მუნიციპალიტეტი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
აბაშის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება მარტვილის, აღმოსავლეთით — სამტრედიის და ხონის, სამხრეთით — სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით — სენაკის მუნიციპალიტეტები. ფართობი — 322.5 კმ². 2014 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენდა 22 341 კაცს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. აბაშა.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
აბაშის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | აბაშა | ||||
კოორდინატები | 42°12′15″ ჩ. გ. 42°12′10″ ა. გ. | ||||
მერი | გიგა გაბელაია | ||||
ფართობი | 322.5 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 19 600[1] კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 69.3 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99.63 % რუსები 0.23 % უკრაინელები 0.03 % ოსები 0.02 %[2] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 99,11 %[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | (412) | ||||
საფოსტო ინდექსი | 0200–0299 | ||||
ოფიციალური საიტი | https://abasha.gov.ge/ | ||||
| |||||
ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შუა საუკუნეებში შედიოდა ჯერ მოხირისში, შემდეგ სამოქალაქოში. XV საუკუნის 70-იან წლებში მისი დიდი ნაწილი უშუალოდ სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში შევიდა, ის ნაწილი კი, რომელიც მდინარეების ნოღელისა და რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, საჭილაოს ეკუთვნოდა. საჭილაოს ცენტრი იყო სოფელი ტყვირი. XVI საუკუნეში საჭილაოს საზღვარი დასავლეთით ეკის მთამდე აღწევდა, ჩრდილოეთით - ბანძამდე, სამხრეთით - გურიის მთებამდე, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე გუბისწყალამდე. ჭილაძეები იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ მთავრის ტიტულის მოპოვებას ცდილობდნენ. 1613 წლიდან საჭილაოს სადავო სოფლები (სამეგრელოსა და იმერეთს შორის) სამეგრელოს სამთავროში შევიდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ჭილაძეები დასუსტდნენ, ხოლო საჭილაო ჭყონდიდის ეპარქიაში შევიდა. ამ დროიდან ტერიტორიას საჭილაოს ნაცვლად საჭყონდიდლო ეწოდა და ეს სახელწოდება შენარჩუნდა 1803 წლამდე. 1858 წლიდან, რუსეთის მიერ სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ ეს ტერიტორია სენაკის მაზრაში შევიდა სუჯუნის საბოქაულოს სახით. 1930 წელს შეიქმნა აბაშის რაიონი, 1963-1966 წლებში შედიოდა გეგეჭკორის რაიონში.
საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[4]. სსიპ „აბაშის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 222448643) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 24 ნოემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2007 წლის 25 თებერვალი[5].
მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება მარტვილის, აღმოსავლეთით — სამტრედიის და ხონის, სამხრეთით — სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით — სენაკის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფართობია 322,5 კმ², აქედან 207,74 კმ² სასოფლო — სამეურნეო დანიშნულებისაა, ტყეებს უჭირავს 16,31 კმ².
მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 20-50 მ სიმაღლის ვაკე-დაბლობია. აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით, თიხებით). დახრილია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილი სოფელ სეფიეთის მიდამოებშია. აქ ტალღისებრი მცირე ამაღლებანია. მდინარეების ცხენისწყლისა და ნოღელას კალაპოტში არის მარალი ხარისხის საშენი ქვიშა და ხრეში, სოფელ ძიგურისა და ნაესაკაოს მიდამოებში — სააგურე თიხა.
მუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. საშუალო წლიური ტემპერატურა 14 °C. იანვრის ტემპერატურა 4.9 °C, ივლისისა 22.9 °C. აბსოლუტური მინიმუმი — 19 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი — 39 °C. ნალექების წლიური რაოდენობაა 1620 მმ, გაზაფხულზე იცის მოულოდნელი ყინვები. ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. ქარები რომელთა სიჩქარე ზოგჯერ 30 – 33 მეტრ/წამს აღწევს, მუსონურია, ხშირია ფიონები და ბრიზები.
