მზის სიკაშკაშე (L) — გამოსხივების ნაკადის (გამოსხივებული ენერგია ფოტონების სახით) საზომი ერთეული, რომელსაც ასტრონომები ვარსკვლავების სიკაშკაშის გასაზომად იყენებენ. ერთი მზის სიკაშკაშე ტოლია ამჟამინდელი მზის სიკაშკაშის ინტენსივობის, რომელიც 3,846 x 1026 ვატი ან 3,846 x 1033 ერგი/წამია.[2] ეს არ მოიცავს მზის ნეიტრინულ სიკაშკაშეს, რომელიც 0,023L-ს დაამატებდა ამ მნიშვნელობას.[3] მზე სუსტად ცვალებადი ვარსკვლავია და, აქედან გამომდინარე, მისი სიკაშკაშე ფლუქტუირებს.[4] ყველაზე დიდი ფლუქტუაცია არის 11 წლიანი მზიური ციკლი (მზის ლაქის ციკლი), რომელიც იწვევს პერიოდულ ცვალებადობას დაახლოებით ±0.1 %-ს. უკანასკნელი 200-300 წლის მანძილზე ნებისმიერი სხვა ცვალებადობა ამაზე ბევრად ნაკლებია.[5]

Thumb
მზის სიკაშკაშის, რადიუსისა და ტემპერატურის ევოლუცია ამჟამინდელ მზესთან შედარებით. [1]

განსაზღვრა

მზის სიკაშკაშე დაკავშირებულია მზის გამოსხივებასთან (მზიური მუდმივა), რომელიც დედამიწაზე არსებული ხელსაწყოებით ან ორბიტაზე მყოფი ხელოვნური თანამგზავრებით იზომება. მზის გამოსხივება პასუხისმგებელია ორბიტალურ ძალდატანებაზე, რომელიც მილანკოვიჩის ციკლებს იწვევს, ეს კი დედამიწაზე ყინულოვან ციკლებს განსაზღვრავს. დედამიწის ზედა ატმოსფეროში არსებულ საშუალო გამოსხივებას ზოგჯერ მზიურ მუდმივას უწოდებენ — I. გამოსხივება განისაზღვრება სიმძლავრით ერთეულოვან ფართობზე, ამიტომ მზის სიკაშკაშე (მზის მიერ გამოსხივებული მთელი ენერგია) არის დედამიწაზე მიღებული გამოსხივება (მზიური მუდმივა) გამრავლებული იმ სფეროს ფართობზე, რომლის რადიუსი არის 1 ასტრონომიული ერთეული:

სადაც A არის მანძილის საზომი ერთეული (ასტრონომიული ერთეულის მნიშვნელობა მეტრებში) და k არის მუდმივა (მისი მნიშვნელობა ერთთან ძალიან მიახლოებულია), რომელიც ითვალისწინებ იმ ფაქტს, რომ მზესა და დედამიწას შორის მანძილი ზუსტად ერთი ასტრონომიული ერთეული არ არის.

მეტი ინფორმაციისთვის

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.