![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/42/Wrestlemania_Neutral_Logo.svg/langka-640px-Wrestlemania_Neutral_Logo.svg.png&w=640&q=50)
WrestleMania
From Wikipedia, the free encyclopedia
Wrestlemania — წლის მთავარი შოუ ამერიკულ რესლინგ-პრომოუშენ World Wrestling Entertainment (WWE)-ში. იგი არის ე.წ „pay-per-view“ (PPV) შოუ, რომელიც იმართება წელიწადში ერთხელ მარტში ან აპრილში.
WrestleMania | |
---|---|
![]() ოფიციალური ლოგო | |
დაიწყო | 1985 |
სიხშირე | ყოველწლიური |
ქვეყანა | აშშ |
ინაუგურაცია | WrestleMania I |
დამფუძნებელი | ვინს მაკმენი |
უახლესი | WrestleMania 34 |
დასწრება | 78,133 (2018) |
საიტი | ოფიციალური |
რესლმანიის კონცეფცია შექმნა WWE-ის მფლობელმა ვინს მაკმენმა 1984 წელს. პირველი რესლმანია გაიმართა 1985 წლის 31 მარტს ნიუ-იორკში, არენა მედისონ-სკვერ-გარდენზე. მე-10 და მე-20 საიუბილეო შოუ გაიმართა ამავე არენაზე. მას შემდეგ გაიმართა 34 შოუ, ხოლო უკანასკნელი — 2018 წლის 8 აპრილს, ახალი ორლეანში, ლუიზიანაში. მომდევნო შოუ დაგეგმილია 2019 წლის 7 აპრილს, ნიუ-ჯერსიში. რესლმანიის ტრანსლირება ხორციელდება pay-per-view-ის სისტემით და WWE Network-ის ქსელით და ითვლება ყველაზე წარმატებულ მოვლენად რესლინგის ისტორიაში.
რესლმანიის წარმატებამ დაეხმარა რესლინგის ქცეულიყო პოპ-კულტურის ნაწილი. ისეთი ცნობადი ადამიანები როგორებიც არიან არეთა ფრანკლინი, სინდი ლოპერი, მუჰამედ ალი, მისტერ ტი, ელის კუპერი, პამელა ანდერსონი, მაიკ ტაისონი, დონალდ ტრამპი, ფლოიდ მეივეიზერი, მიკი რურკი, სნუპ დოგი, შონ კომბსი, კიდ როკი, ოზი ოსბორნი და შაკილ ო’ნილი სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ შოუში.
WrestleMania III, რომელიც ჩატარდა პონტიაკში, მიჩიგანში, 2010 წლამდე იყო ყველაზე მონახულებადი სპორტული მოვლენა მსოფლიოში (დახურულ სივრცეში), რომელსაც დაესწრო 93 173 ადამიანი. რესლმანია არის ყველაზე დიდი და ძველი შოუ მთელი რესლინგის ისტორიაში, რის გამოც მას უწოდებენ „უკვდავ შოუს“. ამ PPV-ს მთავარ ღონისძიებაში (მთავარ მატჩში) მონაწილეობა რესლერისთვის მთელი კარიერის მიღწევაა. ამ შოუს კი წარმოადგენენ ბრენდები „WWE RAW“ და „WWE Smackdown!“.