From Wikipedia, the free encyclopedia
Sega Master System (იაპ:セガマスターシステム) — მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია Sega-ს მიერ. თავდაპირველად გამოვიდა იაპონიაში 1985 წელს, როგორც Sega Mark III, ჩრდილოეთ ამერიკაში გამოსცეს ახალი დიზაინით Master System-ის სახელით 1986 წელს, ევროპაში — 1987 წელს, ხოლო ბრაზილიაში — 1989 წელს. ეს უკანასკნელი, ასევე გამოვიდა იაპონიაში 1987 წელს. ორივე მოდელს შეეძლო სათამაშო კარტრიჯისა და სეგას ბარათის (ინგლ. Sega Card) წაკითხვა. (Master System II-ს და შემდგომ მოდელებს არ გააჩნდათ ბარათის სლოტები). კონსოლს ჰქონდა სხვადასხვა აქსესუარების მხარდაჭერა, მათ შორის — სინათლის თოფის და 3D სათვალეების, რომლებიც შეიქმნა სპეციალურად კოდირებული თამაშების სათამაშოდ.
Sega Master System Sega Mark III | |
---|---|
| |
ზედა: ამერიკული და ევროპული Master System შუა: იაპონური Sega Mark II ქვედა: PAL Master System II | |
მწარმოებელი | Sega |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მესამე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 20 ოქტომბერი, 1985 (Mark III)[1][2] ჩრდ.ამ. სექტემბერი, 1986[3] იაპ ოქტომბერი, 1987[2][4] ევრ 1987 ბრაზ 1989 KOR 1989 |
საცალო გაყიდვაში |
1985-დღემდე ჩრდ.ამ. 1989-92 |
თავდაპირველი ფასი | ¥16,800, $200, £99 |
შეწყდა |
ჩრდ.ამ. 1992 |
გაიყიდა |
მსოფლიო: 10-13 მილიონი (ბრაზილიის გამოკლებით)[5][6] იაპონია:1 მილიონი (1986 წლის მონაცემით).[7] აშშ: 2 მილიონი (1993-ის მონაცემით)[8] ევროპა:6.8 მილიონი (1993-ის მონაცემით)[9] ბრაზიალია:8 მილიონი (2016-ის მონაცემით)[10] |
მედია | სათამაშო კარტრიჯი, სეგას ბარათი |
პროცესორი | Zilog Z80 @ 4 მჰც |
მეხსიერება | 8 კბაიტი RAM, 16 კბაიტი |
მეხსიერების საცავი | Sega Card |
მონიტორი | 256 × 192 გაფართოება |
ხმა | Texas in struments SN76489 |
შეტანა | კონტროლერის 2 პორტი |
წინა | SG-1000 |
შემდეგი | Sega Mega Drive |
დაკავშირებული სტატიები | Sega Game Gear |
კონსოლის საწყისი ფასი იაპონიაში იყო ¥15,000,[1] ჩრდილო ამერიკაში — $200, ხოლო ევროპაში — £99. როგორც ნაწილი მესამე თაობის კონსოლებისა, Master System კონკურენციას უწევდა Nintendo Entertainment System-ს (NES). ის ტექნიკური თვალსაზრისით, NES-თან შედარებით მძლავრი იყო,[11]თუმცა იაპონიისა და აშშ-ს ბაზარზე მას კონკურენცია ვერ გაუწია. ნინტენდო ჩრდილოეთ ამერიკის მთლიანი ბაზრის 86 პროცენტს იკავებდა.[12] მაგრამ ევროპასა და ბრაზილიაში მიაღწია შესამჩნევ წარმატებას. მას ბევრი საერთო გააჩნდა სეგას პორტატიულ კონსოლ Sega Game Gear-თან.[13]
სისტემა აღჭურვილი იყო Zilog Z80-ის 8 ბიტიანი პროცესორით, 4 მჰც ტაქტური სიხშირით,[14][15][16] 8 კბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით,16 კბაიტი ვიდეო მეხიერებით და Texas in struments SN76489-ის ხმის ჩიპით. თამაშები კონსოლზე ვრცელდებოდა ორი ფორმატით: სათამაშო კარტრიჯის და სეგას ბარათის საშუალებით. ბარათი კარტრიჯთან შედარებით დაბალი ღირებულებით გამოირჩეოდა და მოიცავდა ისეთ თამაშებს, როგორებიც არის Spy vs. Spy და Super Tennis.[17][18] თუმცა ბარათის გაყიდვები შემცირდა არასაკმარისი მეხსიერების გამო. ასევე გააჩნდა კონტროლერის 2 პორტი.[15][16]
Master System-ის საერთო გაყიდვებმა დაახლოებით 10-13 მილიონი შეადგინა (ბრაზილიის გამოკლებით), მაშინ როდესაც Nintendo Entertainment System-ის გაყიდვემბა 62 მილიონ ასლს გადააჭარბა,[5][6] ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ იმ პერიოდში ნინტენდოსა და მესამე მხარის დეველოპერებს შორის არსებობდა შეთანხმება, რის საფუძველზეც მათ არ უნდა გამოეშვათ თამაშები სხვა კონსოლებზე. სეგას აშშ-ში მხარდაჭერა ჰქოდნა მხოლოდ ორი მესამე მხარის დეველოპერისგან: Activision და Parker Brothers.[17]
2009 წელს საიტმა IGN Master System დაასახელა მე-20 ყველა დროის საუკეთესო ვიდეო თამაშების კონსოლად.[19] 1988 წლის 29 ქტომბერს სეგამ გამოსცა 16 ბიტიანი რიგით მესამე სათამაშო კონსოლი Sega Mega Drive.[20]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.