From Wikipedia, the free encyclopedia
ზურაბ ზვიადაური (დ. 2 ივლისი, 1981, ახმეტა) — ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი.
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ეროვნება | ქართველი | |||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 2 ივლისი, 1981 | |||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | ახმეტა | |||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 182 სმ | |||||||||||||||||||||||
წონა | 90 კგ | |||||||||||||||||||||||
სპორტი | ||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | საქართველო | |||||||||||||||||||||||
სპორტი | ძიუდო | |||||||||||||||||||||||
|
2005 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია ძიუდოს მწვრთნელის კვალიფიკაციით. 1998 წელს ზურაბ ზვიადაური მსოფლიოს ჭაბუკთა თამაშების მეორე პრიზიორი გახდა, ხოლო 2000 წელს — მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. ზვიადაურმა ორჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი მსოფლიოს 2001 და 2003 წლების ჩემპიონატებზე, ხოლო ევროპის 2002 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო. ზვიადაურმა 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალი მოიპოვა 90 კგ წონით კატეგორიაში და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
მოგვიანებით ზვიადაური ასპარეზობდა შერეული საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრებებში.[1]
არის სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2004, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის (2018) და ღირსების ორდენი კავალერი.
წელი | ტურნირი | მასპინძელი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
2001 | მსოფლიო ჩემპიონატი | მიუნხენი, გერმანია | -90 კგ | |
2002 | ევროპის ჩემპიონატი | მარიბორი, სლოვენია | -90 კგ | |
2002 | ევროპის ჩემპიონატი | მარიბორი, სლოვენია | -90 კგ | |
2002 | მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი | ბაზელი, შვეიცარია | -90 კგ | |
2003 | ევროპის გუნდური ჩემპიონატი | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი | -90 კგ | |
2003 | მსოფლიო ჩემპიონატი | ოსაკა, იაპონია | -90 კგ | |
2004 | ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშები | ათენი, საბერძნეთი | -90 კგ | |
2006 | ევროპის გუნდური ჩემპიონატი | ბელგრადი, სერბეთი და ჩერნოგორია | -90 კგ | |
2012 | ევროპის ჩემპიონატი | ჩელიაბინსკი, რუსეთი | -90 კგ |
2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ახმეტის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
ზურაბ ზვიადაური არის საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტის, ჯარჯი ზვიადაურის ბიძაშვილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.