წლის მეხუთე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში From Wikipedia, the free encyclopedia
მაისი (ლათ. Maius) — გრიგორიანული კალენდრის მეხუთე თვე. მასში 31 დღეა.
სახელი ეწოდა ნაყოფიერების რომაული ღვთაების, მერკურის დედის, მაიას მიხედვით. მაისის ძველქართული სახელწოდებაა ვარდობისა, ვარდობისთვე.
მაისი არის გაზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შემოდგომისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.
მაისის ზოდიაქოს ნიშნებია კურო და მარჩბივი.
არცერთი თვე არ იწყება კვირის იმ დღით, რითაც მაისი.
კორნელი კეკელიძე ვარდობისას 3 აპრილი — 2 მაისით საზღვრავდა[1].
კ. კეკელიძის აზრით[2] „ვარდობისაჲ“ (თთუე) წმინდა ქართული სახელია, რომელიც აღნიშნავს ვარდის ან ზოგადად ყვავილის გაშლის სეზონს. ამიტომაცაა რომ მას ბიბლიის ძველ ვერსიებში ეწოდება აგრეთვე „თვე ყვავილობისაჲ“[3]. ვარდობისა და ყვავილობის თვის შესატყვისად ბიბლიის სხვა ადგილებში გამოიყენება თთუე ახალთაჲ ანუ ახლისაჲ[4], რაც უდრის ბერძნული ბიბლიის — „έν μηνί τών“, სლავურის — „месяц новых плодов“, ხოლო ებრაულ ბიბლიაში, აქედან რუსულშიც, ამ სახელებს უდრის თვის სახელი „ავივ“.
„ჟამსა მას თთჳსა ვარდობისასა, რამეთუ თთუესა მას ყუავილობისასა გამოხუედ შენ ქუეყანით ეგჳპტით[5].“ |
„და კუალად ტანჯვაჲ ვარდობისა თთუესა ათცხრამეტსა[6].“ |
„თთუესა ივნისსა კთ. ჴსენებაჲ წმიდათა მოციქულთა პეტრჱსი და პავლჱსი ჰრომეს შინა უწინარჱს რვისა დღისა ვარდობისა[7].“ |
საყურადღებოა, რომ ებრაელების მეორე თვეს, რომელიც დაახლოებით იმავე სეზონში მოდიოდა, ეწოდება „ზიფ“, რაც ყვავილთა თვეს ნიშნავს.
„თთუესა შინა ზიფს, თთუესა მეორესა[8].“ |
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.