მეოთხე თაობის საგანმანათლებლო ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Sega Toys-ის From Wikipedia, the free encyclopedia
Sega Pico (აგრეთვე ცნობილი როგორც Kids Computer Pico) — მეოთხე თაობის საგანმანათლებლო ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Sega Toys-ის მიერ 1993 წელს იაპონიაში,[1] 1994 წელს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, 1995 წელს — სამხრეთ კორეაში.
Sega Pico | |
---|---|
სხვა სახელწოდებები | Kids Computer Pico |
მწარმოებელი | Sega Toys |
ტიპი | ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეოთხე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ ივნისი, 1993 ჩრდ.ამ. ნოემბერი, 1994 ევრ 1994 KOR 1995 |
თავდაპირველი ფასი |
13,440 იაპონური იენი 139 ამერიკული დოლარი 49.95 აშშ დოლარი (Majesco) |
შეწყდა |
ევრ 1998 ჩრდ.ამ. თებერვალი, 1998 იაპ 2005 |
გაიყიდა |
იაპ 3.4 მილიონი ჩრდ.ამ. 400,000 (იანვარი, 1996) |
მედია | „Storyware“ (კარტრიჯი) |
შემდეგი | Advanced Pico Beena |
საგანმანათლებლო დანიშნულების Sega Pico გათვლილი იყო სამიდან შვიდ წლამდე ბავშვებზე. ვიზუალურად წააგავდა ლეპტოპს. მისი თავდაპირველი ფასი აშშ-ში შეადგენდა 139 დოლარს, ხოლო იაპონიაში — 13,440 იენს.[2] Sega Pico ნაკლებად პოპულარული იყო ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, შედეგად ამ რეგიონებში კონსოლის წარმოება შეწყდა 1998 წლის დასაწყისში. მიუხედავად ამისა, 1999 წლის აგვისტოდან, კომპანია Majesco Entertainment-მა დაიწყო კონსოლის გადაკეთებული ვერსიის გამოცემა ჩრდილოეთ ამერიკაში, თითქმის სამჯერ ნაკლებ ფასად, 49,99 აშშ დოლარად. 2002 წელს გამოვიდა ჩინეთში.
კონსოლი გარკვეულწილად გამოიყენებდა იმავე შიდა აპარატულ უზრუნველყოფას,[3] რასაც Sega Genesis, მათ შორის პროცესორსა და გრაფიკულ ჩიპს.[4] მასზე ხელმისაწვდომი იყო 300-მდე თამაში, (რომელიც ვრცელდებოდა კარტრიჯების მეშვეობით), აგრეთვე სეგას რამდენიმე ლიცენზირებული ფრენჩაიზი, მათ შორის „Sonic the Hedgehog“.[5] Sega-ს განცხადებით, საერთო ჯამში გაიყიდა 3.4 მილიონი კონსოლი და 11.2 მილიონი სათამაშო კარტრიჯი.[6]
2005 წელს, იაპონიაში გამოვიდა Sega Pico-ს მემკვიდრე Advanced Pico Beena, რომელსაც მისი წინამორბედისგან განსხვავებით თამაშების გაშვება შეეძლო ტელევიზორზე მიერთების გარეშე. საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 3500,000 ეგზემპლარი და 800,000 კარტრიჯი.[7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.