7 წლის გოგონა ბობ მარლიმ მუსიკალურ კლიპში Is This Love? გადაიღო. 1982 წელს კი მეორე კლიპი გამოვიდა მისი მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოშო ნაომი უკვე ცეკვავს. პოდიუმზეა 15 წლიდან.
- ყინულივით ცივი (1991)
- In The Closet (video)
- ეროტიკა (video)
- ღამე რომელიც არასდროს დამდგარა (1993)
- მზა ტანსაცმელი (1994) (Cameo)
- Unzipped (1995) (documentary)
- მაიამის რაფსოდია (1995)
- უონგ ფუს მადლობა ყველაფრისთვის! ჯული ნიუმარი (1995)
- კატის სიარული (1996) (დოკუმენტური)
- გოგონა 6 (1996)
- პირადში შეჭრა (1996)
- Beautopia (1998) (documentary)
- ალან სმაითის ფილმი: დაიწვი ჰოლივუდო, დაიწვი (1998)
- Trippin' (1999)
- სიყვარულის ტყვე (1999)
- Ali G Indahouse (2002)
- Fat Slags (2004)
- ძახილი (2006) (მოკლე როლი)
- კარმა, სარწმუნოებები და სიწმინდე (2006)
- უგვანი ბეთი (2008, ერთი ეპიზოდი)
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნაომი კემპბელი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ნაომი კემპბელი საიტზე Discogs
- ნაომი კემპბელი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.