Wrestlemania — წლის მთავარი შოუ ამერიკულ რესლინგ-პრომოუშენ World Wrestling Entertainment (WWE)-ში. იგი არის ე.წ „pay-per-view“ (PPV) შოუ, რომელიც იმართება წელიწადში ერთხელ მარტში ან აპრილში.
WrestleMania | |
---|---|
ოფიციალური ლოგო | |
დაიწყო | 1985 |
სიხშირე | ყოველწლიური |
ქვეყანა | აშშ |
ინაუგურაცია | WrestleMania I |
დამფუძნებელი | ვინს მაკმენი |
უახლესი | WrestleMania 34 |
დასწრება | 78,133 (2018) |
საიტი | ოფიციალური |
რესლმანიის კონცეფცია შექმნა WWE-ის მფლობელმა ვინს მაკმენმა 1984 წელს. პირველი რესლმანია გაიმართა 1985 წლის 31 მარტს ნიუ-იორკში, არენა მედისონ-სკვერ-გარდენზე. მე-10 და მე-20 საიუბილეო შოუ გაიმართა ამავე არენაზე. მას შემდეგ გაიმართა 34 შოუ, ხოლო უკანასკნელი — 2018 წლის 8 აპრილს, ახალი ორლეანში, ლუიზიანაში. მომდევნო შოუ დაგეგმილია 2019 წლის 7 აპრილს, ნიუ-ჯერსიში. რესლმანიის ტრანსლირება ხორციელდება pay-per-view-ის სისტემით და WWE Network-ის ქსელით და ითვლება ყველაზე წარმატებულ მოვლენად რესლინგის ისტორიაში.
რესლმანიის წარმატებამ დაეხმარა რესლინგის ქცეულიყო პოპ-კულტურის ნაწილი. ისეთი ცნობადი ადამიანები როგორებიც არიან არეთა ფრანკლინი, სინდი ლოპერი, მუჰამედ ალი, მისტერ ტი, ელის კუპერი, პამელა ანდერსონი, მაიკ ტაისონი, დონალდ ტრამპი, ფლოიდ მეივეიზერი, მიკი რურკი, სნუპ დოგი, შონ კომბსი, კიდ როკი, ოზი ოსბორნი და შაკილ ო’ნილი სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ შოუში.
WrestleMania III, რომელიც ჩატარდა პონტიაკში, მიჩიგანში, 2010 წლამდე იყო ყველაზე მონახულებადი სპორტული მოვლენა მსოფლიოში (დახურულ სივრცეში), რომელსაც დაესწრო 93 173 ადამიანი. რესლმანია არის ყველაზე დიდი და ძველი შოუ მთელი რესლინგის ისტორიაში, რის გამოც მას უწოდებენ „უკვდავ შოუს“. ამ PPV-ს მთავარ ღონისძიებაში (მთავარ მატჩში) მონაწილეობა რესლერისთვის მთელი კარიერის მიღწევაა. ამ შოუს კი წარმოადგენენ ბრენდები „WWE RAW“ და „WWE Smackdown!“.
რესლმანიების ჩატარების თარიღები და ადგილები
რესლმანია | თარიღი | ქალაქი | არენა | მთავარი ღონისძიება | |
---|---|---|---|---|---|
რესლმანია 1 | 1985 წლის 31 მარტი | ნიუ-იორკი | მედისონ-სქვერ-გარდენი | ჰალკ ჰოგანი და მისტერ ტი როდი პაიპერისა და პოლ ორნდოფის წინააღმდეგ | [1] |
რესლმანია 2 | 1986 წლის 7 აპრილი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, როუზმონტი, ნიუ-იორკი | ოლსტეიტ არენა, ნასაუ კოლიზეუმ არენა | ჰალკ ჰოგანი კინგ კონგ ბანდის წინააღმდეგ რკინის გალიაში WWF-ის ჩემპიონის ტიტულისთვის | [2] |
რესლმანია III | 1987 წლის 29 მარტი | პონტიაკი, მიჩიგანი | პონტიაკ სილვერდომი | ჰალკ ჰოგანი ანდრე გიგანტის წინააღმდეგ WWF-ის ჩემპიონის ტიტულისთვის | [3] |
რესლმანია IV | 1988 წლის 27 მარტი | ატლანტიკ-სიტი,ნიუ-ჯერსი | ტრამპ პლაზა | „მაჩო მენ“ რენდი სევეჯი (მის ელიზსაბეტთან ერთად) „მილიონერ“ ტედ დიბიასის (ანდრე გიგანტთან ერთად) წინააღმდეგ WWF-ის ჩემპიონის ტიტულისთვის | [4] |
რესლმანია V | 1989 წლის 2 აპრილი | ატლანტიკ-სიტი, ნიუ-ჯერსი | ტრამპ პლაზა | „უკვდავი“ ჰალკ ჰოგანი „მაჩო მენ“ რენდი სევეჯის წინააღმდეგ WWF-ის ჩემპიონის ტიტულისთვის | [5] |
რესლმანია VI | 1990 წლის 1 აპრილი | ტორონტო, ონტარიო, კანადა | სკაი დომი | ინტერკონტინენტალური ჩემპიონი უკანასკნელი მებრძოლი „უკდავი“ ჰალკ ჰოგანის წინააღმდეგ WWF-ის ჩემპიონის ტიტულისთვის | [6] |
