From Wikipedia, the free encyclopedia
Sega არის ვიდეო თამაშებისა და აპარატურის მწარმოებელი იაპონური კომპანია შტაბ-ბინით ტოკიოში, იაპონია. ოფისები განლაგებულია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. სეგამ სახლის ვიდეო თამაშებისა და პორტატიული კონსოლების წარმოებას შეუდგა 1983 წლიდან და უშვებდა მესამე თაობიდან მოყოლებული მეექვსე თაობამდე. კომპანია ჩამოყალიბდა სლოტ აპარატების მწარმოებლის, Service Game-ისა და არკადული თამაშების შემქმნელის, Rosen Enterprises-ის შერწყმის შედეგად და ქმნიდა არკადულ თამაშებს შემდეგი ორი ათწლეულის განმავლობაში. არკადული ინდუსტრიის ვარდნის შემდეგ, 1980-იან წლებში კომპანიამ დაიწყო ვიდეო თამაშებისა და კონსოლების შემუშავება-გამოცემა.[1] სეგას პირველი სახლის კონსოლი იყო SG-1000 გამოსული 1993 წელს მხოლოდ იაპონიაში. კომპანიამ ამავე რეგიონში შეიმუშავა კონსოლის რამდენიმე ვერსია, რომელთაგანაც მესამე, Sega Mark III რემარკირებული იქნა, როგორც Master System და მსოფლიოს მოევლინა 1985 წელს. ამას მოჰყვა რიგით მესამე კონსოლის, Mega Drive-ის გამოცემა (ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილია Genesis-ით), დამატებით აქსესუარებთან ერთად მოყოლებული 1988 წლიდან, შემდეგ მოიდიან: Game Gear-ის პორტატიული კონსოლი (1990), Sega Saturn (1994) და ბოლოს Dreamcast (1988).
სეგას მთავარი კონკურენტი სათამაშო კონსოლების ინდუსტრიაში იყო კომპანია Nintendo, თუმცა გაყიდვების მხრივ სეგა ყოველთვის ჩამოუარდებოდა ნინტენდოს (ზოგიერთი რეგიონის გამოკლებით). მისი შემდგომი რამდენიმე კონსოლი კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა; ფინანსურმა პრობლემებმა და უკანასკნელი კონსოლის, Dreamcast-ის ჩავარდნამ აიძულა დაეტოვებინა კონსოლების ბაზარი და ორიენტაცია მოეხდინა მხოლოდ ვიდეო თამაშებზე.[2] ერთადერთი კონსოლი, რომელსაც იგი 2005 წლამდე უშვებდა ეს იყო Advanced Pico Beena. სეგას კონსოლების მესამე მხარის ვარიანტები იქმნებოდა ლიცენზირებული მწარმოებლების მიერ, მას შემდეგაც, რაც ორიგინალი კონსოლების გამოშვება შეწყდა. ამათგან უმეტესი ნაწილი იქმნებოდა ბრაზილიაში, სადაც Master System-ისა და Genesis-ის ვარიანტები კვლვა იწარმოება და პოპულარულია.
კონსოლი | გამოშვების თარიღი | შეწყდა | თაობა | შენიშვნები | სურათი |
---|---|---|---|---|---|
SG-1000 | იაპ 15 ივლისი, 1983[3] | იაპ ივლისი, 1984[4] | მესამე |
|
|
SG-1000 II | იაპ ივლისი 1984[4] | იაპ ოქტომბერი, 1985[4] | მესამე | ||
Master System | იაპ ოქტომბერი, 1985[9] | იაპ 1989[10] ჩრდ.ამ. 1992[11] ევრ 1996[12] | მესამე |
|
|
Mega Drive | იაპ 29 ოქტომბერი, 1988[15] ჩრდ.ამ. 14 აგვისტო, 1989[16] ევრ 30 ნოემბერი, 1990[15] | WW 1997[17][18] | მესამე |
|
|
Game Gear | იაპ 6 ოქტომბერი, 1990[25] ჩრდ.ამ. 26 აპრილი, 1991[26] ევრ 26 აპრილი, 1991[26] | იაპ 1996[27] ჩრდ.ამ. 30 აპრილი, 1997[27] ევრ 30 აპრილი, 1997[27] | მეოთხე |
|
|
Sega CD | იაპ 12 დეკემბერი, 1991[29] ჩრდ.ამ. 15 დეკემბერი, 1992[30] ევრ 1993[31] | WW 1996[32] | მეოთხე | ||
