Marvel-ის კინოსამყარო
From Wikipedia, the free encyclopedia
Marvel-ის კინოსამყარო (ინგლ. Marvel Cinematic Universe) — ამერიკული მედია ფრენჩაიზი და გამოგონილი სამყარო მარველის კომიქსების სუპერგმირების შესახებ. სამყარო ძირითადად ასოცირდება Marvel Studios-ის მიერ დამოუკიდებლად გადაღებულ ფილმებთან, თუმცა ასევე მოიცავს კომიქსებს, მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და სატელევიზიო სერიალებს. ფიქციური სამყარო, ისევე როგორც მარველის სამყარო კომიქსებში, ჩამოყალიბდა სხვადასხვა ისტორიებისა და პერსონაჟების გადაკვეთით. კლარკ გრეგი ფილ კოლსონის როლში ფრენჩაიზის ყველაზე მეტ ნაწარმოებში გამოჩნდა.
Marvel-ის კინოსამყარო | |
---|---|
შემქმნელი | Marvel Studios |
ორიგინალური ნამუშევარი | „რკინის კაცი“ (2008) |
მფლობელი | The Walt Disney Company |
წლები | 2008–დღემდე |
გამოცემები | |
წიგნ(ებ)ი | Marvel-ის კინოსამყაროს წიგნები |
კომიქსები | Marvel-ის კინოსამყაროს კომიქსები |
კინო და ტელევიზია | |
ფილმ(ებ)ი | Marvel-ის კინოსამყაროს ფილმები |
მოკლემეტრაჟიანი ფილმ(ებ)ი | Marvel One-Shots |
ტელესერიალები | Marvel-ის კინოსამყაროს ტელესერიალები |
თეატრალური წარმოდგენები | |
მიუზიკლ(ებ)ი | „როჯერსი: მიუზიკლი“ |
თამაშები | |
ვიდეო თამაშ(ებ)ი | Marvel-ის კინოსამყაროს ვიდეოთამაშები |
აუდიო | |
ორიგინალური მუსიკა | Marvel-ის კინოსამყაროს მუსიკა |
სხვადასხვა | |
თემატური პარკების ატრაქციონები | Avengers Campus |
სამყაროს პირველი ფილმი, რკინის კაცი, 2008 წელს გამოვიდა, რითაც დაიწყო ფილმების პირველი ფაზა, რომელიც 2012 წელს დასრულდა მისი პერსონაჟების გადამკვეთი ფილმით, შურისმაძიებლები. მეორე ფაზა დაიწყო 2013 წელს რკინის კაცი 3-ით და დასრულდა 2015 წელს ადამიანი-ჭიანჭველათი. მარველმა მესამე ფაზა დაიწყო 2016 წელს ფილმით კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი. Marvel Television-მა ასევე განავრცო ფრენჩაიზი „პატარა ეკრანზე“ ტელესერიალებით ABC-სა და Netflix-ზე. მარველის კინოსამყარო ასევე მოიცავს დაკავშირებულ კომიქსების სერიასა და Marvel One-Shots მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიას.
ფრენჩაიზი გამოირჩევა სხვა და სხვა მედიის ნაწარმოებების წარმატებული გაერთიანებით საზიარო სამყაროში, თუმცა კრიტიკოსების აზრით ზოგიერთი ფილმი თუ სერიალი ამის გამო დაზარალდა. მისი გავლენით სხვა სტუდიებმა სცადეს კომიქსების პერსონაჟების საერთო სამყაროების შექმნა.