რესლმანია VII | 1991 წლის 24 მარტი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია | ლოს-ანჯელესის მემორიალური სპორტული არენა | „უკვდავი“ ჰალკ ჰოგანი სერჟანტ სლოტერის წინააღმდეგ WWF-ის ჩემპიონის ტიტულისთვის | [7] |
რესლმანია VIII | 1992 წლის 5 აპრილი | ინდიანაპოლისი, ინდიანა | ჰუზიერ დომი | „უკვდავი“ ჰალკ ჰოგანი სიდ ვიშესის წინააღმდეგ | [8] |
რესლმანია IX | 1993 წლის 4 აპრილი | ლას-ვეგასი, ნევადა | ცეზარ პალასი | „უკვდავი“ ჰალკ ჰოგანი იოკოზუნას წინააღმდეგ (მისტერ ფუჯისთან ერთად) და ბრეტ ჰარტი იოკოზუნას წინააღმდეგ (მისტერ ფუჯისთან ერთად) WWF-ის ჩემპიონის ტიტულისთვის | [9] |
რესლმანია X | 1994 წლის 20 მარტი | ნიუ-იორკი | მედისონ-სქვერ-გარდენი | ბრეტ ჰარტი იოკოზუნას წინააღმდეგ WWF-ის ტიტულისთვის | [10] |
რესლმანია XI | 1995 წლის 2 აპრილი | ჰარტფორდი, კონექტიკუტი | ჰარტფორდ სიციკ ცენტრი | ლოურენს ტეილორი ბამ ბამ ბიგელოუს წინააღმდეგ | [11] |
რესლმანია XII | 1996 წლის 31 მარტი | ანაჰაიმი, კალიფორნია | ჰონდა ცენტრი | შონ მაიკლზი ბრეტ ჰარტის წინააღმდეგ მატჩში „რკინის კაცის“ წესებით WWF-ის ჩემპიონის ტიტულისთვის | [12] |
რესლმანია 13 | 1997 წლის 23 მარტი | როუზმონტი, ილინოისი | ოლსტეიტ არენა | მესაფლავე სიდ ვიშესის წინააღმდეგ WWF-ის ჩემპიონის ტიტულისთვის | [13] |
რესლმანია XIV | 1998 წლის 29 მარტი | ბოსტონი, მასაჩუსეტსი | ფლიტ ცენტრი | სტივ ოსტინი შონ მაიკლზის წინააღმდეგ სპეციალური რეფერი - მაიკ ტაისონით WWF-ის ჩემპიონის ტიტულისთვის | [14] |
რესლმანია XV | 1999 წლის 28 მარტი | ფილადელფია, პენსილვანია | ველს-ფარგო ცენტრი | სტივ ოსტინი დუეინ ჯონსონის წინააღმდეგ WWE-ს ჩემპიონის ტიტულისთვის | [15] |
რესლმანია 2000 | 2000 წლის 2 აპრილი | ანაჰაიმი, კალიფორნია | ჰონდა ცენტრი | Triple H დუეინ ჯონსონის, მიკ ფოულის და ბიგ შოუს წინააღმდეგ WWE-ს ჩემპიონის ტიტულისთვის | [16] |
რესლმანია X-შვიდი | 2001 წლის 1 აპრილი | ჰიუსტონი, ტეხასი | NRG Astrodome | სტივ ოსტინი დუეინ ჯონსონის წინააღმდეგ მატჩში დისკვალიფიკაციების გარეშე WWE-ს ჩემპიონის ტიტულისათვის | [17] |
რესლმანია X8 | 2002 წლის 17 მარტი | ტორონტო, ონტარიო, კანადა | სკაი დომი | Triple H კრის ჯერიკოს წინააღმდეგ WWE-ს უდავო ჩემპიონის ტიტულისათვის | [18] |
რესლმანია XIX | 2003 წლის 30 მარტი | სიეტლი, ვაშინგტონი | სეიფკო-დილდი | ბროკ ლესნარი კურტ ენგლის წინააღმდეგ WWE-s ჩემპიონის ტიტულისთვის | [19] |
რესლმანია XX | 2004 წლის 14 მარტი | ნიუ-იორკი | მედისონ-სქვერ-გარდენი | Triple H შონ მაიკლზისა და კრის ბენუას წინააღმდეგ WWE-ს ჩემპიონის ტიტულისთვის | [20] |
რესლმანია 21 | 2005 წლის 3 აპრილი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია | სტეპლზ-ცენტრი | ბატისტა Triple H-ის წინააღმდეგ WWE-ს ჩემპიონის ტიტულისთვის | [21] |
რესლმანია 22 | 2006 წლის 2 აპრილი | ჩიკაგო, ილინოისი | ოლსტეიტ არენა | ჯონ სინა Triple H-ის წინააღმდეგ WWE-ს ჩემპიონის ტიტულისთვის | [22] |
რესლმანია 23 | 2007 წლის 1 აპრილი | დეტროიტი, მიჩიგანი | ფორდ ფილდი | ჯონ სინა შონ მაიკლზის წინააღმდეგ WWE-ს ჩემპიონის ტიტულისთვის | [23] |