Sega Pico | იაპ 26 ივნისი, 1993[35] ჩრდ.ამ. ნოემბერი, 1994[36] | იაპ 2005[37] ჩრდ.ამ. თებერვალი, 1998[38] ევრ 1997[39] | მეოთხე | ||
32X | იაპ 3 დეკემბერი, 1994[42] ჩრდ.ამ. 21 ნოემბერი, 1994[43] ევრ იანვარი, 1995[44] | WW 1996[45] | მეოთხე |
|
|
Sega Saturn | იაპ 22 ნოემბერი, 1994[46] ჩრდ.ამ. 11 მაისი, 1995[47] ევრ 8 ივლისი, 1995[48] | WW 1998[49] | მეხუთე |
|
|
Dreamcast | იაპ 27 ნოემბერი, 1998[52] ევრ 14, ოქტომბერი, 1999[53] | WW 30 მარტი, 2001[54] | მეექვსე |
|
|
Advanced Pico Beena | იაპ 6 აგვისტო, 2005[37] | N/A | მეექვსე |
Sega-ს კონსოლების ლიცენზირებული და არა ლიცენზირებული ვარიანტები იწარმოებოდა მესამე მხარის დეველოპერების მიერ. ბრაზილიაში Tectoy-მ შექმნა და გამოსცა Master System 3 Compact, რომელიც ფუნქციონირებდა სადენების გარეშე რადიო სიხშირული გადამცემების მეშვეობით. ასევე გამოუშვა Master System Girl ვერსია, გარშემორტყმული ღია ვარდისფერი პლასტმასით. კონსოლის უფრო ადრეული ვერსია შემუშავდა 2006 წელს ბრაზილიაში Master System 3 Collection-ის სახელით (მასში ინტეგრირებული იყო 120 ერთეული თამაში.[59] აშშ-ში Master System-ის პორტატიული ვარიანტი გამოსცა კომპანია Coleco-მ 2006 წელს.[60]
Mega Drive იყო სეგას პირველი კონსოლი, რომლის ვარიანტები შექმნეს მესამე მხარის დეველოპერებმა. მისი პირველი ვერსია გამოვიდა უფრო ადრე, ვიდრე Master System-ის სხვა ნებისმიერი ვარიანტი, იმის მიუხედავად, რომ Mega Drive-მა მზის შუქი იხილია Master System-ზე სამი წლით გვიან. Sega Enterprises-სთან თანამშომლობით JVC-მ იაპონიაში 1992 წლის 1 აპრილს გამოუშვა Wondermega, Mega Drive-ისა და Mega CD-ის კომბინირებული ვერსია მაღალი ხარისხის აუდიოთი. მოგვიანებით JVC-მ მოახდინა სისტემის რედიზაინი და 1994 წელს რეალიზაცია მოახდინა ჩრდილოეთ ამერიკაში X'Eye-ის სახელით.[61] დამატებითი აქსესუარი Pioneer LaserActive სისტემას საშუალებას აძლევს გაუშვას Mega Drive-ისა და Sega CD-ის თამაშები.[62]. მას შემდეგ რაც Genesis-ის წარმოება შეწყდა, 1998 წელს Majesco Entertainment-მა შეიმუშავა Genesis 3 ჩრდილოეთ ამერიკული ბაზრისთვის, როგორც ბიუჯეტური ვერსია.[63], ხოლო ერთი წლის შემდეგ შექმნა Sega Pico-ს ასევე ბიუჯეტური ვერსია ამავე რეგიონისთვის.[64]
ბრაზილიაში, სადაც Genesis-ის წარმოება დღემდე არ შეწყვეტილა, Tectoy-მ 2007 წელს გამოსცა Mega Drive-ის პორტატიული ვერსია 20 ჩაშენებულ თამაშთან ერთად.[65] Tectoy-ის კონსოლის მომდევნო ვარიანტი, "Mega Drive Guitar Idol" გამოსული 2009 წელს ბრაზილიაში, მოიცავდა ექვს ღილაკიან ჯოიპადს (კონტროლერის ტიპი) და გიტარა კონტროლერს ხუთი ღილაკით.[66] იმავე წელს, AtGames შეიმუშავა Genesis-ის ორი ვარიანტი ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში: Firecore, რომელსაც შეუძლია Genesis-ის კარტრიჯების გაშვება; და პორტატიული კონსოლი, Sega Zone, წინასწარ ჩატვირთული Genesis-ის 20 თამაშით.[67]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.