![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/f/f2/VY_%25E1%2583%2593%25E1%2583%2598%25E1%2583%2593%25E1%2583%2598_%25E1%2583%25A5%25E1%2583%259D%25E1%2583%25A4%25E1%2583%2590%25E1%2583%2599%25E1%2583%2598.jpeg/640px-VY_%25E1%2583%2593%25E1%2583%2598%25E1%2583%2593%25E1%2583%2598_%25E1%2583%25A5%25E1%2583%259D%25E1%2583%25A4%25E1%2583%2590%25E1%2583%2599%25E1%2583%2598.jpeg&w=640&q=50)
VY დიდი ქოფაკი
From Wikipedia, the free encyclopedia
VY დიდი ქოფაკი — წითელი ჰიპერგიგანტი ვარსკვლავი, რომელიც დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედშია მოთავსებული. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია მზის რადიუსით და თავის ტიპში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა. მისი რადიუსი დაახლოებით 1420 ± 120 მზის რადიუსია[2] (ეს ტოლია 13,2 ასტრონომიული ერთეულის ან 1 976 640 000 კილომეტრისა) და დედამიწიდან 1,2 კილოპარსეკითაა (3900 სინათლის წელიწადი) დაშორებული. VY დიდი ქოფაკი ერთადერთი ვარსკვლავია, რომელიც ნახევრადრეგულარულ ცვალებადაა კატეგორიზირებული და მისი პერიოდი დაახლოებით 2000 დღეა. მისი საშუალო სიმკვრივე 5—10 მგ/მ3-ია. ეს ვარსკვლავი მზის სისტემაში მზის ნაცვლად რომ იყოს მოთავსებული, მისი ზედაპირი იუპიტერის ორბიტის გაღმა გადაიჭიმებოდა (იმის მიუხედავად, რომ კვლავ არსებობს მისი რადიუსის შეფასებაში ცვალებადობები).[6]
სწრაფი ფაქტები დაკვირვების მონაცემები, ეპოქა: ...
![]() VY დიდი ქოფაკის ნამდვილი სურათი (ყველაზე კაშკაშა ფოტოში) და მის გარშემო არსებული მოლეკულური ღრუბლის კომპლექსი ღია გროვა NGC 2362-ში. ფოტო გადაღებულია კოლუმბიის უნივერსიტეტის რეზერფორდის ობსერვატორიიდან (ნიუ-იორკი, აშშ) 2014 წლის 7 სექტემბერს. | |
დაკვირვების მონაცემები | |
---|---|
ეპოქა: | J2000 |
თანავარსკვლავედი: | დიდი ქოფაკი |
პირდაპირი ასვლა: | 07სთ 22წთ 58.32877წმ[1] |
დახრილობა: | −25გრად 46მინ 03.2355სეკ [1] |
მანძილი: | ~ 3840 სინათლის წელიწადი[2] (1170 პარსეკი)[3] |
მასა: | 17 ± 8 M☉[2] |
რადიუსი: | 1420 ± 120 R☉ |
სპექტრული ტიპი: | M3[4]-M5e Ia[5] |
სიკაშკაშე: | ~270 000 L☉[2] |
ზედაპირის გრავიტაცია: | (log g) -0,6 სგწ[2] |
ტემპერატურა: | ~3 490[2] |
ვარსკვლავიერი სიდიდე: | 6,5—9,6 |
დახურვა