![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/f/f3/PinkFloyd-album-piperatthegatesofdawn.jpg/640px-PinkFloyd-album-piperatthegatesofdawn.jpg&w=640&q=50)
The Piper at the Gates of Dawn
პინკ ფლოიდის ალბომი / From Wikipedia, the free encyclopedia
The Piper At The Gates Of Dawn (ინგლ. პანი განთიადის კარიბჭესთან)[16]— ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის პირველი სტუდიური ალბომი. ბრიტანეთში იგი გამოიცა 1967 წლის 4 აგვისტოს, EMI Columbia-ს მიერ.[17] ეს არის ჯგუფის ერთადერთი ალბომი, ჩაწერილი მისი ერთ-ერთი დამაარსებლის, სიდ ბარეტის (წამყვანი ვოკალი, გიტარა) ლიდერობისას. იგი არის ალბომის 11 სიმღერიდან რვის ავტორი, ხოლო სიმღერების თანაავტორები არიან როჯერ უოტერსი (ბასი, ვოკალი), ნიკ მეისონი (დასარტყმელი საკრავები) და რიჩარდ რაიტი (კლავიშებიანი საკრავები, ვოკალები). ალბომი გამოიცა ჯგუფის ლონდონი კლუბ UFO-ში წარმატებული გამოსვლების და 1967 წელს გამოცემული სინგლების „Arnold Layne“ და „See Emily Play“ წარმატებას.
The Piper At The Gates Of Dawn | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 4 აგვისტო, 1967 | |||
ჩაიწერა | 21 თებერვალი - 21 მაისი, 1967 | |||
სტუდია | EMI-ს სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 41:54[3] | |||
ლეიბლი | EMI Columbia | |||
პროდიუსერი | ნორმან სმითი | |||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
About.com | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
AllMusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
The Daily Telegraph | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Encyclopedia of Popular Music | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
MusicHound | 3.5/5[10] |
NME | 9/10[11] |
Paste | 9.5/10[12] |
Pitchfork | 9.4/10[13] |
Q | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
The Rolling Stone Album Guide | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
ალბომი იწერებოდა ლონდონის EMI-ს სტუდიებში, ები-როუდზე, 1967 წლის თებერვლიდან მაისამდე, პროდიუსერ ნორმან სმითის დახმარებით. მასში შერწყმულია პინკ ფლოიდის ხანგრძლივი მუსიკალური იმპროვიზაციები, ბარეტის მოკლე სიმღერები და უცნაური ფსიქოდელიური ექსპერიმენტები. ჩანაწერზე გამოიყენება მრავალი ხმოვანი ეფექტი, მათ შორის ― არეკვლა და ექო, EMT-ის არეკვლა, ავტომატური ორმაგი ტრეკინგი (ADT) და ები-როუდის ექო-კამერა. ჩაწერის დროს ბარეტის მიერ ფსიქოდელიური ნარკოტიკ LSD-ის აქტიურ მოხმარებას მოჰყვა ცვლილებები მუსიკოსის ქცევასა და ზოგად ფსიქიკური მდგომარეობაში და შემდეგ წელს — მისი ჯგუფიდან საბოლოოდ წასვლა.
ბრიტანეთის ალბომების ჩარტში ალბომმა მეექვსე ადგილამდე მიაღწია.[18] აშშ-ში იგი ოქტომბერში, ლეიბლზე Tower Records, გამოიცა სახელწოდებით Pink Floyd და გამოირჩეოდა სიმღერების შეცვლილი სიით — ამოღებული სამი სიმღერით და დამატებული „See Emily Play“-თ. ბრიტანეთში ალბომიდან ოფიციალური სინგლები არ გამოცემულა, მაგრამ აშშ-ში გამოიცა „Flaming“. ორი კომპოზიცია, „Astronomy Dominé“ და „Interstellar Overdrive“, ხანგრძლივი დროის განმავლობაში სრულდებოდა კონცერტებზე, ხოლო სხვა სიმღერები — მხოლოდ რამდენიმეჯერ. 1973 წელს The Piper at the Gates of Dawn და 1968 წლის A Saucerful of Secrets გამოიცა როგორც კომპლექტი A Nice Pair, რომელმაც მათ, ვინც ჯგუფი გაიცნო The Dark Side of the Moon-ით, აგრეთვე წარუდგინა მისი ადრეული ნამუშევრები.
The Piper at the Gates of Dawn ითვლება მნიშვნელოვან ფსიქოდელიურ ალბომად. მისი სპეციალური, შეზღუდული რაოდენობით გამოცემული ვერსიები, გამოვიდა ალბომის 30, 40 და 50 წლიანი იუბილეების აღსანიშნად — აქედან პირველი ორი შეიცავდა დამატებით სიმღერებს. 2012 წელს The Piper at the Gates of Dawn მოხვდა 347-ე ადგილზე Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის“ სიაში და 253-ზე — მის 2020 წლის ვერსიაში.[19][20]