ჰიდროგრაფიული ქსელით მუნიციპალიტეტი მდიდარია. აქ უმეტესად მოცემულია მდინარეთა ქვემო დინებები. სამხრეთ ნაწილში აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 42,4 კმ-ზე მდორეთ მოედინება მდინარე რიონი, აჩენს მეანდრებსა და და ე. წ. ნარიონალებს. აბაშისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მოედინება რიონის მარჯვენა შენაკადი ცხენისწყალი. მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში — მდინარე აბაშა, რომელიც ერთვის ტეხურს. მცირე მდინარეებია: ნოღელა, კოვზა, ზანა. ცხენისწყალს მარჯვნიდან გამოეყოფა ტოტი — დიდი ნოღელა. მდინარეთა საზრდოობა შერეული ხასიათისაა. წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. მდინარეებიდან აღსანიშნავია: რიონი, ცხენისწყალი, აბაშა. აბაშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში „სირიაჩქონის“ ჭაობია, რომელიც გურია-სამეგრელოს შორის რაიონისპირა ჭაობის გაგრძელებაა, გაყვანილია წყალსაწრეტი არხები.
ძირითადად გავრცელებულია ალუვიური კარბონატული ნიადაგი. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში — სუბტროპიკული ეწერი, სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, ჭაობიანი ნიადაგია. ძირითადი ლანდშაფტებია: 1. ვაკე-დაბლობი, კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით; 2. ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგებით.
მცენარეული საფარი კოლხური ტიპისაა. ტყე და ბუჩქნარი ცოტაა. ხის სახეობებიდან ძირითადად გვხვდება: მურყანი, შემაღლებულ ადგილებში — ჭალის მუხა და წიფელი, გავრცელებულია თელაც. უხვადაა ლეშამბო. ტყეში არის თხილი, თუთა, პანტა, მაჟალო და სხვა.
ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია, გვხვდება ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი, იშვიათად — წავი. ბევრია ტყის თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია. ჭაობიან ადგილებში აკლიმატიზებულია ნუტრია. მრავლადაა მწყერი, ყვავი, ჩხიკვი, გუგული. გველხოკერა, ზოლებიანი ხვლიკი, ანკარა, გომბეშო, ტყის ბაყაყი. მდინარეებში არის ქაშაპი, კოლხური ტობი, კოლხური ციმორი. მცირე რაოდენობითაა გარეული ღორი, შველი, ხოხობი, რომელთა დასაცავად მუნიციპალიტეტის პირას შექმნილია კაცობურის აღკვეთილი.
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. აბაშის მუნიციპალიტეტში 16 ტერიტორიული ერთეულია, ესენია:
პარტია | 2017[6] | 2021[7] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 21 | 18 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 6 | 8 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აპც - გირჩი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლეიბორისტული პარტია | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავისუფალი საქართველო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სახელმწიფო ხალხისთვის | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დამოუკიდებელი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 32 | 30 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები არიან (99,63 %), მცირე რაოდენობით ცხოვრობენ რუსები და სხვა. განსახლების ზონა ზღვის დონიდან 50 მ-მდეა. მოსახლეობის რიცხოვნობა — 22 341 კაცი (2014 წ); სიმჭიდროვე — 69,3 კაცი კმ²-ზე. მუნიციპალიტეტში 36 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 35 სოფელი (2014 წ.).
რაიონი/მუნიციპალიტეტი[8] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
აბაშის | 30 286 | 30 416 | 29 246 | 28 219 | 28 600 | 28 707 | 22 341 | 21 700 | 21 200 | 20 800 |
მუნიციპალიტეტში არსებული ეკლესია–მონასტრები:
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. მისდევენ ასევე მემცენარეობას, მებოსტნეობა-მებაღჩეობას. მრავალწლიანი კულტურებიდან მთავარია ჩაი. მუნიციპალიტეტში არის მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები, ჩაის ფაბრიკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი.
მუნიციპალიტეტში არის:
აბაშის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწენი:
ცნობილი მედიკოსები:
ქართული კულტურის მეცენატები:
ისტორიული ძეგლები:
მუზეუმები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.