From Wikipedia, the free encyclopedia
თავისუფალი საქართველო — კონსერვატიული პოლიტიკური პარტია საქართველოში. შეიქმნა 2010 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. პარტიის ლიდერია კახა კუკავა.
თავისუფალი საქართველო | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | კახა კუკავა |
ისტორია | |
დაფუძნდა | 12 ნოემბერი, 2010 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | კონსერვატიზმი[1] |
პოლიტიკური პოზიცია | მემარჯვენე-ცენტრიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
0 / 150 |
საკრებულოები |
1 / 2 068 |
თბილისის საკრებულო |
0 / 50 |
ფერები | |
შტაბ-ბინა | ქ. თბილისი, ოთარ ონიაშვილის 80 |
freegeo.ge |
2010 წლის 12 ნოემბერს კოალიცია ეროვნული საბჭოს ბაზაზე ორგანიზაცია-„თავისუფალი საქართველო“-დაფუძნდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნა კახა კუკავა.[2] 2011 წლის მარტში თავისუფალი საქართველო „ეროვნულ საბჭოს“ გამოეყო. კოალიციის დატოვების შემდეგ კუკავამ განცხადა, რომ „ეროვნული საბჭოსთვის" მიუღებელი აღმოჩნდა „თავისუფალი საქართველოს“, როგორც პარტიული ორგანიზაციის არსებობა.[3] 2012 წლამდე პარტია იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის რადიკალურ ოპოზიციაში. პარტია იყო არაერთი საპროტესტო აქციის ორგანიზატორი და მონაწილე.
2016 წლის 8 ივნისს ჩამოყალიბდა საარჩევნო ბლოკი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, სადაც გაერთიანდა 6 პარტია:
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკმა გადალახა 5%-იანი ბარიერი და პარლამენტში გაიყვანა 6 დეპუტატი. საარჩევნო ბლოკში მყოფი ყველა პარტია გახდა კვალიფიციური სუბიექტი.
პარტიის პროგრამაში საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია ავტორიტარული სისტემის დემონტაჟი და ევროპული ტიპის დემოკრატიული რეფორმების გატარება, სამართლიანობის აღდგენა და სამართლებრივი რეფორმა. სოციალურ პოლიტიკაში ძირითადი მიმართულებაა ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროების სახელმწიფო დაფინანსების ზრდა. პარტიის ეკონომიკური პროგრამა გულისხმობს ეროვნული წარმოებისა და გლეხობის მხარდაჭერას, მონოპოლიებთან ბრძოლას. პარტიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია საქართველოს თვითმყოფადობის დაცვა, ევროპული ინტეგრაცია და რუსეთთან კონფლიქტების მოწესრიგება. პარტია საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის წინააღმდეგია. პარტია თავს მიიჩნევს საარჩევნო ბლოკ „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს“ იდეურ მემკვიდრედ.
„თავისუფალი საქართველო“ მონაწილეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც აიღო ხმათა 0,27%.[5] რამდენიმე თვეში გამართულ შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის ოლქში „თავისუფალმა საქართველომ“ დაიკავა მეორე ადგილი (17,26%), დამარცხდა „ქართული ოცნების“ კანდიდატთან 39,48% და გაუსწრო ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ (15,11%).[6] 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „თავისუფალ საქართველოს“ კანდიდატურა არ დაუყენებია. 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში „ახალ მემარჯვენეებთან“ ერთად ხმათა 2,24% მიიღო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მოიპოვა 6393 ხმა (0,33%).
ამჟამად პარტია წარმოდგენილია ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
წელი | არჩევნები | მიღებული პროცენტი | შენიშვნა | კოალიცია |
---|---|---|---|---|
2012 | საპარლამენტო | 0,27% | ვერ გადალახა ბარიერი | დამოუკიდებელი |
2014 | ადგილობრივი | 2,24% | მეექვსე ადგილი | არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) |
2016 | საპარლამენტო | 5,01% | კოალიციამ მოიპოვა ექვსი მანდატი | საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია |
2017 | ადგილობრივი | 2,59% | მეექვსე ადგილი | დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო |
2018 | საპრეზიდენტო | 1,33% | კახა კუკავა გავიდა მეშვიდე ადგილზე | დამოუკიდებელი |
2020 | საპარლამენტო | 0,33% | ვერ გადალახა ბარიერი | დამოუკიდებელი |
2021 | ადგილობრივი | 0,19% | მეთხუთმეტე ადგილი | დამოუკიდებელი |
პარტიის უმაღლესი ორგანოა ყრილობა. ყრილობებს შორის პარტიას მართავს პოლიტიკური საბჭო. პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან: კახა კუკავა (თავმჯდომარე), ზაზა ხატიაშვილი (თანათავმჯდომარე), კახა ლაფერიშვილი, თამარ ფაჩულია, ნანა ხომასურიძე, გია ნემსაძე, დავით ჭაბუკაშვილი, ლალი ფერაძე, დავით მოძღვრიშვილი, ზურაბ ჯინჯოლავა, მალხაზ ფილაური.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.