From Wikipedia, the free encyclopedia
Synchronicity (ქართ. სინქრონულობა) — ინგლისური როკ-ჯგუფ The Police-ის მეხუთე და უკანასკნელი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 1983 წლის 1 ივნისს.
Synchronicity | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 1 ივნისი, 1983 | |||
ჩაიწერა | დეკემბერი, 1982 – თებერვალი, 1983 | |||
სტუდია | AIR, მონსერატი და Le Studio, კვებეკი, კანადა | |||
ჟანრი | ახალი ტალღა, პოსტ-პანკი, პოპი[1][2] | |||
ხანგრძლივობა |
| |||
ლეიბლი | A&M | |||
პროდიუსერი |
| |||
The Police — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Synchronicity | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [1] |
The Baltimore Sun | [4] |
Chicago Tribune | [5] |
Mojo | [6] |
Q | [7] |
Rolling Stone | [8] |
The Rolling Stone Album Guide | [9] |
The Sacramento Bee | [10] |
Smash Hits | 9/10[11] |
The Village Voice | B+[12] |
ალბომის სახელწოდება მომდინარეობს ართურ კესტლერის ნაწარმოებიდან „დამთხვევის საბაბი“, რომელშიც ნახსენებია კარლ იუნგის მიერ შემუშავებული სინქრონულობის თეორია. სტინგმა, რომელიც თავად კითხულობდა კესტლერს, უკვე დაარქვა ჯგუფის წინა ალბომს Ghost in the Machine, მისი ერთ-ერთი წიგნის მიხედვით.
ამ ალბომით ჯგუფი მოსცილდა რეგეის გავლენას და შექმნა ინსტრუმენტული სტრუქტურებით მდიდარი დისკი, რომელზეც დიდ როლს თამაშობდა სინთეზატორი. ემბიენტური მუსიკის გავლენა იგრძნობდა სიმღერებში „Tea in the Sahara“ და „Walking in Your Footsteps“, მაგრამ ჯგუფი ასევე ჩვეულ ენერგიულ ნომრებს ასრულებს, როგორიც არის Synchronicity I. ალბომში ასევე შეტანილია ენდი სამერსის ისტერიული Mother და სტიუარტ კოუპლენდის სატირული „Miss Gradenko“.
ალბომის ჩაწერის დროს ყველა ცალკეულ ოთახებში მუშაობდა, დაძაბულობა ჯგუფში მატულობდა. შემდგომში ეს იქცა ჯგუფის დაშლის ერთ-ერთ მიზეზად.
სიმღერა O My God ეფუძნება სტინგის წინა ჯგუფის, Last Exit ამავე სახელწოდების სიმღერას.
დისკის ყველაზე პოპულარულ ჰიტად იქცა „Every Breath You Take“, თუმცა მსმენელმა ასევე დიდი სიამოვნებით მიიღო სინგლები „King of Pain“, „Synchronicity II“ და „Wrapped Around Your Finger“.
ყველა სიმღერის ავტორი — სტინგი გარდა აღნიშნულისა..
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Synchronicity I“ | 3:23 |
2. | „Walking in Your Footsteps“ | 3:36 |
3. | „O My God“ | 4:02 |
4. | „Mother“ (ენდი სამერსი) | 3:05 |
5. | „Miss Gradenko“ (სტიუარტ კოუპლენდი) | 2:00 |
6. | „Synchronicity II“ | 5:00 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
7. | „Every Breath You Take“ | 4:13 |
8. | „King of Pain“ | 4:59 |
9. | „Wrapped Around Your Finger“ | 5:13 |
10. | „Tea in the Sahara“ | 4:11 |
ალბომისთვის ჩაწერილი სხვა სიმღერები შეტანილია სინგლებში:
სიმღერა | სინგლი |
---|---|
„Murder by Numbers“ | „Every Breath You Take“ |
„Someone to Talk To“ | „Wrapped Around Your Finger“ (ბრიტანეთი) „King of Pain“ (აშშ) |
„Once Upon a Daydream“ | „Synchronicity II“ |
ყოველკვირეული ჩარტები
|
წლის საბოლოო ჩარტები
|
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
კანადა (Music Canada)[34] | პლატინა | 100 000^ |
საფრანგეთი (SNEP)[35] | პლატინა | 472,100[36] |
გერმანია (BVMI)[37] | ოქრო | 250 000^ |
იაპონია (Oricon-ის ჩარტი) | — | 175,000[19] |
ჰონგ-კონგი (IFPI Hong Kong)[38] | ოქრო | 15,000* |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[39] | პლატინა | 300 000^ |
აშშ (RIAA)[40] | 8× პლატინა | 8 000 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.