რესლმანია XXIV | 2008 წლის 30 მარტი | ორლანდო, ფლორიდა | Citrus Bowl | მესაფლავე ადამ კოუპლენდის წინააღმდეგ WWE-ს მძიმე წონის ჩემპიონის ტიტულისთვის | [24] |
რესლმანია XXV | 2009 წლის 5 აპრილი | ჰიუსტონი, ტეხასი | Reliant Stadium | Triple H რენდი ორტონის წინააღმდეგ WWE-ს ჩემპიონის ტიტულისთვის | [25] |
რესლმანია XXVI | 2010 წლის 28 მარტი | ფინიქსი, არიზონა | University of Phoenix Stadium | შონ მაიკლზი მესაფლავის წინააღმდეგ : სტრიკი კარიერის წინააღმდეგ | [26] |
რესლმანია XXVII | 2011 წლის 3 აპრილი | ატლანტა, ჯორჯია | Georgia Dome | მიზი ჯონ სინას წინააღმდეგ WWE-ს ჩემპიონის ტიტულისთვის | [27] |
რესლმანია XXVIII | 2012 წლის 1 აპრილი | მაიამი, ფლორიდა | სან-ლაიფ სტედიუმი | დუეინ ჯონსონი ჯონ სინას წინააღმდეგ | [28] |
რესლმანია 29 | 2013 წლის 7 აპრილი | ისთ-რატერფორდი, ნიუ-ჯერსი | MetLife Stadium | დუეინ ჯონსონი ჯონ სინას წინააღმდეგ WWE-ს ჩემპიონის ტიტულისთვის | [29] |
რესლმანია XXX | 2014 წლის 6 აპრილი | ნიუ-ორლეანი, ლუიზიანა | მერსედეს-ბენც სუპერდოუმი | რენდი ორტონი ბატისტას და დენიელ ბრაიანის წინააღმდეგ WWE-ს ჩემპიონის ტიტულისთვის | [30] |
რესლმანია 31 | 2015 წლის 19 მარტი | სანტა-კლარა, კალიფორნია | ლევაის-სტედიუმი | ბროკ ლესნარი რომან რეინსის წინააღმდეგ WWE-ს ჩემპიონის ტიტულისთვის | [31] |
რესლმანია 32 | 2016 წლის 3 აპრილი | არლინგტონი, ტეხასი | AT&T სტედიუმი | Triple H რომან რეინსის წინააღმდეგ WWE-ს ჩემპიონის ტიტულისთვის | [32] |
რესლმანია 33 | 2017 წლის 2 აპრილი | ორლანდო, ფლორიდა | Citrus Bowl | Undertaker რომან რეინსის წინააღმდეგ | [33] |
რესლმანია 34 | 2018 წლის 8 აპრილი | ნიუ-ორლეანი, ლუიზიანა | mercedes benz superdome | ბროკ ლესნარი რომან რეინსის წინააღმდეგ WWE Universal Championship-ის ტიტულისთვის | [34] |
საინტერესო ფაქტები
- 1993 წლიდან დაწყებული, Royal Rumble-ს გამარჯვებული იღებდა სატიტულო მატჩის შანსს წლის მთავარ შოუზე WrestleMania.
- ტრამპ პლაზა ატლანტიკ-სიტიში, ნიუ-ჯერსი გახდა ერთადერთი ადგილი, სადაც რესლმანია ორი წელი ზედიზედ ტარდებოდა (რესლმანი IV და რესლმანია V)
- რესლმანია 32-ზე დაყენდა ახალი რეკორდი ხალხის დასწრებასთან დაკავშირებით. ოფიციალური წყაროებზე დაყრდნობით, ამ შოუს 101 763 ადამიანი დაესწრო.[35] მაგრამ, ჟურნალისტმა დეივ მელტცერმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არასწორია და სტადიონის პერსონალის ჩათვლით არენაზე 97 769 ადამიანი იმყოფებოდა.
- VI და X8 რესლმანიები გაიმართნენ აშშ-ს ფარგლებს გარეთ. ორივე გაიმართა სკაი დომში (როჯერს ცენტრში), ტორონტოში, ონტარიო, კანადა
- Undertaker არის ერთადერთი რესლერი დედამიწაზე რომელიც რესლმანიებზე 1991 წლიდან 2016-მდე 24 წელი გამოდიოდა და მისი მატჩების სტატისტიკაა 23-1, რაც თავის მხრივ, კიდევ ერთი რეკორდია.
ლიტერატურა
- Basil V. Devito & Joe Layden (2001). WWF WrestleMania : The Official Insider's Story. HarperCollins. ISBN 0-00-710667-X.
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „WrestleMania“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- WrestleMania-ს ისტორია დაარქივებული 2010-04-20 საიტზე Wayback Machine.
- WrestleMania: Happy 25th! დაარქივებული 2010-05-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.