From Wikipedia, the free encyclopedia
Sega Saturn (იაპონ. セガサターン) — 32 ბიტიანი მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი შექმნილი კომპანია Sega-ს მიერ. თავდაპირველად გამოვიდა იაპონიაში 1995 წლის 22 ნოემბერს, იმავე წლის 11 მაისს — ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 1995 წლის 8 ივლისს — ევროპაში. იგი არის წარმატებული კონსოლის, Mega Drive-ის მემკვიდრე. სატურნს გააჩნდა Hitachi-ის SH-2-ის ორი ცენტრალური პროცესორი 28.6 მეგაჰერცით, Motorola 68EC000-ის ხმის პროცესორი და ონლაინ სერვისის Sega NetLink-ის მხარდაჭერა. თამაშები ეშვებოდა CD-ROM-ის ფორმატში და თამაშების ბიბლიოთეკა მოიცავდა რამდენიმე არკადულ პორტს, ისევე როგორც ორიგინალ სათაურებს.
Sega Saturn | |
---|---|
ზედა: აღმოსავლეთი და დასავლეთი რეგიონების ლოგოები შუა: ჩრდილო ამერიკული ვერსია მოდელი 1 კონტროლერით ქვედა:იაპონური ვერსია მოდელი 2 კონტროლერით | |
მწარმოებელი | Sega |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეხუთე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 22 ნოემბერი, 1994 ჩრდ.ამ. 11 მაისი, 1995 ევრ 8, 1995 |
შეწყდა |
ევრ 1998 ჩრდ.ამ. 1998[1] იაპ 2000 |
გაიყიდა | 9.26 მილიონი |
მედია | CD-ROM, CD+G, CD+EG, Video CD, Mini CD, hoto CD, ელ. წიგნი |
პროცესორი |
2× Hitachi SH2 @ 28.6 მგჰ @ 28.6 მჰც |
მეხსიერება | ინტეგრირებული ომ, კარტრიჯი |
გრაფიკა | VDP1 & VDP2-ის ვიდეო გამოსახულების პროცესორი |
ხმა | Yamaha YMF292 |
ონლაინ სერვისები | Sega NetLink |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | Virtua Fighter 2 (1,7 მილიონი იაპონიაში)[2] |
წინა | Sega Mega Drive |
შემდეგი | Dreamcast |
სატურნზე მუშაობა ჯერ კიდევ 1992 წელს დაიწყო სეგას დირექტორის, ჰიდეკო სატოს ზედამხედველობით. 1994 წელს პროდუქტი წარადგინეს Tokyo Toy Show-ზე. პროცესორი შეიმუშავა იაპონურმა ელექტრონულმა კომპანია Hitachi-მ. იგი კონკურენციას უწევდა Playstation-ს. კონსოლის ფასი იყო 44.800 იაპონური იენა[3] და თავდაპირველად პოპულარული იყო იაპონიაში. გამოსვლიდან პირველივე დღეს გაიყიდა კონსოლის 200,000 ეგზემპლარი.[4][5][6] 1995 წელს კონსოლი ნაჩვენები იქნა Electronic Entertainment Expo-ზე ლოს-ანჯელესში, სადაც გაცხადადა კონსოლის მახასიათებლები და ასევე ის, რომ მისი ფასი იქნებოდა 399 აშშ დოლარი.[7] 1996 წელს, Nintendo 64-ის გამოსვლის შემდეგ, სატურნის გაყიდვებმა საგრძნობლად იკლო, კონკურენცია ვერ გაუწია მის მოწინააღმდეგე კონსოლს Playstation-ს და მთლიანად ჩავარდა აშშ-ის ბაზარზე და 1998 წელს ამ რეგიონში კონსოლის გაყიდვები შეწყდა. მსოფლიოს მასშტაბით, საერთო ჯამში გაიყიდა სატურნის 9.26 მილიონი ასლი, რაც მიიჩნევა კომერციულ ჩავარდნად.
მიუხედავად წარუმატებლობისა, სისტემაზე გამოვიდა რამდენიმე აღიარებული თამაში, მათ შორის Nights into Dreams, Panzer Dragoon-ის სერია და Virtua Fighter. სატურნი კრიტიკოსებს შორის სარგებლობს შერეული რეპუტაციით კომპლექსური აპარატურის, დიზაინისა და ლიმიტირებული მესამე მხარის დეველოპერების მხარდაჭერის გამო. ამის მიუხედავად, საიტმა IGN-მა Sega Satrun დაასახელა 18-ე ყველა დროის საუკეთესო კონსოლად
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.